საბრძოლო სულისკვეთების მნიშვნელობა

არმიები, ტაქტიკა, შეიარაღება, კონფლიქტები, რეზერვი, სამოქალაქო თავდაცვა.
User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

საბრძოლო სულისკვეთების მნიშვნელობა

Postby Avaza » 14 Mar 2014 12:16

საბრძოლო სულისკვეთება ნიშნავს ჯარისკაცის, ან დანაყოფის მორალურ და ფიზიკურ მზაობას გადაიტანოს სამხედრო სამსახურის სირთულეები და გამუდმებით იყოს მომართული გამარჯვებაზე. ამ სახის სულისკვეთებას აყალიბებს სამი ფაქტორი: ცოდნა, ფსიქოლგიურ-მენტალური მზაობა და ფიზიკური მომზადება. საკმარისია ამ სამიდან ერთერთი დააკლდეს რომ ჯარისკაცი, ან დანაყოფიც კი - არ იქნება მზად მის წინაშე დასმული საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად. განვიხილოთ სამივე შემადგენელი:


1). ცოდნა - თუ მოქალაქე ვერ ერკვევა სამხედრო საქმეში, რაც არ უნდა მოტივირებული და ნავარჯიშევი იყოს, ბრძოლის ველზე ხელს შეუშლის სხვას და ასეთი ადამიანი არც უნდა გააკარონ საბრძოლო მოქმედებას. ასეთი ქმედება დანაშაულია როგორც ამ ადამიანის, ასევე ქვეყნის წინაშე. მოქალაქეს მინიმუმ დაწყებითი სამხედრო მომზადება უნდა ჰქონდეს გავლილი ელემენტარული ამოცანა რომ ნორმალურად შეასრულოს. მანდ უნდა იცოდეს ქვეითის იარაღთან მოპყრობა (ტტმ, სროლა, უსაფრთხოება), ერკვეოდეს ეკიპირებაში და სალაშქრო საქმეში, კარგად ეხერხებოდეს შენიღბვა, გადაადგილება როგორც ინდივიდუალურად, ასევე დანაყოფის ფარგლებში, ბრძოლის ველზე დაკვირვება, მანძილის გამოთვლა, მიყურადება, მოქმედება ღამით, გუშაგის პროცედურები, ტაქტიკური გადაადგილება, შეტაკებაში შესვლის და გამოსვლის წესები, ტოპოგრაფია და ორიენტირება, პირველი სამედიცინო დახმარება და უნდა შეეძლოს მოქმედება როგორც წყვილში ასევე საცეცხლს ჯგუფის ფარგლებში. თუ ეს თემები მოქალაქემ არ იცის, მისი ჩართვა საბრძოლო მოქმედებაში არ შეიძლება. უცოდინარი კადრებით დაკომპლექტებული დანაყოფი მალე კარგავს განწყობას, ხდება უმართავი და შედეგად იშლება.

2). ფსიქოლოგიურ-მენტალური მზაობა - თუ ჯარისკაცი ფსიქოლოგიურად არ არის მზად თავის გასაწირად, ის ბრძანებას არ დაემორჩილება და ვერ იომებს, ანუ ასეთს არ გააჩნია მორალი და ვერ ხვდება რისთვის უნდა იომოს. მაგალითად, თუ კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცი ჩათვლის რომ მოწინააღმდეგესთან ბრძოლას აზრი არა აქვს (სულერთია რა მიზეზით), მისი მაღალი ხარისხის ცოდნა და ფიზიკური მომზადება აზრს კარგავს.

3). ფიზიკური მზაობა - ომი მოითხოვს ადამიანისგან როგორც მორალურ, ასევე დიდ ფიზიკურ ენერგიას. თქვენ შეიძლება იაროთ 30 კილომეტრი და არ დაიღალოთ, მაგრამ ვერ გაუძლოთ 15 წუთიან შეტაკებას, სადაც გამუდმებით მოგიწევთ მოძრაობა მოკლე დისტანციებზე კუნთების მთელი სპექტრის და გონებრივი შესაძლებლობების სრული დაძაბვით, თანაც ეს ყველაფერი სტრესის ქვეშ მოხდება. ფიზიკური გადაღლა გამოიწვევს მენტალური მზაობის მკვეთრ დაქვეითებას და შედეგად ნიველირდება ცოდნა. ასეთი ჯარისკაცი ვეღარ შეასრულებს ბრძანებას.

საბრძოლო სულისკვეთება ყალიბდება მშვიდობიან პერიოდში, მისი გამომუშავება უშუალოდ ბრძოლის დროს ძალიან რთულია და ცოტას თუ შეუძლია. პირველ რიგში სწორედ სულისკვეთების ჩამოყალიბებაზე უნდა ზრუნავდნენ მეთაურები მშვიდობის დროს. კარგი მეთაურის დანაყოფი ნასწავლია, მენტალურად მზად არის საომარად და არც ფიზიკური მომზადება დაეწუნება. სულისკვეთების ხარისხი თავს იჩენს ომის დროს, ანუ ომის დროს ჩანს (საკითხში გაუთვითცნობიერებელი მოქალაქისთვის) თუ რა დონეზე იყო მომზადებული არმია და ზოგადად ერი.

გარდა ამ ფაქტორებისა, მაღალი სულისკვეთების მქონე ადამიანი უმკლავდება და ძლევს იმ შიშს, რომელიც თან ახლავს შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილეობას. შიშის დაძლევის რამდენიმე ხერხი არსებობს და ნორმალური მეთაური სწორედ ამ კუთხით ავარჯიშებს თავის ჯარისკაცებს.

პაატა გიგაური
ლეგიონის შტაბის უფროსი
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
თაკო
ფორუმელი
Posts: 63
Joined: 06 Mar 2014 22:21

Re: საბრძოლო სულისკვეთების მნიშვნელობა

Postby თაკო » 14 Mar 2014 12:22

მე მგონი ამ ყველაფრის წაკითვის შემდეგ მივხვდი რატომ ვარ აისიში :)

User avatar
ლებუ
ფორუმელი
Posts: 518
Joined: 31 Oct 2009 14:20
Location: საქართველო

Re: საბრძოლო სულისკვეთების მნიშვნელობა

Postby ლებუ » 14 Mar 2014 22:30

Avaza wrote:ფსიქოლოგიურ-მენტალური მზაობა

პრობლემები ყველგან გვაქვს, მაგრამ როგორც ვხედავ ყველაზე მეტად აქ ვიჭედებით.
არ არის განწყობა, არც პროფესიული ინტერესი და შესაბამისად არც მზაობა (ფიზიკური თუ მორალური), ჯარიც დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად უნდა განვითარდეს, სამწუხაროდ.
ამ ეტაპზე მუშავდება არმიაში გასატარებელი საინტერესო რეფორმები, რომლებიც ჯარისკაცს უბიძგებს და რიგ შემთხვევაში აიძულებს თვითგანვითარებას. მალე გაიგებთ სიახლეებს.
Si Vis Pacem, Para Bellum
„თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ“ (დავით IV აღმაშენებელი)
† ძმათა საფლავზე, ჩვენ აქ ვწევართ... ვალმოხდილები. †