იარაღით ვაჭრობა მსოფლიოში

არმიები, ტაქტიკა, შეიარაღება, კონფლიქტები, რეზერვი, სამოქალაქო თავდაცვა.
User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

იარაღით ვაჭრობა მსოფლიოში

Postby Avaza » 13 Jul 2013 21:16

აქ დავდოთ ინფორმაცია იარაღით ვაჭრობის შესახებ ... ვინ ვის რა მიყიდა, აჩუქა, ან წაართვა :)

2004-2013 წლის (ბოლო 10 წელიწადი) საინტერესო გარიგებები

ავსტრია

- ავსტრიამ მიყიდა ბრიტანეთს 400 ცალი 60 მმ ნაღმმტყორცნი (2011 წ.). მანამდე 120 პინცგაუერი და 166 ჯავშანმანქანა ვექტორი გაასუხარა იმავე ბრიტანეთში (2007-2008 წ).

ვექტორი [დაჯავშნული პინცგაუერია ავღანეთისთვის]
Image
Image

- ასევე გაყიდა 321 ცალი პინცგაუერი ახალ ზელანდიაში (2005-2006 წლებში).

Image

- 260 პანდურ-2 შეიძინა პორტუგალიამ (2007-2015 წლების კონტრაქტი) - 482 მილიონად.

Image

- 107 პანდურ-2 ჩეხეთში (2009-2013) - 72 სტანდარტული, 11 სამეთაურო, 16 სარემონტო-საევაკუაციო, 4 საინჟინრო, 4 სანიტარული.

Image

ალბანეთი

- 30.000 ავტომატი AK აჩუქა ავღანეთის არმიას (2011).
- 200 ცალი 82 მმ ნაღმმტყორცნი დ.რ. კონგოს (2011) - ჭურვებიანად 2 მილიონი.

ბელარუსი

ასუხარებს საბჭოთა ნარჩენებს.

- 60 T-72, 12 პიონი, 30 D-30, 6 Sy-25 (2005-2010) - აზერბაიჯანი
- იემენი T-80D 90 ცალი (2010-2011).
- სირიას მიყიდეს 33 ცალი Mig-23 (2007)
- სუდანს შეაჩეჩეს 60 ცალი BRDM-2 და 15 Sy-25 (2007 წ)
- ერიტრია 9 220mm Uragan (2006 წ.)
- უგანდა გაბედნიერდა 23 T-55M -ით ... ეს ტანკები ამისომის მისიაში იბრძვიან სომალიში (2008 წ). - 7 მილიონად გაყიდეს.

სირიის მიგ-23-ები
Image

Image

იემენის T-80D
Image

სუდანის BRDM-2
Image

ბელგია

გაატენა იორდანია და მაროკო თავისი მეორადი შეიარაღებით.

- 25 ცალი ჰსთ მისტრალი მიყიდეს ესტონელებს (2010 წ)

ბულგარეთი

- 500 ცალი MTLB 188 მილიონ დოლარად (2013-2017 წლების კონტრაქტი).
- 50 ტანკი T-55 და 40 BTR-60 (2010 წ) კამბოჯას.
- მალავიმ და მალიმ შეიძინეს დაახლ 40-40 ცალი BRDM-2 და BTR-60 (2008 წ). BTR-60 -ები ვიდეოებში გამოჩდნენ მალის ომის დროს. ასევე 6 Mi-24 მალის არმიას (2006 წ).
- ერიტრიამ 2005 წელს მიიღო 120 T-55A და 70 არტსისტემა. ასევე 5 ცალი მსუბუქი მოიერიშე Albatros -ი.

მალის არმია BRDM-2 -ზე
Image

Image

მალის არმიის BTR-60 -ები

Image

Image

ბოსნია

- სომხეთს მიყიდა 200 ცალი ნაღმმტყორცნი (2009 წ)
- ავღანეთს 60 122mm D-30 (2011)

ბოტსვანა

- ამათ მოახერხეს და ტოგოს შეტენეს მსუბუქი თვითმფრინავი ცესნა (2012 წელს).

ბრაზილია

- მცირე პარტიებით ყიდის ხრახნიან მოიერიშე ტუკანოებს და მცირე საპატრული კატერებს.

Image

Image

დანარჩენი ხვალ :)
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
ლებუ
ფორუმელი
Posts: 518
Joined: 31 Oct 2009 14:20
Location: საქართველო

Re: იარაღით ვაჭრობა მსოფლიოში

Postby ლებუ » 13 Jul 2013 21:55

კარგი თემაა
Avaza wrote:ან წაართვა

გატაცებული Су-25К "პირატი"
http://geo-army.ge/index.php?option=com ... 72&lang=ka
ამას არც წართმევა ქვია, არც ახევა და არც თავხედობა, სხვა რაღაცაა მარა ჯერ ვერ მოვიფიქრე :)
Si Vis Pacem, Para Bellum
„თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ“ (დავით IV აღმაშენებელი)
† ძმათა საფლავზე, ჩვენ აქ ვწევართ... ვალმოხდილები. †

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 14 Jul 2013 12:50

: პერუს არმიის გადაიარაღება (2012-2013) :

პერუ: 28 მილიონიანი ქვეყანაა, ესაზღვრება ევკადორს, ბრაზილიას, კოლუმბიას, ბოლივიას და ცოტათი ჩილეს :)

- 12 ცალი მირაჟ 2000-ის მოდერნიზაციის პროგრამა.
- 2012 წელს იყიდეს 2 ერთეული სატრანსპორტო C-130E აშშ-ს არმიის შემადგენლობიდან. პროექტი სრული პაკეტით (სათადარიგო ნაწილები, მოდერნიზაცია, პერსონალის მომზადება და ა.შ.) ჯდება 74 მილიონი დოლარი.
- 8 ცალი Mig-29 -ის მოდერნიზაცია, ახალი რაკეტები და შეიარაღება + კაპიტალური რემონტი. შედეგად თვითმფრინავების საექსპლუატაციო დრო გახდება 4.000 სთ.
- 20 ცალი ახალი სამხრეთკორეული სასწავლო თვითმფრინავ KT-1 -ის ყიდვა პერუელებს დაუჯდებათ 200 მილიონი დოლარი. 10 იქნება სასწავლო და 10 მსუბუქი მოიერიშე. აქედან 16 აეწყობა პერუში, ამის გამო ტენდერი წააგო ბრაზილიურმა ემბაერმა.
- 12 ცალი ახალი კანადური მსუბუქი სატრანსპორტო DHC-6-400 -ის ყიდვა ჯდება 67 მილიონი.
- 24 ცალი ახალი რუსული ვერტმფრენი Mi-171SH უჯდებათ 406 მილიონი. მანამდე უკვე იყიდეს 6 ცალი Mi-17 და 2 ცალი Mi-35
- 4 ცალი ახალი საშუალო ფრანგული ვერტმფრენი EC-145 პოლიციისთვის დაჯდება 36 მილიონი დოლარი.
- 6 ცალი სასწავლო ვერტმფრენი F26F დაუჯდებათ 600.000 დოლარი.
- 42 მილიონად იყიდეს სამხრეთკორეული ჰ.ს.თ. KP-SAM 18 ცალი, 100 რაკეტით და 3 მცირე რადიუსის რადარით. ხელით გადასატან ამ კომპლექსს შეუძლია 3,5 კმ სიმაღლეზე და 7 კმ რადიუსში 90% ალბატობით დააზიანოს 2,1 მახზე ნაკლები სიჩქარით მფრენი აპარატი.
- ისრაელმა მიყიდა 24 ცალი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა სპაიკი, 288 რაკეტით. ეს ამბავი დაჯდა 32 მილიონი დოლარი.
- გერმანიამ მიყიდა 181 ცალი ხელის ყუმბარმტყორცნი PanzerFaust 3T, 1700 რაკეტით.
- ესპანეთმა მიჰყიდა 74 ცალი ხელის ყუმბარმტყორცნი Alcotan-100, 660 რაკეტით. ფასი: 12,4 მილიონი ევრო.
- ასევე იყიდეს 42 ცალი ჰაილუქსის ჯიპი. ფასი: 1,8 მილიონი დოლარი.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 16 Jul 2013 21:43

არაბები და გერმანული ტანკები

გერმანულმა ფირმამ Krauss-Maffei-Wegmann -მა შეიძლება დაკარგოს 5 მილიარდიანი საუდის არაბეთის შეკვეთა ტანკებზე Leopard2A7. არაბებს სურთ 270-დან 800 -მდე ახალი ტანკის შეძენა, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა გერმანიის პარლამენტის უცნაურმა პოზიციამ: "ეს შეკვეთა გერმანიის ექსპორტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებაო". რას გადაწყვეტენ გერმანელი "ჭკუის კოლოფები" ამ დრომდე უცნობია.
ამასობაში არაბებმა მოლაპარაკებები განაახლეს ამერიკელებთან აბრამსების სავარაუდო ყიდვასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამერიკელების "საექსპორტო სულისკვეთება" სრულ წესრიგშია. გაზეთი: ჰანდელსბლატი

პ.ს. 180 ცალი ახალი Leopard2A7 -ის შეძენა ასევე სურს კატარსაც.

Image
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 01 Oct 2013 10:14

გამოქვეყნდა გაეროს 2012 წლის რეესტრის მონაცემები. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ (პდფ ფაილია):

http://allshares.ge/download.php?id=D4813B2285

- ჩვენ ვიყიდეთ 10 სუ-25 მარაგნაწილებად და გაურკვეველი რაოდენობის მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღი ბულგარეთიდან, 60 კარაბინი ჩეხეთიდან (იმედია 5,56 ბრენი) და 45 თურქეთიდან.
- აშშ ყიდულობს იარაღს ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, ეტყობა ან სირიაში უშვებენ, ან ავღანეთში.
- უკრაინას არ ელევა ტანკები ... 99 ცალი მიყიდა ეთიოპიას. და ა.შ.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 01 Oct 2013 10:41

თბილისში ჩამოვიდა 3 ერთეული ახალი ევროკოპტერის ვერტმფრენი. 3 პუმა კიდევ უნდა ჩამოვიდეს.

2 ცალი Eurocopter AS332 Super Puma (სამოქალაქო ვერსია, რომელიც პარამეტრებით ჯობს სამხედროს და უფრო იაფიცაა) და 1 ცალი Eurocopter AS350 (ამას ორი ვარიანტი აქვს და რომელია არ ვიცი, მეორეს ანუ B3-ს სხვა ძრავი აქვს)

http://www.aircraftcompare.com/manufact ... ocopter/38
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

Aldoned
ფორუმელი
Posts: 10
Joined: 15 Sep 2015 09:41

Re: იარაღით ვაჭრობა მსოფლიოში

Postby Aldoned » 05 Sep 2016 07:19