Page 3 of 3

Re:

Posted: 02 Aug 2013 10:39
by Shaman
გაიმარჯვებს ასადი (დროის ამბავია) და მერე ნახე ირანის გაძლიერება.

ჰეზბოლაც სულ სხვა დონეზე აიყვანა სირიის ომმა.

ასადმა ომის მიმდინარეობა თავის სასიკეთოდ შემოატრიალა და გამარჯვებისკენაც მიყავს,მაგრამ არამგონია აშშ-ხელდაკრეფილმა დაუწყოს ყურება.თურქეთს და ისრაელს გაააქტიურებს,(ისეაც აქტიურობენ) უამრავი გეგმა აქვთ დამუშავებული,ამასწინად პრესაშიც გავრცელდა ინტრევიუ,პენტაგონის ერთ-ერთ მაღალჩინოსანის,რომ სირიის საკითხზე უამრავი გეგმა გვაქვსო გაწერილი.

Posted: 02 Aug 2013 11:59
by Avaza
Shaman wrote:პენტაგონის ერთ-ერთ მაღალჩინოსანის, რომ სირიის საკითხზე უამრავი გეგმა გვაქვსო გაწერილი.


ვიეტნამშიც ეგრე იყო ... ბევრი გეგმა ჰქონდათ ... ბოლოს ბედის ანაბარა მიაგდეს მოკავშირეები და სულაც გაიქცნენ რეგიონიდან :)

სირიაში რამდენიმე დიდი ძალაა ერთმანეთში ახლართული, ანუ გაცილებით რთული მდგომარეობაა ვიდრე ვიეტნამში იყო.

ჰეზბოლა ცეცხლს ეთამაშება, მაგრამ სხვა გზა არა აქვთ, ეგაა მაგათი გზა ... :)

Re:

Posted: 02 Aug 2013 12:20
by დავითი
Avaza wrote:
მერე ეგ არის პრობლემა? ნეტა ეგეთი "პრობლემები" ჩვენ გვქონდეს ... :)

ჰო, ყველას თავისი პრობლემები აქვს. :))


Avaza wrote:გაიმარჯვებს ასადი (დროის ამბავია) და მერე ნახე ირანის გაძლიერება.

ნუ გაგიკვირდება, თუ საბოლოოდ ვერ გაიმარჯვებს. ასადს რომ გაუჭირდა, ირანმა გააძლიერა მხარდაჭერა, მათ შორის პირდაპირ ჩართო ჰეზბოლა. მაგრამ ამან მეორე მხრიდანაც გააძლიერა მეამბოხეთა მხარდაჭერა - არაბული მონარქიები და დასავლეთი ირანს თავისას არ გაატანინებენ. და არც რუსეთს. რამდენჯერაც ირანი უფრო პირდაპირ ჩაერთვება ასადის დასახმარებლად, იმდენჯერ მეორე მხრიდან ძალები ასევე უფრო მეტს გააკეთებენ. და საბოლოო ჯამში მათ ირანზე მეტის გაკეთება შეუძლიათ.

რეალურად, მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი მათთვის არის თავად მეამბოხეთა გახლეჩილობა. მაგრამ ირანს და რუსეთს ამის მიუხედავადაც არ გაამარჯვებინებებენ. რამდენიც დასჭირდებათ საბოლოოდ მიზნების მისაღწევად, იმდენს გააკეთებენ.

Re: ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Posted: 08 Aug 2013 12:56
by John Sidney McCain
ჰეზბოლას ფორტიფიკაციების მუზეუმი...

http://beirutmabitmoot.wordpress.com/20 ... heme-park/

Re:

Posted: 12 Aug 2013 17:07
by Shaman
Avaza wrote:
Shaman wrote:პენტაგონის ერთ-ერთ მაღალჩინოსანის, რომ სირიის საკითხზე უამრავი გეგმა გვაქვსო გაწერილი.


ვიეტნამშიც ეგრე იყო ... ბევრი გეგმა ჰქონდათ ... ბოლოს ბედის ანაბარა მიაგდეს მოკავშირეები და სულაც გაიქცნენ რეგიონიდან :)

სირიაში რამდენიმე დიდი ძალაა ერთმანეთში ახლართული, ანუ გაცილებით რთული მდგომარეობაა ვიდრე ვიეტნამში იყო.

ჰეზბოლა ცეცხლს ეთამაშება, მაგრამ სხვა გზა არა აქვთ, ეგაა მაგათი გზა ... :)


ვიეტნამის დროს საბჭოთა კავშირი ყველაზე ძლიერ ფორმაში იყო,WW2-ის შემდეგ დაშლამდე.არამგონია რომ დღეს იგივე ფორმაში იყოს რუსეთი.თუმცა ძალას არ იშურებს.

Posted: 17 Aug 2013 13:25
by Avaza
ბეირუთში ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად რაიონში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 22 და დაიჭრა 300-ზე მეტი ადამიანი. პასუხისმგებლობა ამ ტერაქტზე აიღო უცნობმა სუნიტურმა ორგანიზაციამ "ბრიგადა 313" -მა, მათი განცხადებით ეს იყო ჰეზბოლაზე შურისძიება სირიის ომში მონაწილეობის გამო.

http://www.russian.rfi.fr/v-mire/201308 ... ana-i-izra

ნასრალამ განაცხადა რომ ჰეზბოლას ამით ვერაფერს დააკლებენ და მათი მეომრების რიცხვი სირიაში გაორმაგდება.

http://www.almanar.com.lb/english/adeta ... id=14&s1=1

Re: ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Posted: 17 Aug 2013 19:00
by KAVKAZ
მუსლიმანური სამყარო უფრო და უფრო იხლიჩება