ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

არმიები, ტაქტიკა, შეიარაღება, კონფლიქტები, რეზერვი, სამოქალაქო თავდაცვა.
User avatar
woman
ფორუმელი
Posts: 89
Joined: 01 Feb 2013 18:34
Location: Tbilisi

Re: ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Postby woman » 13 Jun 2013 00:21

სულ მაინტერესებდა ეს თემა,ისე მსოფლიოში შედარებით ცნობილი და ძლიერი ტერორისტული ორგანიზაციების შესახებ (მაგალითად პირველი 5 ეულის ან 10 ის) რომ დაამუშაოთ თითოეული,დაწეროთ და გაგვიზიაროთ კარგი იქნება. ( ამ ორგანიზაციების აგებულება-სტუქტურები,მართვა-გამგება,მათ შორის განსხვავებები და ა.შ ..... )
პ.ს ვინც კარგად ერკვევა,შეიძლება მცირე თეორიული კურსი ჩაატაროს სახელწოდებით"ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციები მსოფლიოში"
Discover your Skills :))
იყურე წინ იმედით,უკან კმაყოფილი,მაღლა რწმენით,დაბლა სიფრთხილით,გვერდზე სიყვარულით.
1კორ.13,(4-8-13)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 13 Jun 2013 10:57

woman

woman wrote:ტერორისტული


ცოტა ჩახლართული თემაა ტერორიზმი. ვისთვის ტერორისტია და ვისთვის თავისუფლებისთვის, ან სამართლიანობისთვის მებრძოლი, რომელიც დივერსიულ თავდასხმას აწყობს მასზე ძლიერ მტერზე. გააჩნია ბარიკადის რომელ მხარეს დგეხარ და რა ინტერესი გამოძრავებს.

რიტორიკული შეკითხვა: ჩვენი ჯარისკაცები ვინც დახოცა ჰელმანდში, დივერსანტი იყო თუ ტერორისტი? თან აქ ჯარისკაცების სტატუსიც განსასაზღვრია, ორი ვარიანტია მშვიდობისმყოფელები რომლებიც ბოროტ ძალას ებრძვიან [აქ უკვე უნდა დაკონკრეტდეს ეს ძალა რატომ არის ბოროტება], ან ოკუპანტები [ანუ სხვის სამშობლოში ძალით შეჭრილები, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ ნებას სამხედრო ძალით ახვევენ თავს ადგილობრივებს. ისმის შეკითხვები: ვინ მისცა ამის ნება? რით არის გამართლებული და ა.შ.].
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Shaman
ფორუმელი
Posts: 843
Joined: 29 Jun 2009 20:16
Location: თბილისი

Re: ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Postby Shaman » 13 Jun 2013 11:21

ცოტა ჩახლართული თემაა ტერორიზმი. ვისთვის ტერორისტია და ვისთვის თავისუფლებისთვის, ან სამართლიანობისთვის მებრძოლი, რომელიც დივერსიულ თავდასხმას აწყობს მასზე ძლიერ მტერზე. გააჩნია ბარიკადის რომელ მხარეს დგეხარ და რა ინტერესი გამოძრავებს.

რიტორიკული შეკითხვა: ჩვენი ჯარისკაცები ვინც დახოცა ჰელმანდში, დივერსანტი იყო თუ ტერორისტი?


ჩემი აზრით დივერსანტი,ან სულაც შეიძლება სისხლი აიღო და შური იძია თავისი ოჯახის წევრის დაღუპვაზე,იმ 4თალიბს ვგულისხმობ რომელიც წინა თავდასხმისას მოკლეს ჩვენმ ჯარისკაცებმა. ამ აქტის პროვოკაციათ კი ბატონი პრეზიდენტის ვიდეო შეიძლება ყოფილიყო ძირითადი მაინიცირებელი ამ აქტისა.

ჰესბოლა და მსგავსი ორგანიზაციების წარმატების ფაქტორი,ერთი დიადი იდეის გარშემო ფანატიკოსთა გაერთიანებაა,რომლებიც მიზნის მისაღწევად არაფერს არ იშურებენ და მასზედ გაცილებით უკეთესად შეიარაღებულ და მრავალრიცხოვან არმიას სწორ ტაქტიკას უპირისპირებენ,სიტუაციის და ვითარების საუკეთესო ანალიზის შედეგად მიღებული ტაქტიკით მოქმედებენ.
.

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 13 Jun 2013 11:48

Shaman

+1

გეთანხმები.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Shaman
ფორუმელი
Posts: 843
Joined: 29 Jun 2009 20:16
Location: თბილისი

Re: ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Postby Shaman » 18 Jun 2013 22:32

http://bigpicture.ru/?p=404763

აი მოვიდა სანატრელი ზაფხულის არდაგეგები,ხოდა პალესტინელი ბავშვები არდაგეგებზე დასვენების ნაცვლად გაეშურნენ ნებაყოფლობით პიონერთა ბანაკებში მოსამზადებლად.სადაც 16წლამდე მოზარდთა მომზადება ხდება უფასოდ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასის მიერ.სადაც გადიან ფსიქოლოგიურ,ფიზიკურ და სამხედრო მომზადებას.ეს პროექტი უკვე 10წელია აქტიურად მიმდინარეობს.ინსტრუქტორთა უმრავლესობა თვითონ აღიზარდნენ ამ ბანაკებში,უმრავლესობა შახიდად იქცა.სწავლებისას პოლიგონზე აღმართულია ისრაელის სახელმწიფო დროშა(უშუალო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ვარჯიშობენ)

Image
ესეც კორეა
http://bigpicture.ru/?p=355355

ესეც ჩვენი კეთილის მოსურვე მეზობელი.
http://bigpicture.ru/?p=61843

------

ჩემი პირადი აზრით. სწორედ რომ აქედან იწყება გამარჯვება.
ამ ორგანიზაციების სიძლიერის საიდუმლო სწორედ აქ იმალებ.

-------

არასასურველი ასოციაცია
.

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 19 Jun 2013 11:30

Shaman wrote:ამ ორგანიზაციების სიძლიერის საიდუმლო სწორედ აქ იმალებ.


ეგ კახი ხანია ვიცით, მაგრამ ვერავის ყურებში ვერ შევიყვანეთ საქართველოში.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა არ აინტერესებთ და ფეხებზე კიდიათ რეალური შედეგი. პიარზე, პირად კეთილდღეობაზე და უინიციატივობაზე არის აგებული ის სისტემა, მასეთ რაღაცას რომ უნდა კურირებდეს წესით. ამ სამ წმინდა ცნებას არ უნდა შეეხოს არავინ და დანარჩენი OK არის ... სამწუხაროდ ძლიერი არმიის შექმნა არ ჯდება ამ 3 ცნებაში ...

იდეოლოგია + ინტელექტი + ფული = ძლიერი არმია

პიარი + ამ ჩემს ფეხებს + ბევრი ფული = 3 დღეში წაგებული ომი


------------

ჰეზბოლას ახალგაზრდული ორგანიზაცია: "იმამ მაჰდის სკაუტები"

كشافة الإمام المهدي - გასამხედროებული სკაუტების ორგანიზაცია. მოიცავს 42.000 მოზარდს 8-16 წლამდე. დაყოფილები არიან 3 ასაკობრივ სექციად. დამამთავრებელ ფაზაში შეისწავლება სამხედრო საქმე.





ოფიციალური გვერდი
http://www.almahdiscouts.net/

ფოტოები

https://www.google.com/search?q=%D9%83% ... swbnjYCYBA

Image

Image

Image
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
John Sidney McCain
ფორუმელი
Posts: 1399
Joined: 14 Apr 2009 00:54

Re: ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Postby John Sidney McCain » 01 Aug 2013 05:41

Avaza wrote:სამხედრო ფორმირება: ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ვარადუობენ რომ რეგულარული დანაყოფები შეადგენს 1000-3500 კაცს და რეზერვშია 7-11.000 კაცას.


ანუ რეალურად ჩვენი შეიარაღებული ძალების მეოთხედი ან უფრო ნაკლები...

და ამათმა გაუშრეს სისხლი ცახალს...

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 01 Aug 2013 10:10

John Sidney McCain wrote:და ამათმა გაუშრეს სისხლი ცახალს...


ახლა კი ისლამისტ ტერორისტებს უშრობენ სირიაში ... რის გამოც ევროპიდერებმა ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანეს ეხლახანს ... არადა ასადი კანონიერად მართავს ქვეყანას და ისეთ ძალას ებრძვის [ინტერვენტებს], იდეაში აშშ-ევროპაც რომ ებრძვის ავღანეთში და ერაყში ... :roll:

სამმაგ სტანდარტს რა ვუთხარი, თორემ წესით აშშ და ევროპა ასადს უნდა უჭერდნენ მხარს ... :lol:

ერთი და იგივე ძალა ავღანეთში და ერაყში ხოცო, მაგრამ სირიაში დაეხმარო პრიკოლია ... თან ერაყში აშშ -მ შიიტები გააჯეჯილა და სუნიტურ უმრავლესობას დაასვა თავზე, ხოლო მეზობელ სირიაში, პირიქით - ებრძვიან ...
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
shakakoy
ფორუმელი
Posts: 1308
Joined: 13 Aug 2009 15:52
Location: ხარაგაული - თბილისი
Contact:

Re: ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Postby shakakoy » 01 Aug 2013 11:23

Avaza wrote:ერაყში აშშ -მ შიიტები გააჯეჯილა და სუნიტურ უმრავლესობას დაასვა თავზე,


რა ინფოს ფლობ ამასათან დაკავშირებით? დაასვა არ დაასვა რა ვიცით ეს ამბავი?
თვალს ნუ გაახელ, დემოკრატია არ დააფრთხო!

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 01 Aug 2013 11:35

shakakoy

shakakoy wrote:დაასვა არ დაასვა რა ვიცით ეს ამბავი?


სადამის დროს დევნიდნენ და მაგრად ავიწროვებდნენ შიიტებს. ერაყის მოსახლეობის 50-60% იყო შიიტი და ბაასის პარტიაში მხოლოდ 8%. თანამდებობებზეც სუნიტები იყვნენ და ეგენი დომინირებდნენ სადამის ერაყში დაახლ 30 წლის მანძილზე. შიიტების 100-ზე მეტი ლიდერი უბრალოდ დახვრიტეს, ანუ სადამის ოპოზიცია იყო და აშშ-ს ბუნებრივი მოკავშირე.

ჰოდა ამერიკის ინტერვენციის შემდეგ შიიტებმა დაიკავეს ძირითადი პოსტები და სუნიტებმა გადაინაცვლეს უკანა პლანზე. გამუდმებით ხდება სისხლისმღვრელი შეტაკებები და თავდასხმები ამ ორ თემს შორის ერაყში. ეხლახანს 24 კაცი მოკლეს ტერაქტისას ...

პ.ს. ქრისტიანების რაოდენობამ ერაყში 50% -ით იკლო მას მერე რაც აშშ შევიდა მანდ.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
shakakoy
ფორუმელი
Posts: 1308
Joined: 13 Aug 2009 15:52
Location: ხარაგაული - თბილისი
Contact:

Re: ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Postby shakakoy » 01 Aug 2013 14:41

Avaza wrote: აშშ -მ შიიტები გააჯეჯილა და სუნიტურ უმრავლესობას დაასვა თავზე,

Avaza wrote:ერაყის მოსახლეობის 50-60% იყო შიიტი



რომელია სწორი აქედან ვერ გავიგე, თუ "ნარავნზე" არიან არცაა გასაკვირი ხან ერთი იყოს სათავაში ხან მეორე!
ძალიან ძნელად დასაჯერებელია რომ ეგეთ საკითხებს არ უფიქრდებოდეს აშშ და მისი ექსპერტები,
მარა ზოგჯერ ისეთ "ფეილებს" მოარტყემენ ხოლმე რო . . .
თვალს ნუ გაახელ, დემოკრატია არ დააფრთხო!

დავითი
ფორუმელი
Posts: 20
Joined: 12 Jun 2013 14:39

Re: ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Postby დავითი » 01 Aug 2013 15:13

ერაყში შიიტები მოსახლეობის 2/3 არიან. ამიტომ, როცა ჩატარდა მეტნაკლებად დემოკრატიული არჩევნები, მთავრობაში შიიტები მოვიდნენ. ეს მთავრობა ეგრევე ირანის გავლენის ქვეშ მოექცა. რეალურად, ქურთების და სუნიტი ისლამისტების კონტროლირებადი რაიონების გარდა ერაყი არის ირანის გავლენის სფერო. ჰოდა, თუ 2011 წლამდე ერაყში არსებული არასტაბილურობა ამერიკის პრობლემა იყო, ეხლა ირანის პრობლემაა. მის სატელიტ მთავრობას ებრძვიან ალ-ყაედა და დანარჩენები. თან ძალადობის დონემ 2008 წლისას მიაღწია, როდესაც პიკი იყო ამერიკელების დროს.

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 01 Aug 2013 16:48

shakakoy

shakakoy wrote:რომელია სწორი აქედან ვერ გავიგე, თუ "ნარავნზე" არიან არცაა გასაკვირი ხან ერთი იყოს სათავაში ხან მეორე!


ერაყში სუნიტები აჯდნენ თავზე შიიტებს, შეიჭრა აშშ (გარე ძალა) და ირანის მომხრე (და თავისი მტერი) შიიტები დასვა ერაყის სათავეში ... პარალელურად, იქვე მყოფ სირიაში სუნიტებს ემხრობა და შიიტებს ებრძვის ...

ჰოდა რაღაც უნდათ და რა უნდათ იმედია ობამამ მაინც იცის ... :)

დავითი

დავითი wrote:ჰოდა, თუ 2011 წლამდე ერაყში არსებული არასტაბილურობა ამერიკის პრობლემა იყო, ეხლა ირანის პრობლემაა


ანუ აშშ ირანს რეგიონალურ იმპერიად ქცევაში უწყობს ხელს ... :)

ირანის პრობლემა ერაყში არაფერიც არ არის ... იდეალურად მისდით საქმე აშშ-ს ერაყში შეჭრის შემდეგ მაგ მიმართულებით.

პ.ს. თემა ჰეზბოლაზეა.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

დავითი
ფორუმელი
Posts: 20
Joined: 12 Jun 2013 14:39

Re:

Postby დავითი » 02 Aug 2013 00:55

Avaza wrote:
ანუ აშშ ირანს რეგიონალურ იმპერიად ქცევაში უწყობს ხელს ... :)

ირანის პრობლემა ერაყში არაფერიც არ არის ... იდეალურად მისდით საქმე აშშ-ს ერაყში შეჭრის შემდეგ მაგ მიმართულებით.

პ.ს. თემა ჰეზბოლაზეა.


სპეციალურად არა. მათ სცადეს იქ მთავრობაში გავლენის შენარჩუნება, ერაყში რეკორდი დამყარდა მთავრობის გარეშე ყოფნის ხანგრძლივობის, რადგან არჩევნების შემდეგ პარტიები კოალიციას ვერ აყალიბებდნენ. მაგრამ ბოლოს ამერიკელებმა თავისი მეგობრები მთავრობაში ვერ შეიყვანეს.
ირანის პრობლემა ერაყში არის. :) სწორედ იმიტომ რომ აშშ-ს შეჭრის შედეგად ჩაიგდეს ის ხელში, ეხლა უწევთ შენარჩუნებაზე ზრუნვა.

ისე, სირიის აჯანყება რომ არა, ძაან კარგად ექნებოდათ საქმე. უწყვეტი გავლენის სფერო ჰერატიდან ბეირუთამდე.

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 02 Aug 2013 10:20

დავითი

აშშ -ს ეს ბოლო წლები აშკარა კრეტინების ხელშია ... :)

დავითი wrote:სწორედ იმიტომ რომ აშშ-ს შეჭრის შედეგად ჩაიგდეს ის ხელში, ეხლა უწევთ შენარჩუნებაზე ზრუნვა.


მერე ეგ არის პრობლემა? ნეტა ეგეთი "პრობლემები" ჩვენ გვქონდეს ... :)

დავითი wrote:სირიის აჯანყება რომ არა, ძაან კარგად ექნებოდათ საქმე


გაიმარჯვებს ასადი (დროის ამბავია) და მერე ნახე ირანის გაძლიერება.

ჰეზბოლაც სულ სხვა დონეზე აიყვანა სირიის ომმა.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)