ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

არმიები, ტაქტიკა, შეიარაღება, კონფლიქტები, რეზერვი, სამოქალაქო თავდაცვა.
User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Postby Avaza » 10 Jun 2013 22:22

Image

Image
Image

ჰეზბოლა (حزب الله - არაბ. ჰიზბუილლაჰ - ალაჰის პარტია) - ლიბანური პოლიტიკური და გასამხედროებული ფორმირება. სახელი აღებულია ყურანის 5:56 სურიდან: "ალაჰის პარტია გაიმარჯვებს"
დაარსების თარიღი: 1982 (ოფიციალურად: 1985)
მეთაური: საიდ ჰასან ნასრალა
ადგილი: ბეირუთი (ლიბანი)
რელიგია: ისლამი, შიიზმი
ფერი: ყვითელი და მწვანე
მიზანი: ირანის ტიპის ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება ლიბანში.
იდეოლოგია: ანტიამერიკული და ანტისიონისტური.
დახმარება: ირანი (შიიზმი არის სახ. რელიგია) და სირია (ალავიტები შიიტური მიმდინარეობაა)
ლიბანის პარლამენტში: 14 ადგილი 128-დან.
შიიტების საერთო რაოდენობა ლიბანში: 1,2-1,4 მილიონი, ალავიტების: 100.000

Image

სამხედრო ფორმირება: ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ვარადუობენ რომ რეგულარული დანაყოფები შეადგენს 1000-3500 კაცს და რეზერვშია 7-11.000 კაცას.

Image
Image
Image
Image

ტაქტიკა: მსუბუქი ქვეითების მცირე ჯგუფები, ზალპური ცეცხლის სარაკეტო დანადგარებით ისრაელის ტერიტორიის დამუშავება და თვითმკვლელი მეომრების გამოყენება.

Image
Image
Image

1982-2000 წლებში იბრძოდნენ ლიბანის სამოქალაქო ომში + ებრძოდნენ ისრაელს.
2006 წელი - ლიბანის ომი. შეაჩერეს ისრაელის არმიის წინსვლა.
2011-2013 სირიის სამოქალაქო ომი. სირიის არმიასთან ერთად აიღეს ქალაქი ქუსეირი და ამჟამად უტევენ ალეპოს.

ლიბანის სამოქალაქო ომის შემდეგ სხვადასხვა დაპირისპირებული არმია გაერთიანდა და შექმნეს ლიბანის არმია. ჰეზბოლამ უარი განაცხადა გაერთიანებაზე და ინარჩუნებს სამხედრო ავტონომიას.

ოფიციალური ტელევიზია "ალ მანარ"-ი
http://www.almanar.com.lb/english/main.php

საინფორმაციო არხი
http://english.alahednews.com.lb/

სხვა ბმულები:
https://en.wikipedia.org/wiki/Hezbollah
https://en.wikipedia.org/wiki/2006_Lebanon_War
https://en.wikipedia.org/wiki/Hezbollah ... activities
https://en.wikipedia.org/wiki/Shi%27a_Islam_in_Lebanon
http://www.waronline.org/mideast/hizballah.htm
http://almashriq.hiof.no/lebanon/300/32 ... hizballah/











15 სერიანი ფილმია ჰეზბოლაზე (1 სერია. ამავე არხზეა დანარჩენებიც)


57 მეომარის ჩამოსვენება ქუსეირიდან


2013 წლის ივნისის მონაცემებით დაახლოებით 1500-2000 ჰეზბოლელი იმყოფება ალეპოს მიდამოებში და მონაწილეობს ქალაქის შტურმში. უკვე მოხდა რამდენიმე შეტაკება ჰეზბოლასა და კავკასიის ემირატების ბატალიონ "ჯეიშ ალ მუჯაჰედინ ვალ ანსარ"-ს შორის სოფელ კაფრ ხამრასთან.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

diversanti
ფორუმელი
Posts: 223
Joined: 10 Apr 2009 23:52

Re: ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Postby diversanti » 10 Jun 2013 23:07

Avaza
კაი თემა გახსენი.
რესურსების მობილიზაცია.
საიდან ფინანსდებიან?
რეგულარული ნაწილი კონტრაქტზეა თუ სავალდებულო გაწვევის გეგმა აქვთ?
სამეთაურო რგოლის სტრუქტურა.
სად გადიან სამხედრო მზადებას? სად დააგროვეს საბრძოლო ცოდნა? მართო პრაქტიკით თუ რომელიმე ნორმალურ სამხედრო სასწავლებლებზე წვდომა აქვთ?
და მთავარი რისი სწავლა შეგვიძლია მათგან?
რაც მაგათ 2006 ში ისრაელს წინააღმდეგობა გაუწიეს , ნეტა ჩვენ გაგვეწია რუსებისთვსი 2008 ში

User avatar
მურზაყან
ფორუმელი
Posts: 722
Joined: 12 May 2009 23:38

Re: ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Postby მურზაყან » 10 Jun 2013 23:10

Avaza
საინტერესოზე საინტერესო ორღანიზაციაა!!
მანდ რა თქმა უნდა სპეციფიური სიტუაცია აქვთ. ერთი ერთზე ვერ გადმოიტან ჩვენს მდგოამერობაზე, მარა პარალელებიც ბევრია.

User avatar
მურზაყან
ფორუმელი
Posts: 722
Joined: 12 May 2009 23:38

Re: ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Postby მურზაყან » 10 Jun 2013 23:15

diversanti
ირანელმა კომანდოსებმა გაწვრთნეს, რომლებიც ამერიკელთა დიდი ძალისხმევით იყვნენ გაწვრთნილები.

ათასამდე ინსტრუქტორი გაუგზავნეს ერთბაშად. მასობრივად მოამზადეს და ამით საკმაო ბაზა შეუქმნეს შემდგომი განვითარებისთვის.

რაიმე ოფიცერთა სამხედრო სასწავლებლებს არა მგონია ამთავრებდნენ. რასაც ეგენი აკეთებენ ერთჯერადი მოვლენაა პრინციპში და საკუთარი მდიდარი საბრძოლო გამოცდილებიდან იწვრთნებიან. ინსტრუქტორებსაც და მეთაურებსაც თავად ასწავლიან. მით უმეტეს, რომ მეთაურობა მანდ საკმაოდ თავისებურადაა მოწყობილი. გვარზე და წარმოშობაზეა დამოკიდებული. და არც არავინ აჭირებს საქმეს ამის გამო, დისკრიმინაციაა და გენერლობა მინდაო.

:)

User avatar
arcivi9
ფორუმელი
Posts: 1107
Joined: 21 Aug 2009 14:09

Re: ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Postby arcivi9 » 10 Jun 2013 23:59

2006 წელი - ლიბანის ომი. შეაჩერეს ისრაელის არმიის წინსვლა.

საინტერესოა, რა პარალელის გავლება შეიძლება რუსეთის არმიასთან? ჩვენ რომ "ჰეზბოლასნაირი" ხალხი გვყოლოდა ვითომ შევძლებდით 2008-ში ცოტა უკეთესი წინააღმდეგობის გაწევას?

უკვე მოხდა რამდენიმე შეტაკება ჰეზბოლასა და კავკასიის ემირატების ბატალიონ "ჯეიშ ალ მუჯაჰედინ ვალ ანსარ"-ს შორის სოფელ კაფრ ხამრასთან.

შიიტურ-სუნიტ ნიადაგზე როგორც გავიგე ხომ?
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.


მეომრული შეგონება ლუარსაბ მეფისა



ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში

User avatar
მურზაყან
ფორუმელი
Posts: 722
Joined: 12 May 2009 23:38

Re: ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Postby მურზაყან » 11 Jun 2013 10:37

arcivi9
ჩვენ იმდენად არაფერი გავაკეთეთ იმ ომში, რომ ნებისმიერი სხვანაირი მოქმედება უკვე "მეტ წინააღმდეგობას" ნიშნავს, ჩემი აზრით.

ჰესბოლა რაღაც სუპერმენების სბორიშე კი არ არის. სარწმუნოებრივ-იდეოლოგიური ერთობაა. წამყვან იდეებს თავადვე აგენერირებენ. ნუ, ცოტას ირანელ აიათოლებს ეკითხებიან.

ანუ მათთვის არ არსებობს აპატურაი, ფულე, რეიგანი და "დედა დასავლეთში რას იფიქრებენ ჩვენზე", "აუ რა პაზორია თუ მისის ლაიტფუტმა ცხვირი აიბზუა ჩვენი ცხოვრების წესზე"!
მთავარია ღმერთს როგორ ვეჩვენო, როცა წარვსდგები.

ამიტომ იდეოლოგიური მოტივაცია, რომ იბრძოლონ, სახეზეა. ფსიქოლოგიური მოტივაცია, რომ სიკვდილს არ შეუშინდნენ, სახეზეა.

ამგვარად განწყობილი 3 000 აქტიური მებრძოლი და 11 000 რეზერვში მყოფი, მაგრამ აბსოლუტური მზაობის მქონე მებრძოლი (ჰესბოლად დაახლოებითი რაოდენობაა ეს ციფრები)რომ გვყოლოდა ჩვენი ჯარის გარდა, რა თქმა უნდა ძლიერ სხვა შედეგებს დავდებდით.

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 11 Jun 2013 11:48

: ჰეზბოლას ტაქტიკა 2006 წლის ომში :

12 ივლისი – 14 აგვისტო 2006
ძალები: 7-8.000 ჰეზბოლა vs 30.000 ცაჰალი

- ჰეზბოლამ იცოდა რომ ომი მოუწევდა არათანაბარ პირობებში, ძალიან ძლიერი მტრის წინააღმდეგ და სწორედ ამ ტიპის ომისთვის ემზადებოდა როგორც ფსიქოლოგიურად ასევე მატერიალურად. მათ საკუთარი სტრატეგია ააგეს ისრაელის სიძლიერიდან გამომდინარე.

07.08.2008 ის რეალობა: ჩვენი არმია არ იყო მზად ასიმეტრიული ომისთვის, მას არ ამზადებდნენ რუსეთის არმიის წინააღმდეგ საომრად. რეალურად "შინაგანი ჯარების" დონეს არ გაცდენილან და შეეძლოთ მხოლოდ აჯანყებულებთან ბრძოლა.

- ცალკეული ქვედანაყოფების პოზიციები, ტაქტიკა და იარაღის სხრონები წინასწარ იყო მომზადებული. ანუ ომი წინასწარ იყო გათამაშებული და ყველა დანაყოფმა იცოდა კონკრეტულად რა უნდა გაეკეთებინა. 6 წლის მანძილზე გამუდმებით ითხრებოდა ბუნკერები და ტუნელები, იდებოდა ნაღმები, რამაც დიდწილად განაპირობა წარმატებული თავდაცვა. წინასწარ მომზადდა თავდაცვის ორი ზღუდე, თითოეულში დაახლ. 4000 მეომრით. პოზიციები იყო მომზადებული საინჟინრო თვალსაზრისით და ღრმად მიდიოდა მიწაში.

07.08.2008 ის რეალობა: საერთო ჯამში არავინ არ იცოდა კონკრეტულად რა უნდა ეკეთებინა. გადაწყვეტილებები მიიღებოდა "პახოდუ". ომისთვის წინასწარი მომზადება არ მომხდარა (არც საფორთიფიკაციო, არც ევაკუაციის გეგმა და არც სხვა სახის).

- ცენტრალური მართვა იყო დეცენტრალიზებული, ანუ ჰეზბოლას არ გააჩნდა ე.წ. "გრავიტაციის ძირითადი წერტილი". რამაც 0 -ზე დაიყვანა ისრაელის არმიის მცდელობა დაერღვიათ ჰეზბოლას დანაყოფების ცენტრალური მართვა. ცალკე აღებული დანაყოფი იმართებოდა ადგილზე და კონკრეტული, წინასწარ დამუშავებული გეგმის მიხედვით.
მაგალითად: ალყაში მოქცეული დანაყოფი დახმარებას იღებდა მეზობელი დანაყოფისგან არა ბრძანების საფუძველზე, არამედ შექმნილი ვითარების შესაბამისად, საველე მეთაური თვითონ იღებდა გადაწყვეტილებას რა გაეკეთებინა, ამიტომ არ დაფიქსირებულა დანეულობის და პანიკის არცერთი შემთხვევა. რისთვისაც ემზადებოდნენ ის რეალობა როცა დადგა, თავს სავსებით ნორმალურად გრძნობდნენ.


07.08.2008 ის რეალობა: მართვა იყო ცენტრალიზირებული და მისი მორღვევის შედეგად [რა ეკეთებინათ საშუალო და დაბალ რგოლში უკვე აღარ იცოდნენ] დაიწყო ქაოსი დანაყოფებში და სიტუაცია უმართავი გახდა. რეზერვს საერთოდ არ ყავდა მეთაურობა და არ გააჩნდა არანაირი გეგმა.

- უმაღლეს დონეზე იყო დაყენებული კავშირი არტილერიასთან. რის გამოც არტილერიის დიდი ნაწილი ორგანიზებულად მუშაობდა ომის ბოლომდე (გარდა ამისა, ყველა დანადგარის გათვლამ იცოდა საით და რამდენი უნდა ესროლა) და ეს მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი სუპერთანამედროვე მეთოდებით ებრძოდა. გამოყენებული იქნა "მომთაბარე გათვლების ტაქტიკა", ანუ დანადგარი ადგილზე იყო და გათვლა დარბოდა აქეთ-იქით. გამოიყენებოდა ცრუდანადგარები და შენიღბვა იყო მაქსიმალურად კარგი. თუმცა 4000 რაკეტიდან მხოლოდ 900 მოხვდა მიზანს.

- ჰეზბოლას მეომრები ბოლომდე ცდილობდნენ ბრძოლის ველიდან გაეყვანათ არა მხოლოდ დაჭრილები, არამედ გვამებიც. რის გამოც ცაჰალის დამატებითი სიმპათია დაიმსახურეს.

07.08.2008 ის რეალობა: გვამების ნაწილი მიატოვეს და არც უცდიათ გამოტანა. მაგ.: IV ბრიგადამ მიატოვა დუბოვაია როშაში მოკლული 23 თანამებრძოლის გვამი, არადა უპრობლემოდ შეეძლოთ გამოყვანა. გვამების გამოყვანა არც ომის დასრულების შემდეგ უცდიათ, რის გამოც რუსები გაკვირვებულები იყვნენ.

- ჰეზბოლა იბრძოდა უკიდურესი გააფთრებით და არ ტოვებდა დასახლებულ პუნქტებს.
მაგ.: დაბა ბინტ ჯბელის დაკავებისას ცახალმა გაანადგურა ადგილობრივი დანაყოფის 70%, მაგრამ ვერ შეძლო დაბის კონტროლი. გადარჩენილები აგრძელებდნენ წინააღმდეგობას და განუწყვეტლივ იღებდნენ დახმარებას მეზობელი დანაყოფებისგან. ამ ოპერაციის დროს დღითიდღე იზრდებოდა ცაჰალის დანაკარგები.


07.08.2008 ის რეალობა: არმიამ უომრად მიატოვა როგორც ლიახვის, ასევე ფრონეს ხეობის ყველა ქართული სოფელი (რომლებიც იდეალურ ადგილას არიან თავდაცვისთვის). არ მომხდარა მოსახლეობის ევაკუაცია სახელმწიფოს მიერ.

- ჰეზბოლას მეომრები ცდილობდნენ რაც შეიძლება ახლოს მისულიყვნენ ცაჰალის ჯარისკაცებთან და ბრძოლა ხშირად 50-80 მეტრზე მიდიოდა. რაც გამორიცხავდა ისრაელის ავიაციის ზემოქმედებას.

07.08.2008 ის რეალობა: ჩვენთან პირიქით იყო, შემთხვევით წარმოქმნილ ეპიზოდებს (ხრულიოვის კოლონა, ხეითის ჩასაფრება, სამშვიდობოების კოლონასთან შეფეთება, შინდისი) თუ არ ჩავთვლით, ბრძოლა იყო დისტანციური და რუსული ავიაცია თავისუფლად მუშაობდა.

- ჰეზბოლას დანაყოფის სიდიდე იყო 50 კაცამდე, ხშირად მოქმედებდნენ 12-20 კაციანი ჯგუფებით. ტანკსაწინააღმდეგო რაზმში იყო 6-8 კაცი, რომლებიც ძირითადად მუშაობდნენ ღამით 1,5-2 კმ დისტანაციაზე. ძველი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები (მალიუტკები) გამოიყენებოდა შენობებში მყოფი ცაჰალის ჯარისკაცების წინააღმდეგ.

07.08.2008 ის რეალობა: 9-10 აგვისტოს ისე აირივნენ ჩვენები, ხშირ შემთხვევაში სახელდახელოდ იქმნებოდა სპონტანური დანაყოფები. ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს (ფაგოტის ტიპის) საერთოდ არ უმუშავნიათ.

- თავდაცვის ზღუდეზე გამოიყენებოდა ასეთი ტაქტიკური გადაწყვეტილება: ჰეზბოლას დანაყოფები ძლიერ ცეცხლს უხსნიდნენ ცაჰალს და იხევდნენ უკან, ოღონდ ნაღმავდნენ მიტოვებულ პოზიციებს და ბილიკებს. ამ დროს და ზოგადად ომისას ინტენსიურად გამოიყენებოდა დაბალკალიბრიანი (50-60 მმ) ნაღმმტყროცნების ცეცხლი.

07.08.2008 ის რეალობა: ჩვენები უკან იხევდნენ (ანუ გარბოდნენ) ჯიგრულად და რუსები არსად არ შეფერხებულან გზაზე ნაღმების, სნაიპერების, ან არტილერიის გამო (მხოლოდ ხეითთან გახსნა ცეცხლი ჩვენმა არტილერიამ). ღამით მშვიდად და წყნარად ეძინათ მინდორში, არავის არ შეუწუხებია კოღოების გარდა ...

ისრაელმა დაკარგა 50 -მდე ტანკი და 20 ბმპ-ბტრ. ოპერაციაში მონაწილე 400 თანამედროვე მერკავიდან ააფეთქეს 18. ძირითადად პტურებით კონკრუსი, მეტისი და რპგ-29. ჩამოაგდეს 2 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი.

ჰეზბოლას სუსტი მხარეები: მცირე რაოდენობით ტყვიამფრქვევები (რაც ცაჰალს ქვეითებს მანევრის საშუალებას აძლევდა), თითქმის არ გამოიყენებოდა სნაიპერული ცეცხლი. ტყვიით დაიღუპა ცაჰალის 10 ჯარისკაცი (120 დან). ჰეზბოლამ დაკარგა დაახლ. 250 მეომარი. ლიბანის არმიამ და პოლიციამ 43 (ძირითადად დაბომბვების შედეგად).

ომის დეტალური ქრონოლოგია
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A5%D1% ... D0%B0_2006

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%91%D0% ... 0%BB%D1%8C

Image
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 11 Jun 2013 12:15

diversanti

diversanti wrote:საიდან ფინანსდებიან?


იარაღით ირანიდან და სირიიდან. თუმცა მე მგონია რომ თვითდაფინანსების (ანუ ფულის მასის) წილი გაცილებით დიდია, მასეთი ხალხი სხვებს არ უყურებს ხელში, ლუკმას იკლებს და საერთო საქმეს ახმარს.

diversanti wrote:რეგულარული ნაწილი კონტრაქტზეა თუ სავალდებულო გაწვევის გეგმა აქვთ?


რეგულარები როგორც ჩანს კონტრაქტზეა არიან და დანარჩენები მოხალისეები არიან. სავალდებულო გაწვევა არ არსებობს, რა ჯანდაბად უნდათ ომის დროს უსარგებლო ხალხის შენახვა?

diversanti wrote:სამეთაურო რგოლის სტრუქტურა.


სტრატეგიას შტაბიდან განსაზღვრავენ და ბრძოლის დროს საველე მეთაურზეა დამოკიდებული ყველაფერი - სრულიად ავტონომიურია.

diversanti wrote:სად გადიან სამხედრო მზადებას? სად დააგროვეს საბრძოლო ცოდნა? მართო პრაქტიკით თუ რომელიმე ნორმალურ სამხედრო სასწავლებლებზე წვდომა აქვთ?


ნაწილმა ირანში გაიარა.
ლიბანის სამოქალაქო ომში.
სასწავლებელი რათ უნდათ? მასეთ ხალხს ტყეშიც კარგად მოამზადებ.

diversanti wrote:და მთავარი რისი სწავლა შეგვიძლია მათგან?


ბევრი რამის ... :)

მაგრამ დარწმუნებული ვარ თავდაცვაში 95% -მა არც იცის ჰეზბოლა რა არის ... ანალიზზე და ა.შ. არც მაქვს საუბარი ...

arcivi9

arcivi9 wrote:ჩვენ რომ "ჰეზბოლასნაირი" ხალხი გვყოლოდა ვითომ შევძლებდით 2008-ში ცოტა უკეთესი წინააღმდეგობის გაწევას?


10.000 ჰეზბოლა, რომელიც 6 წლის მანძილზე მოამზადებდა ლიახვის და ფრონეს ხეობებს და ექნებოდა ის იარაღი, რაც ჩვენს არმიას ჰქონდა, იმ 56-ე არმიას მაგ ხეობაშივე ჩამარხავდა თავის მეთაურიანად. მერე რა მოხდებოდა არ ვიცი ...

arcivi9 wrote:შიიტურ-სუნიტ ნიადაგზე როგორც გავიგე ხომ?


არა ... ერთი სირიის არმიას ეხმარება და მეორე FSA-ს. იმარატი სუნიტური არ არის, ვაჰაბიტები არიან.

"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
მურზაყან
ფორუმელი
Posts: 722
Joined: 12 May 2009 23:38

Re: ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Postby მურზაყან » 11 Jun 2013 14:11

Avaza
კი, მასეა.
ოღონდ ერთი ორ რაღაცას შევასწორებ, რაც ისედაც იცი. უბრალოდ დამატებაა საჭირო.
Avaza wrote: მართვა იყო ცენტრალიზირებული და მისი მორღვევის შედეგად [რა ეკეთებინათ საშუალო და დაბალ რგოლში უკვე აღარ იცოდნენ] დაიწყო ქაოსი დანაყოფებში და სიტუაცია უმართავი გახდა. რეზერვს საერთოდ არ ყავდა მეთაურობა და არ გააჩნდა არანაირი გეგმა.

აქ უნდა ითქვას, რომ მართვა სამეთურო პუნქტებზე დარტყმების ან კავშირის შეუძლებლობის გამო კი არ დაირღვა. არამედ იმიტომ, რომ ზემოთ უბრალოდ არ იცოდენენ რა ექნათ.

თან ამ ზემოთში უბრალოდ სამხედროებს ვგულისხმობ. იმიტომ, რომ სულ ზემოთა ეშელონზე ყოველდღიურად მიძლიერდება ეჭვი, რომ იმათ მშვენივრად იცოდნენ რა უნდოდათ და დაახლოებით ის გაკეთეს, რასაც მათგან ითხოვდნენ.

სხვა ახსნა უბრალოდ არ მიჩერდება თავში, იმდენად არალოგიკური იყო ეს ყველაფერი.

User avatar
მურზაყან
ფორუმელი
Posts: 722
Joined: 12 May 2009 23:38

Re: ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Postby მურზაყან » 11 Jun 2013 14:13

Avaza wrote:არა ... ერთი სირიის არმიას ეხმარება და მეორე FSA-ს. იმარატი სუნიტური არ არის, ვაჰაბიტები არიან.


ვახაბიზმი სუნიტური მიმდინარეობაა. ასე ვთქვათ "მინარევებისგან" გაწმენდილი სუნიზმი.

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 11 Jun 2013 14:40

მურზაყან

მურზაყან wrote:არამედ იმიტომ, რომ ზემოთ უბრალოდ არ იცოდენენ რა ექნათ.


+1 და არმიამ არ აითვისა ბოლო თაობის ჰარისები. დაეზარათ თუ რატომ, არ ვიცი.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

diversanti
ფორუმელი
Posts: 223
Joined: 10 Apr 2009 23:52

Re: ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების არმია

Postby diversanti » 11 Jun 2013 18:21

Avaza
მშვენიერი ანალიზია
Avaza wrote:გამოყენებული იქნა "მომთაბარე გათვლების ტაქტიკა", ანუ დანადგარი ადგილზე იყო და გათვლა დარბოდა აქეთ-იქით.


ოღონდ ეს ვერ გავიგე რას ნიშნავს?

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 12 Jun 2013 12:49

diversanti

diversanti wrote:ოღონდ ეს ვერ გავიგე რას ნიშნავს?


რამდენიმე დანადგარს სამოქალაქო ფორმაში გადაცმული ერთი გათვლა ემსახურებოდა. გადაადგილების დროს დემასკირება რომ არ მომხდარიყო (ომის დროს ჰაერში ისრაელის ავიაცია და უპილოტოები ბატონობდნენ) წინასწარ მოამზადეს პოზიციები. ისროდნენ მიწიდან, შენობის სარდაფებიდან, კლდეების ნაპრალებიდან და ა.შ.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 12 Jun 2013 15:11

საყურადღებოა რომ ჰეზბოლას სირიის ომში ღად ჩართვის შემდეგ დაეძაბა სიტუაცია ლიბანში, სუნიტების ფორმირებებმა რამდენიმე თავდასხმა მოაწყვეს ჰეზბოლას მიერ კოტროლირებად რაიონებზე (ბეირუთში და სხვაგანაც) რასაც 15 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. არც FSA -ა ჩამორჩა და სარაკეტო იერიში მიიტანა ჰეზბოლას დაბებზე და სოფლებზე ლიბანის ტერიტორიაზე, რასაც ასევე მოჰყვა მსხვერპლი.

პროირანული ჰეზბოლა ფეხებში ებლანდება ლიბანელ სუნიტებს, FSA-ს და ისრაელს. ეს სამი ჩუმად რომ გარიგდეს, არ არის გამორიცხული ლიბანში ხელახლა სცადონ ჰეზბოლას მოსპობა, ოღონდ ძირითადად ლიბანელების ხელით და ებრაული ავიაციით. ეს სცენარი არ არის გამოსარიცხი, რადგან ისრაელთან სწორედ ჰეზბოლა ძაბავს სიტუაციას და ლიბანელებს არ აწყობთ. თუ ლიბანში სიტუაცია ძალიან დაიძაბება (FSA-ს თხოვნით შეიძლება უფრო გააქტიურდნენ სუნიტები) მაშინ ჰეზბოლას მოუწევს სირიიდან დანაყოფების უკან გამოწვევა.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 12 Jun 2013 15:55

მურზაყან wrote:კაცო, აქ სხვა პოსტებიც არ იყო?


მე არ მინახია და რა პოსტები?

Image

"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)