Page 13 of 17

Posted: 17 Sep 2012 12:29
by Avaza
აფრიკის კავშირის ჯარები (უგანდა, კენია, ბურუნდი) და სომალის არმია უტევს ალ-შაბაბს ქალაქ აფმადოუსთან. ბოლო თვის მანძილზე ხელიდან ხელში ორჯერ გადავიდა ეგ ქალაქი.

აგვისტო



მაისი, აფმადოუს იერიში


Posted: 17 Sep 2012 12:47
by Avaza
სამხრეთ სუდანის არმიამ ღამის რეიდის დროს შეცდომით ჩაძირა საკუთარი საბრძოლო კატარღა, მოკლულია 10 და დაკარგულია 50 ჯარისკაცი ... SPLA -ს ჯარისკაცებმა კატარღა სუდანის არმიის კატარღად ჩათვალეს და ცეცხლი გაუხსნეს.

http://af.reuters.com/article/topNews/i ... 2I20120916

Posted: 17 Sep 2012 17:45
by Avaza
სომალი. ბოლო დღეების შეტაკებებისას კენიის და სომალის არმიებმა (ამისომი) დაიკავეს ქალაქები Birta Dheer და Biibi. ალ შაბაბმა დაიხია საპორტო ქალაქ კიშმაიოსკენ, რომელიც ალ შაბაბის ჯამაათის დედაქალაქია.

http://www.garoweonline.com/artman2/pub ... mayo.shtml

http://allpunttland.com/warar/mogadishu ... e-12-30pm/

---------

ამისომის ოფიციალური ფოტოგვერდი ფლიკრზე

http://www.flickr.com/photos/au_unistphotostream/sets/

Re: აფრიკის რეგიონი - არმია, კონფლიქტები, მოვლენები

Posted: 21 Sep 2012 14:12
by მურზაყან
პაატა, ის ნკუნდა რო იყო, იმას როგორ ერგება ეს ხალხი? :)

შაშკინთან საბაზროდ და ჩვენი სამხედრო პროდუქციის სანახავადაა ჩამოსული რუანდის გენშტაბის უმფროსი გენერალ-ლეიტენანტი ჩარლზ კაიონგა.
https://www.facebook.com/photo.php?fbid ... =1&theater

Posted: 21 Sep 2012 15:09
by Avaza
მურზაყან

ადრე ვიძახდი აფრიკა უნდა დავაინტერესოთ თქო ...

სამხრეთ სუდანზე და უგანდაზე არის ინტენსიურად სამუშაო, ფული ოხრად აქვთ, ექსტრემისტები არ არიან, თან მამენტ ბევრი არაფრის აზრზე არ არიან ... და თან აშშ უჭერს მხარს :)

Image

http://www.mod.gov.ge/ge/news/1538

იმედია მერე აზერბაიჯანში არ წავიდნენ ... :)

Re: აფრიკის რეგიონი - არმია, კონფლიქტები, მოვლენები

Posted: 21 Sep 2012 15:15
by მურზაყან
Avaza
ისე, გასაკვირი არ იქნება, მართლა ბაც და რო იყოდონ რამე!

Posted: 21 Sep 2012 15:20
by Avaza
მურზაყან

მურზაყან wrote:ისე, გასაკვირი არ იქნება, მართლა ბაც და რო იყოდონ რამე!


სულაც დემპინგურ ფასში უნდა მისცე ... გაბაზრდება იარაღის ახალი არხიაო და სხვებიც გამოჩნდებიან.

- 120, 82, 60, 50 მმ ნაღმმტყროცნები
- RPG-7 და ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო გასროლები
- ნაღმები და ხელყუმბარები
- ქვეითის ეკიპირება

რატომაც არა? გაზრდილი რესურსით და მოდერნიზებული ...

პ.ს. საიტი სჭირდება დელტას რა ... უსაიტოდ ძნელია ... გაცილებით წინ წაიგდებენ საქმეს. სამხედრო მწარმოებლების საიტებს რომ ვნახულობ, მე მინდება ყიდვა და ამათ რა მოუვათ ... :)

Re: აფრიკის რეგიონი - არმია, კონფლიქტები, მოვლენები

Posted: 21 Sep 2012 15:24
by მურზაყან
Avaza
კი კი, მართლა უნდა ქნან ეგრე.
Avaza wrote:სულაც დემპინგურ ფასში უნდა მისცე ... გაბაზრდება იარაღის ახალი არხიაო და სხვებიც გამოჩნდებიან.

ჯერ ერთი რუსები გასკდებიან ჭიჭინაზე.
მეორეც, როგორც ჩანს დაგვიპყრობენ ეგენი ჩვენ ახლო მომავალში და ბარემ სათქმელად გვექნება მერე, აი რა მაგარი ქვეყანა ვიყავით, იარაღსაც კი ვყიდიდითო! :D

Re: აფრიკის რეგიონი - არმია, კონფლიქტები, მოვლენები

Posted: 21 Sep 2012 16:42
by Avaza
მურზაყან wrote:როგორც ჩანს დაგვიპყრობენ ეგენი ჩვენ ახლო მომავალში და ბარემ სათქმელად გვექნება მერე, აი რა მაგარი ქვეყანა ვიყავით, იარაღსაც კი ვყიდიდითო!


:lol:

როგორც ჩინელები იწყევლებიან: "საინტერესო დროში გეცხოვორსო!"

Re: აფრიკის რეგიონი - არმია, კონფლიქტები, მოვლენები

Posted: 21 Sep 2012 20:54
by ზარაზა
მურზაყან wrote:როგორც ჩანს დაგვიპყრობენ ეგენი ჩვენ ახლო მომავალში

აბა ერთი ჰკითხე, ბებო თუ ჰყავთ???

Re: აფრიკის რეგიონი - არმია, კონფლიქტები, მოვლენები

Posted: 23 Sep 2012 23:51
by მურზაყან
ზარაზა
ზარაზა wrote:აბა ერთი ჰკითხე, ბებო თუ ჰყავთ???

ვისა? რუსებსა?

აბა ბებო იმათა ყავთ თუ ყავთ!

Posted: 24 Sep 2012 10:37
by Avaza
კენიელი ჯარისკაცები ალ-შაბაბის დედაქალაქ კიშმაიოს მახლობლად ...





ბურუნდის არმიის ჯარისკაცები განთავისუფლებულ დაბასთან


Posted: 03 Oct 2012 15:58
by Avaza
კენიის და სომალის არმიის ჯარისკაცებმა დაიკავეს კიშმაიოს რამდენიმე რაიონი.

http://www.garoweonline.com/artman2/pub ... mayo.shtml

--------

უგანდის არმიის 3 Mi-24 დაილეწა კენიის მთებში. 28 ჯარისკაციდან ნაპოვნი და გადარჩენილია 7. ვერტმფრენები მიდიოდნენ სომალისკენ, სადაც მხარი უნდა დაერჭირათ ამისომის შეტევისთვის, მაგრამ ცუდი მეტეოპირობების და პილოტების გამოუცდელობის გამო კენიაში მთებს შეასკდნენ და ჩამოვარდნენ

ვერტმფრენები ტოვებენ უგანდას ... კარგად ჩანს ვერტმფრენი ნომერი 3 ...



Image

Image

Posted: 05 Oct 2012 09:47
by Avaza
უფლის წინააღმდეგობის არმიის (LRA) ფანატიკოსებმა მოიტაცეს 55 სამოქალაქო პირი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის აღმოსავლეთით მდებარე ორი სოფლიდან. რეიდის დროს დაიჭრა 15 სამოქალაქო.
უგანიდის არმიას და აშშ-ს სპეციალური ძალების დაჯგუფებას, რომლებიც დასდევენ LRA -ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ადგილობრივმა ჟანდარმერიამ განაცხადა რომ არ გააჩნია მანქანები, ამიტომ დევნას ვერ ანხორციელებენ.

http://www.reuters.com/article/2012/09/ ... J920120903

------

დეტალური ინფორმაცია LRA -ს ტერორის შესახებ იხილეთ აქ:

http://www.lracrisistracker.com/

Posted: 05 Oct 2012 12:01
by Avaza
კიშმაიოს კენიის და სომალის არმიები აკონტროლებენ. ალ-შაბაბი აორთქლდა ...