ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

არმიები, ტაქტიკა, შეიარაღება, კონფლიქტები, რეზერვი, სამოქალაქო თავდაცვა.
axsartag
ფორუმელი
Posts: 37
Joined: 09 Nov 2012 11:49

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby axsartag » 15 Nov 2012 19:34

ის რაც ელემენტარულია მე იმას ვამბობ რა შუაშია მცდარი აზრი.

ტექნიკური მახასიათებლებიც საკმაოდ კარგად ვიცი. ახალი რაც გამოდის სხვათაშორის ვეძებ ბევრ რაღაცას.
რატომაა მცდარი აზრი მე რაც ვთქვი იქნებ დამისაბუთო?
არაა საჭირო იარაღის ხელში გეჭიროს რომ მიხვდე კარგია თუ ცუდი.
ტექნიკურ დახასიატებას გაეცანი, ექსპერტების აზრი მოისმინე. არამარტო ერთი მხრის მეორისაც და დასკვნა გააკეთე. ერთმნიშვნელოვნად არ ვამბობ ეს ცუდია ის კარგია.

M-4 ინტენსიური სროლისას მალე ჭედავს. სამაგიეროდ უფრო ზუსტია. მაგრამ ქართული ჯარისთვის იმიტომ არ ვარგა რომ ფაქიზია. ამის თქმა მინდოდა. ანუ ჩვენთვის არაა.

ხოდა ამიტომაც შემოვიტანე იდეა კომპრომისული ვარიანტის რომელიცაა GALIL ACE გაეცანი მონაცემებს იქნებ აზრი შეიცვალო? თან დიზაინსაც დააკვირდი. მე რატომღაც ძალიან მომეწონა.

User avatar
ლებუ
ფორუმელი
Posts: 518
Joined: 31 Oct 2009 14:20
Location: საქართველო

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby ლებუ » 15 Nov 2012 23:44

axsartag
თუ იარაღზე მსჯელობა გინდა თავად უნდა მოიყვანო რეალური არგუმენტები თუ რით ჯობია სხვას და რატომ იქნება ჩვენთვის უკეთესი, რასაც ახლა წერ ძალიან არასერიოზულია.
Si Vis Pacem, Para Bellum
„თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ“ (დავით IV აღმაშენებელი)
† ძმათა საფლავზე, ჩვენ აქ ვწევართ... ვალმოხდილები. †

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby NAZGHA » 16 Nov 2012 09:35

axsartag wrote:დოჯები ქართულ არმიას რომ მიცეს ახალი მანქანები იყო?

არ იყო ახლები, მაგრამ ნეტა ბევრი მოგვცენ თუნდაც მეორადი შეიარაღება, რა პრობლემაა. მადლობა მაინც.
axsartag wrote:კარავი იარაღია?

კარავი იარაღი არაა, მაგრამ შენ მოყვანილ აქსიომას კარგი რომ იყოს ჩვენ მოგვცემდნენო ეჭქვეშაყენებს.
axsartag wrote:აგვისტოს ომში საქართველოს არმია რა იარაღით ომობდა?

რაც ქონდათ ათვისებული იმ იარაღით.
axsartag wrote:არ გგონია რომ სამხედროების ხარჯზე მაგარი ,,მაყუთი მოჭრეს,, როცა M-4 ები მიიღეს შეიარაღებაში?

საიდან უნდა ვიცოდე "მაყუთი" მოიჭრა თუ რა, არ ვარ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის საქმეებში ჩახედული და ჰაერზე ხომ არ ვილაპარკებ.
axsartag wrote:და ბოლოს შენ როგორც რიგით ადამიანს მოგწონს საქართველოს არმიის სტრუქტურა?

ჩემ მოწონება არ მოწონებას ნაკლები აზრი აქვს, მითუმეტეს მაგის ფორუმზე დაწერას.

მცდარი ინფორმაციის გავრცელებაა როცა მალაიზიურ მ4ზე ლაპარაკობ რომელიც ჩვენ მ4 ებთან არანაირ შეხებაში არაა, ასევე რიგითი ჯარისკაცის მონაყოლზე(90%-ის რო კითხო სვდ უზუსტესი სნაიპერული იარაღიაო გეტყვიან) დაყრდნობით ამტკიცებ რომ მ4 მაგარი ჭედილა იარაღია და ასე შემდეგ.

აქ არ მიდის ისეთი საუბარი რომლისგანაც ან რამე ახალს გავიგებ ან სხვა გაიგებს ახალს და ისწავლის, თემა ოფდება.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
shakakoy
ფორუმელი
Posts: 1308
Joined: 13 Aug 2009 15:52
Location: ხარაგაული - თბილისი
Contact:

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby shakakoy » 16 Nov 2012 10:37

axsartag
NAZGHA
shakakoy


ახალი ყველაფერი კარგია, მაგრამ ყველაფერს აქვს რაციონალურობის საზღვარი, რომლის იქით აზრი ეკარგება.
ეგეთი საკითხია ახლა ზუსტად იარაღის შეცვლის საკითხიც, ჩვენი არმიისთვის.

თემიდან გადახვედით ძალიან შორს, სად იარაღის განხილვა და სად მეორადი კარვები!
თვალს ნუ გაახელ, დემოკრატია არ დააფრთხო!

axsartag
ფორუმელი
Posts: 37
Joined: 09 Nov 2012 11:49

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby axsartag » 16 Nov 2012 14:27

მეც მაგას არ ვამბობ მე მინდოდა Galil ace განხილულიყო თორე რაც მოგვცეს ის კი არა.

მე ხალხის აზრი მაინტერესებს რა იარაღი იქნებოდა და ისინი რომელ იარაღს ისურვებდნენ ენახათ საქართველოს არიის შეიარაღებაში (ოღონდ რაც შესაძლებელია) HK-416 და G-36 კი არა, რისი შესყიდვის რეალური შანსი არსებობს იმ ავტომატებზე მაქ ლაპარაკი.

კომპრომისული ვარიანტი მე შევარჩიე და მაინტერესებდა რა აზრის იქნებოდა ხალხი. ერთი კალიბრის ავტომატი არ ჯობია რომ იყოს ჯარში ვიდრე სამი? ჩემი აზრით ეგეთი არც ნაჩუქარი გვინდა და არც ნაყიდი. გამოსავალს ასე ვხედავ მე. რამოდენიმე ტიპის შაშხანა შეიძინონ, ჩაუტარონ გამოცდა ყველას და ოპრიმალური შეარჩიონ აი ასე უნდა მიიღო შაშხანა შეიარაღებაში და არა ისე ასრენალში აჩვენეს ადრე 5X56 ტყვია უფრო ძლიერია ვიდრე 7X62 იო იმიტომ რომ გამტანობა მეტი აქვსო.

ის კი ნამდვილად ქართული სენია რაც გვაქვს ყველაფერი კარგია. რაც გვაჩუქეს კიდე გვაჩუქონ და კაია. წესიერი ქვეყანა სხვისი ხელის შემყურე არ უნდა იყოს.

საკუთარი აზრი ხო უნდა გქონდეს არა? მე არცერტი არ მინდა და არ უნდა მიწყვიტავდეს და არ უნდა ვუყურებდე ხელში სხვას.

სამხედრო ბიუჯეტი იმხელა იყო წესიერ შეიარაღებას იყიდიდნენ მაგრამ არა იყიდეს პრადოს ჯიპები.

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 16 Nov 2012 20:24

მურზაყან

ჩვენი ტკივილი ... :)

FN FAL 7,62X51

Image

Image
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
SANDRO
ფორუმელი
Posts: 837
Joined: 28 Aug 2010 22:30
Location: GEORGIA,TBILISI

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby SANDRO » 18 Nov 2012 14:55

Avaza
არამარტო :) სურათზე სა58ია ფალის მოდერნიზირებული ვარიანტი :)
უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი – ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა – ვისგან შევძრწუნდე?
ფსალმუნი 27:1


სამშობლოს არვის წავართმევთ,
ნურც ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება.

User avatar
მურზაყან
ფორუმელი
Posts: 722
Joined: 12 May 2009 23:38

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby მურზაყან » 18 Nov 2012 21:53

Avaza
Avaza wrote:ჩვენი ტკივილი ... :)

FN FAL 7,62X51

მისმინე.
ჭკვიანი კაცი ხარ და.. :)
მოკლედ, იქნებ ამ იარაღის უპირატესობათა ვერბალიზაცია მოახერხო.
ძალიან მომწონს.

იარაღი იარაღია და კალაშას ისე მშვენივრად იხმარ კაცი, რომ შენი მოწონებული. მარა ამ იარაღს რაღაც სხვა აქვს.

აი სერიოზული ვიდი აქვს და რაც გინდა თქვი.

User avatar
მურზაყან
ფორუმელი
Posts: 722
Joined: 12 May 2009 23:38

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby მურზაყან » 18 Nov 2012 22:05

axsartag
ახლა რაშია საქმე. რასაც გეტყვი, მაინცდამაინც შენი კრიტიკა არაა, უფრო საერთო ლაი ლაია, მოკლედ, როგორც გინდა:

1. ამ კალაშა ვს M -ს ბაზარს ხალხი უკვე "უხსოვარი დროიდან" იყენებს საკუთარი, ფრიად სუბტილური და ღრმადფილოსოფიური შიდა სამყაროს გარეთ გამოსაფენად, სამხედრო საკითხებში დიდი ცოდნის გამოსავლენად და ოპონენტებისთვის ქოქოლის და სიცილაკების დასაყრელად.
ეს უკვე თავისთავად არის ღრმად უაზრო საქმიანობა.

2. რახან ეს კამათი ნაკლებადაა ობიექტური და ძირითადად მოკამათის (გეო)პოლიტიკურ და ესთეტიურ მიდრეკილებებს უფრო ავლენს, იგი, როგორც წესი გამწარებული ჩხუბით და ბიჭო შე ასეთო და ისეთოთი მთავრდება.

3. რეალურად ეს საკითხი არაა მნიშვნელოვანი. 1950 წლიდან ნაწარმოები ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღი გამოგვადგება ჯარში ისე, რომ დიდად ვერაფერს შეცვლის, ერთია თუ მეორე.

......

არის გაცილებით უფრო სერიოზული საკითხები, რომელთა ცოდნა და შესწავლა მილინჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ავტომატი ჯობია იმ მავტომატს.
რაც უფრო მალე ხვდება ჩვენი ძმა ამას და ხედავს იმ მნიშვნელოვან საკითხებს. რაც უფრო მალე იწყებს იმის მიხვედრას, რომ ზოგჯერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და მისი ბოლო ამოსუნთქვამდე დაცვა სრულიად ზედმეტი მოვლენაა, მით მეტია შანსი, რომ ამ ადამიანს მებრძოლის გული აქვს. :)

axsartag
ფორუმელი
Posts: 37
Joined: 09 Nov 2012 11:49

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby axsartag » 19 Nov 2012 11:08

მე უბრალოდ ახალი იარაღი მინდა საქართველოს არმიაში, განა ეს ცუდია? არ მომწონს ქართულ შეიარაღებაში რომ 3 კალიბრის შაშხანაა. ჯანდაბას სულ M-4 იყოს აღარ ვჩივი. თანამედროვე შაშხანა მინდა მეტი არაფერი. სამომავლოდ ადრე თუ გვიან ჩანაცვლდება რაღაცით.

მე ის მაბრაზებს რასაც გვჩუქნიან ყველაფერი კაიაო, რატო F-15 არ გვჩუქნიან ანდა აპაჩი ლონგბოუს? ორივე ათ-ათი ცალი კარგი იქნებოდა, ოღონდ იმის რემონტის და ექსპლუატაციის ხარჯებიც მაგათმა გასწიონ. აი მაშინ დამაჯერებს რომ ამერიკა ჩვენი დიდი მეგობარია. :):):) ტყუილს ვამბობ? :):):)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 19 Nov 2012 21:36

მურზაყან

მურზაყან wrote:მოკლედ, იქნებ ამ იარაღის უპირატესობათა ვერბალიზაცია მოახერხო.


80 ქვეყნის არმიის შეიარაღებაში იყო ... 12 ქვეყანა ლიცენზიით უშვებდა ... აფრიკაში ნიგერასაკები იყენებენ (ანუ საიმედო და გამძლეა). ბელგიისნაირი პატარა ქვეყნისთვის ფანტასტიური შედეგია. ძალიან კარგი რომ არ ყოფილიყო, ასე არ მოედებოდა ... ამბობენ არ გაამართლა ისრაელის არმიაშიო, ხშირად ჭედავდაო (უდაბნოში) ..

В целом винтовки серии FAL стоят в ряду лучших образцов своего времени. Они были удобны в обращении и обслуживании, достаточно надежны, обладали хорошей эффективностью в самозарядном режиме. К недостаткам этих винтовок можно отнести довольно большую общую длину, малую эффективность автоматического огня и чувствительность к засорению мелким песком и пылью, выявленную в Израиле в ходе арабо - израильской войны 1973 года.

მას მერე გააუმჯობესეს ... :)





მურზაყან wrote:ძალიან მომწონს.


მეც მაგრად მომწონს :)

ეხლა ამათ უშვებს FN Herstal -ი ... ესენიც მაგრებია ...

http://www.fnherstal.com/index.php?id=182

მურზაყან wrote:იარაღი იარაღია და კალაშას ისე მშვენივრად იხმარ კაცი, რომ შენი მოწონებული


რაზეა საუბარი ... ფასი-ხარისხი-საიმედოობით AK მსოფლიოში პირველია.

პ.ს. მე ჩვენს არმიას არც გადავიყვანდი სხვა ავტომატზე ... მხოლოდ SVD-ს ჩავანაცვლებდი სხვა შარფშუთერული იარაღით.

მხოლოდ სპეცრაზმებს ექნებოდათ ნავაროჩენი M-4 -ები, HK 416, მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევები და მისთანები ...
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

axsartag
ფორუმელი
Posts: 37
Joined: 09 Nov 2012 11:49

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby axsartag » 19 Nov 2012 21:43

M-24 ზე რას იტყვით სვდ-ს კარგად არ ჩაანაცვლებს? :) რატომღაც მაგ იარაღზე მაბოდებს. არაფერი ზედმეტი კოხტა მსუბუქი სანიპერული შაშხანა :):):)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 19 Nov 2012 21:49

axsartag wrote:M-24 ზე რას იტყვით სვდ-ს კარგად არ ჩაანაცვლებს?


ეს უფრო სნაიპერის იარაღია და ჩუბინს (შარფშუთერი) ამ სტილის იარაღი უფრო წაადგება ... იორღა და მუშა ... ქვეითის გრძელი ხელი ... მაგ.: LMT L129A1 rifle

Image
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

axsartag
ფორუმელი
Posts: 37
Joined: 09 Nov 2012 11:49

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby axsartag » 19 Nov 2012 21:53

კი კაია. ისე რამდენადაც ვიცი M14 ს იყენებენ დღემდე საზღვაო ქვეითები ამერიკის ჯარში სვდს პონში :):):) მაგარი ზუსტიაო ამბობენ ტან 7.62X51 ნატოს სტანდარტია. ისე გვინდა არ გვინდა სვდ ც ხო სანიპერული შაშხანაა? :):):) Brugger & Thomet APR 308 ადრე ამ იარაღს მოვკარი თვალი სამხედრო გამოფენაზე და რამდენად მასიურია ხო არ იცით ქარტულ არმიაში?

User avatar
ლებუ
ფორუმელი
Posts: 518
Joined: 31 Oct 2009 14:20
Location: საქართველო

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby ლებუ » 20 Nov 2012 00:28

axsartag wrote:M-24 ზე რას იტყვით სვდ-ს კარგად არ ჩაანაცვლებს? :) რატომღაც მაგ იარაღზე მაბოდებს. არაფერი ზედმეტი კოხტა მსუბუქი სანიპერული შაშხანა :):):)

რა ლოგიკით ადარებ მექანიკურ და ნახევრად ავტომატურ შაშხანებს? როგორ უნდა ჩაანაცვლოს ერთმა მეორე?
Si Vis Pacem, Para Bellum
„თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ“ (დავით IV აღმაშენებელი)
† ძმათა საფლავზე, ჩვენ აქ ვწევართ... ვალმოხდილები. †