ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

არმიები, ტაქტიკა, შეიარაღება, კონფლიქტები, რეზერვი, სამოქალაქო თავდაცვა.
User avatar
Pensia_27
ფორუმელი
Posts: 4940
Joined: 11 Apr 2009 12:45

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby Pensia_27 » 15 Nov 2012 16:20

axsartag wrote:ეჰე ჰე ჰეი გვიშველეთ ვინცხამ :) კომპეტენტურობა მოგვტაცა ბოროტმა ფაშამ :):):) რას იტყვით ხალხნო galil ACE ცუდია ჩვენი ჯარისთვინ? :):):) ჩამევიტანოთ ისრაელიდანი? :):):) თქვენ მოდით ძამიებო ჩემ სატირალში თუ მე მათალი არ ვიყო :):):):)

რაც გვაქვს ისიც საკმარისია.
Meine Ehre Heisst Treue

axsartag
ფორუმელი
Posts: 37
Joined: 09 Nov 2012 11:49

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby axsartag » 15 Nov 2012 16:40

კაი რა მაინც თანამედროვე იარაღია 64 წელში გამოშვებული AKM ჯობია ახალ იარაღს? ან კი ეგ მახინჯი M-4 ის პროვოკაცია როა? მჭიდებში რო სანთებელას ზამბარა დევს და წამდაუწუმ იმიტომ ჭედავს რო ტყვიებს ვერ აწვდის დროულად? მე გალილის მომხრე ვარ :):):)

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby NAZGHA » 15 Nov 2012 16:49

axsartag wrote:ან კი ეგ მახინჯი M-4 ის პროვოკაცია როა? მჭიდებში რო სანთებელას ზამბარა დევს და წამდაუწუმ იმიტომ ჭედავს რო ტყვიებს ვერ აწვდის დროულად

გადაუმოწმებელი ინფორმაციის დადებას მოერიდე, ან წყარო დაასახელე. ფორუმი დასაბუთებული, შემეცნებითი საუბრის ადგილია სადაც ძირითადი ადგილი არგუმენტირებულ საუბარს უნდა დაეთმოს და არა გაურკვეველი პირადი სიმპატიის რამდენჯერმე დაფიქსირებას.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
Pensia_27
ფორუმელი
Posts: 4940
Joined: 11 Apr 2009 12:45

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby Pensia_27 » 15 Nov 2012 16:55

axsartag wrote:კაი რა მაინც თანამედროვე იარაღია 64 წელში გამოშვებული AKM ჯობია ახალ იარაღს? ან კი ეგ მახინჯი M-4 ის პროვოკაცია როა? მჭიდებში რო სანთებელას ზამბარა დევს და წამდაუწუმ იმიტომ ჭედავს რო ტყვიებს ვერ აწვდის დროულად? მე გალილის მომხრე ვარ :):):)

სანთებელას ზამბარა :D

სგ.

M4 თან შეხება გქონია ?
Meine Ehre Heisst Treue

axsartag
ფორუმელი
Posts: 37
Joined: 09 Nov 2012 11:49

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby axsartag » 15 Nov 2012 16:59

რა წყარო მაგას უნდა ჰკითხე ნებისმიერს ვისაც ჯარში M-4 ქონია და გეტყვის. პირადი სიმპატია კი არა ნახეთ სტატიები ყველა კალიბრის მოდელი არსებობს თითქმის გალილის რაც საიერიშო შაშხანას აქვს.

http://en.wikipedia.org/wiki/Galil_ACE" აგერაა ლინკი და ნახეთ.

იმათთან მქონია შეხება ვინც მაგ იარაღს კარგად იცნობს და კარგს არაფერს ამბობენ. მათგან ვიცი რომ ზამბარა ძალიან რბილი აქვს და გაჭედვების უმეტესობა პროცენტის მაგის გამო ხდება.

სადაური გამოშვებისაა ჩვენი M-4 ები ეგ მაინც იცით?

M-4 თან არა ისე AK-74-თან, saiga-12-თან, ნაგან მოსინთან, ტოზ-38-თან, იჟ-27-თან მქონია შეხება პისტოლეტებს აღარ ჩამოვთვლი.

კიდე მგონია რომ მალაიზიური M-4 დიდი ვერაფერი შვილი იქნება იმიტომ რომ დიდი განსხვავებაა მთავარ მწარმოებლის და პატენტით გაცემულ წარმოებას შორის.

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby NAZGHA » 15 Nov 2012 17:19

axsartag
სათქმელს თავი ერთ პოსტში მოუყარე და ისე ჩამოაყალიბე აზრი. ასე 4 ერთიდაიგივე იუსერის პოსტით თემა სახეს კარგავს.
axsartag wrote:ყველა კალიბრის მოდელი არსებობს თითქმის გალილის რაც საიერიშო შაშხანას აქვს

და რა მერე რომ ყველა კალიბრზე გამოდის :)
axsartag wrote:იმატტან მქონია შეხება ვინც მაგ იარაღშ კარგად იცნობს და კარგს არაფერს ამბობენ. მათგან ვიცი რომ ზამბარა ძალიან რბილი აქვს და გაჭედვების უმეტესობა პროცენტის მაგის გამო ხდება.

ცოტა ხშირად და გულისყურით რომ წმინდონ იარაღი და ექსპლუატაციისასაც მოუფრთხილდნენ მერე იქნება დააფასონ მ4-ის ღირსებები.
axsartag wrote:სადაური გამოშვებისაა ჩვენი M-4 ები ეგ მაინც იცით? :):):)

ასე აპირებ ამ ფორუმზე პოსტვას???
axsartag wrote:AK-74 თან saiga-12 თან ნაგან მოსინთან, ტოზ-38 თან, იჟ-27 თან მქონია შეხება

კარგია რუსული წარმოების იარაღს რომ იცნობ.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
Pensia_27
ფორუმელი
Posts: 4940
Joined: 11 Apr 2009 12:45

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby Pensia_27 » 15 Nov 2012 17:31

axsartag
იმატტან მქონია შეხება ვინც მაგ იარაღშ კარგად იცნობს და კარგს არაფერს ამბობენ.
მე პირიქით

სადაური გამოშვებისაა ჩვენი M-4 ები ეგ მაინც იცით? :):):)
usa (bushmaster M4A3)

M-4 თან არა
ამიტომ გკითხე. უშუალოდ როცა შეაფასებ შეგეცვლება შეხედულება.

კიდე მგონია რომ მალაიზიური M-4 დიდი ვერაფერი შვილი იქნება იმიტომ რომ განსხვავებაა მაგარი მთავარ მწარმოებლის და პატენტით გაცემულ წარმოებას შორის :):)
მალაიზური მ-4 სად ნახე ?
Meine Ehre Heisst Treue

User avatar
ლებუ
ფორუმელი
Posts: 518
Joined: 31 Oct 2009 14:20
Location: საქართველო

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby ლებუ » 15 Nov 2012 17:35

axsartag wrote:ჩემი იდეაა კიდევ თუ ყიდვა იქნება GALIL ACE შეიძინოს ქართულმა არმიამ.


მგონი ბერვ რამეზე მერყველებს როცა იარაღს თავად მწარმოებელი ქვეყანა არ იყენებს.

რაც შეეხება AK12_ს, ბოლო 10 წელიწადში რუსებმა კალაშნიკოვის 10 მოდიფიკაცია მაინც გააკეთეს მაგრამ შეიარაღებაში ჯერ არცერთი გვინახავს.

ის რომ M4 პლასტმასიაა, ლულა იღუნება და ჭედავს, კალაშნიკოვი ჯართია, ჟანგის გროვა, მიზანი არ უვარგა და ა.შ. თითმის ყველა ბავშვურ ფორუმზე წერია და ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. ბოლოს საუბარი იმით დასრულდება რომ ყველას G36 და HK-416 ჯობია, მარა არც AUG_ია ცუდი, ქაუნთერში მაგრად მიაქვს.
Si Vis Pacem, Para Bellum
„თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ“ (დავით IV აღმაშენებელი)
† ძმათა საფლავზე, ჩვენ აქ ვწევართ... ვალმოხდილები. †

axsartag
ფორუმელი
Posts: 37
Joined: 09 Nov 2012 11:49

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby axsartag » 15 Nov 2012 18:21

სად ვნახე მალაიზიური M-4? ნახე რომ მალაიზიას ლიცენზია აქვს მ-4 ის წარმოებაზე და შეიარაღებაშიც აქვთ. ეს ფირმა ნახე აბა :):):)
SME Ordnance


axsartag
ფორუმელი
Posts: 37
Joined: 09 Nov 2012 11:49

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby axsartag » 15 Nov 2012 18:36

სპეცრაზმის იარაღია ეგ თქვენი M-4, შეხედეთ ამერიკულ არმიას ფეხოსნები როდის ერთვებიან ბრძოლაში? როცა ავიაცია და არტილერია დაგვის იქაურობას და როცა ქალაქის გაწმენდა მიდის. მეომრის იარაღი არაა. კალაშა იცოცხლე არის. მაგრამ არავინ მოგყიდის, მე-3 ქვეყნით უნდა იჩალიჩო.

მე უბრალოდ ალტერნატიული გზა შემოგთავაზეთ.

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby NAZGHA » 15 Nov 2012 18:39

ანუ სპეცრაზმს უარესი იარაღი აქვს და არ ვარგა? ჩვეულებრივი საარმიო შეიარაღებია სპეცრაზმისას?
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

axsartag
ფორუმელი
Posts: 37
Joined: 09 Nov 2012 11:49

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby axsartag » 15 Nov 2012 18:46

აზრი კი ნაღდად არ შემეცვლება უიმედო და რთულ იარაღზე. თვითონ ამერიკელები ამბობენ რომ ექსპლოატაციაში M-4 ნაკლებ საიმედოა.

აბა რატომ მოინდომებდნენ შეცვლას? მგონი ამაში არის ლოგიკა. რამდენი წელია უკვე ამაზე მუშაობენ. კაი რომ იყოს ჩვენ არ მოგვცემდნენ (თუ მართლა მოგვცეს).

ჩემი აზრია და არავის არ ვახვევ თავს არაა ჩვენი ჯარისთვის ეგ იარაღი. ჩვენ ჯარში ძირითადი ნაწილი ფეხოსნები არიან. გაუჭედა ავტომატმა სად მიდიხარ? ხო არ იტყვი ნიჩურტი არ მესროლოთო? ინტენსიური სროლის დროს შენ არ უნდა გეშინოდეს ახლა გაჭედავსი იარაღიო. უნდა იმუშაოს და მორჩა.

აგვისტოს ომში რატომ არ იომა ჯარმა M-4 ით? არ ქონდათ იმედი და იმიტო. ამით ყველაფერია ნათქვამი. ბძოლაში უნდა გამოიცაოს ყველა იარაღი.

კალაშა ყველამ იცის რომ არაა ზუსტი. სპეცრაზმს სიზუსტე უფრო უნდა თუ საიმედოობა? აბა ამაზე რას იტყვი?

დაუწერელი კანონია აგებ ერთ რამეში იგებ მეორეში. ასეა გვინდა თუ არა. უნაკლო არცერთი იარაღი არაა მაგრამ უნდა აირჩიო შენთვის უფრო ოპრიმალური.


ავიღოთ ასეთი მაგალითი M-4 შევადაროთ ამერიკულ ახალ chevrolet camaro, AK კი მოსკვიჩს.
კამაროსჰი ბევრი ელექტროობაა და რომ გაფუჭდეს ვერაფერს უზამ. მოსკვიჩს მარტო ტრამლიორის კრიშკა და სადენები ქონდეს დაიქოქება და ივლის

ასეა M-4-ც და AK-ც

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby NAZGHA » 15 Nov 2012 19:11

ისეთ არგუმენტებს იყენებ რომ შთაბეჭდილება დამრჩა იარაღის სფეროში ახლად შებიჯებული ადამიანი წერდა. ძირითადად კი ასეთები16-17 წლის ენთუზიასტი ახალგაზრდები არიან ხოლმე ფორუმზე.

კარვები, საძილეები, ფორმები, "მშრალი-კვების ულუფა" და კიდევ ათასი რამ რაც გადმოგვცეს უვარგისია და იმიტომ მოგვცეს?

მ4 კარგი რომ იყოს შეცვლაზე არ იფიქრებდნენო. თავისდროზე აკ-47 რომ შეცვალეს აკ-74 ეგ იმას ნიშნავს რომ აკ-47 უვარგისი ავტომატი იყო თავის დროისთვის?

იაპონური მანქანები, მაგალითად ტოიოტა ჰაილუქსი რომ ბევრად უფრო ტექნოლოგიურიადა ბევრად საიმედო მაგას რა ვუყოთ. იგივე მაგალითი იარაღის სფეროში რომ არსებობდეს არ შეიძლება?.

ამბობ არ შევიცვლი ჩემ შეხედულებასო, არც არავინ გთხოვს, მთავარია მცდარი აზრის გავრცელება არ მოხდეს ფორუმზე. იარაღზე რომელთანაც შეხება არ გქონია, ასე თვითდაჯერებულად ლაპარაკობ, ამასაც შეძლება უნდა ერთგვარი.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

axsartag
ფორუმელი
Posts: 37
Joined: 09 Nov 2012 11:49

Re: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანიშნულება და ანალიზი.

Postby axsartag » 15 Nov 2012 19:21

კარგი რამოდენიმე კითხვას დაგისვამ და გულახდილად მიპასუხე:
დოჯები ქართულ არმიას რომ მიცეს ახალი მანქანები იყო?
კარავი იარაღია?
აგვისტოს ომში საქართველოს არმია რა იარაღით ომობდა?
არ გგონია რომ სამხედროების ხარჯზე მაგარი ,,მაყუთი მოჭრეს,, როცა M-4 ები მიიღეს შეიარაღებაში?
და ბოლოს შენ როგორც რიგით ადამიანს მოგწონს საქართველოს არმიის სტრუქტურა?