აფხაზეთის ომი

არმიები, ტაქტიკა, შეიარაღება, კონფლიქტები, რეზერვი, სამოქალაქო თავდაცვა.
User avatar
ARAGVELI
ფორუმელი
Posts: 644
Joined: 18 Jan 2010 12:19
Location: Dusheti

Re: აფხაზეთის ომი

Postby ARAGVELI » 27 Apr 2010 16:43

vaso007 wrote:
BEGI_GIORGI wrote: მარტო აფხაზი 25 000 მოკვდა

აფხაზეთში ომის დაწყებისას 93 000 აფხაზი ცხოვრობდა(ეს უტყუარი ოფიციალური აღწერის სტატისტიკაა) და 25 ათასი თუ ომში დაღუპულა მაშინ განადგურებულა ერი და ეგაა.
ძალიან გაბერილი ციფრია თვითონ აფხაზი 2000 ზე მეტი არ დაღუპულა.

ვინმემ ხომ არ იცის მიახლოებული ციფრი იმისა თუ დღეს რამდენი არიან აფხაზები, აფხაზეთში..2000 ზე მეტი აფხაზის დაღუპვა არც მე მგონია ზუსტი მონაცემი იყოს..
ixovre ise titqos gushin xar mkvdari.!!!
ar shemexo ar shegexebi, shemexebi? ... !!!
eshmaktan omshi chamowva nisli, magram me mainc mizanshi visvri! (tbovizoruli samiznis reklama:))

User avatar
vaso007
ფორუმელი
Posts: 68
Joined: 22 Mar 2010 12:17

Re: აფხაზეთის ომი

Postby vaso007 » 27 Apr 2010 17:02

The Game
აფხაზეთში აფხაზი ამჯამად დაახლოებით 70 000 არის
ათასი ჭორი და სხვა ციფრი ვრცელდება მათი ამჟამინდელი რაოდენობისა მაგრამ ყველაზე ხშირად ამ ციფს შევხვდებით და სარწმუნოც უფროა.

თუმცა ამბობენ რომ 36 ათასი კაცია წასული რუსეთში ემიგრაციაში და 55 ათასზე მეტნი არ არიანო, მაგრამ ძალიან პატარად მეჩვენება ეს ციფრი.

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 27 Apr 2010 18:51

საერთო დანაკარგებში 60% მოდიოდა ეთნიკურ აფსუებზე, 40% ყველა დანარჩენზე ... ეს პირადად მაქვს დათვლილი სიის მიხედვით და დაემთხვა აფსუების ოფიციალურ მონაცემებს.

სადღაც 2.000 დაიღუპა აფსუა და 800-1000 ყველა დანარჩენი ერთად აღებული. 3.000-ის ფარგლებში მერყეობს დანაკარგები. ერთდროულად ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე მოკვდა სოხუმის მარტის შტურმისას 300-დან 500-მდე ...

BEGI_GIORGI

სერიოზული თემაა, კარგად მიგყავს და ნუ გააბანძებ ... :)

რა 25.000??? :)
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
vaso007
ფორუმელი
Posts: 68
Joined: 22 Mar 2010 12:17

Re: აფხაზეთის ომი

Postby vaso007 » 27 Apr 2010 19:07

ჩვენს დანაკარგებზე რას იტყვით?
მე როგორც ვიცი 7000 დავკარგეთ (არის გაბერილი 20 000იანი მონაცემებიც, მაგრამ არ მჯერა), თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 27 Apr 2010 19:17

vaso007 wrote:ჩვენს დანაკარგებზე რას იტყვით?

მაქსიმუმ 3.000-მდე იარაღიანი და ერთი მაგდენი სამოქალაქო. სადღაც 5-6.000 კაცი.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Egrisec
ფორუმელი
Posts: 781
Joined: 07 Jan 2010 17:29

Re: აფხაზეთის ომი

Postby Egrisec » 27 Apr 2010 19:50

აფხაზეთის ომი დაიწყო 1992 წლის 14 აგვისტოს, დაგვექცა ცა ჩვენ აფზაზეთის ხალხს 1993 წლის 30 სექტემბერს, ჩვენ სოხუმელებს 27 სექტემბერს!
ამაზრზენი ომი იყო, ჩვენ დავკარგეთ ნათესავები და უსაყვარლესი ხალხი! ჩამოთვლა რომ დავიწყო თითები დამეღლება.
მხედრიონი და გვარდია რომ გამოჩნდა აფხაზეთში უკვე ვიცოდით, რომ ცუდად იყო საქმე!
ქართველებსაც ძარცვავდნენ, თბილისის ტელევიზიიდან ცინიკური გადაცემები გადიოდა "ნაღდი შოუები" და სხვადასხვა გასართობი გადაცემები, ომი სულ არ იგრძნობოდა, ეს საშინელებაა კარგო ხალხო, რომ მახსენდება ცუდათ ვხდები! აფხაზეთის ხალხს არაფერი არ დარჩენია რომ თავი დაეცვათ და იარაღი აიღეს და იმოეს გმირულად! ბევრი აფსუების, უნიტაზნიკების, სომხების და ჩრდილოეთ კავკასიელების დედებს შავი ძაძები ჩააცვეს, მაგრამ ომში მე-2 მხარესაც იღუპება ხალხი და ჩემი კუთხის ხალხი ბევრი დაიხოცა! იმ ქვეყნად რაც არის მათი სულები ნეტარებაში იქნება!
ჩემიანებისგან გაგებული მაქვს, რომ კასპის და რუსთავის ბატალიონები გმირულად იბრძოდნენ!
სამწუხაროა, მაგრამ 17 წელია ძვრა არ არის, პირიქით უფრო ვკარგავთ ტერიტორიებს! იმედია სასწაული გადაგვარჩენს!
იმედია გვეღირსება საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება!

User avatar
Egrisec
ფორუმელი
Posts: 781
Joined: 07 Jan 2010 17:29

Re: აფხაზეთის ომი

Postby Egrisec » 27 Apr 2010 20:01

BEGI_GIORGI
ღმერთმა გისმინოს კარგო ადამიანო!

User avatar
Forrest Gump
ფორუმელი
Posts: 2540
Joined: 09 Jul 2009 13:58
Location: საქართველო

Re: აფხაზეთის ომი

Postby Forrest Gump » 27 Apr 2010 20:39

ოფები წაიშალა

აფხაზეთის შესახებ შეგიძლიათ ისაუბროთ ამ თემაში

viewtopic.php?f=27&t=121
უვარგისი

User avatar
vaso007
ფორუმელი
Posts: 68
Joined: 22 Mar 2010 12:17

Re: აფხაზეთის ომი

Postby vaso007 » 27 Apr 2010 20:42

უნა-უნსოზე რას იტყვით(უკრაინის ნაციონალირი ანსამბლეა), მათ მონაწილეობაზე აფხაზეთის ომში ჩვენს მხარეს?
რომელ ბატალიებში მიიღო მონაწილეობა რაიმე ინფორმაციას ხომ არ ფლობთ?
ინტერნეტის მონაცემებით დაახლოებით 100 კაცი მონაწილეობდა ამ დანაყოფში და დანაყოფის სახელი არგო იყოო

Hannibal
ფორუმელი
Posts: 531
Joined: 14 Jun 2009 22:58

Re:

Postby Hannibal » 27 Apr 2010 21:37

Avaza wrote:
vaso007 wrote:ჩვენს დანაკარგებზე რას იტყვით?

მაქსიმუმ 3.000-მდე იარაღიანი და ერთი მაგდენი სამოქალაქო. სადღაც 5-6.000 კაცი.

6700 დაიღუპა ჩვენს მხარეს მოქალაქიან სამხედროიანად(გალის რაიონს არ ვთვლი)+ გალში კიდევ 1700 კაცამდე.
1.სულ ცხინვალის პირველ კონფლიქტში და აფხაზეთში 4600 მეომარი დაგვეღუპა.
ცხინვალის პირველ(1991-92) კონფლიქტში 600-მდე ქართველი დაიღუპა და აქედან ნახევარი ალბათ(ზუსტად არ ვიცი) სამოქალაქო იქნებოდა. ანუ 4600-300=4300 დაახლოებით 4300 მებრძოლი დაგვიკარგავს აფხაზეთში.

2. თავდავცის სამინისტროს მონაცემებით მათ 3350(დავამრგვალე) ჯარისკაცი დაკარგეს აფხაზეთში. მასთან მითითებულია იყო რომ ამ რიცხვში არ ითვლება შინაგანი ჯარი, მხედრიონი, სხვა ნაწილები..... ერთი რაც მახსოვს მხედრიონმა 800 დაკარგა და + 320 შინაგანმა ჯარმა თუ სწორად მახსოვს. ანუ 3350+800+320= 4470 ანუ დაახლოებით 4500 კაცი დაგვიკარგავს აფხაზეთში

ორივე მონაცემებით აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლთა რაოდენობა 4300-4500 ფარგლებშია.
Last edited by Hannibal on 27 Apr 2010 21:39, edited 1 time in total.

Hannibal
ფორუმელი
Posts: 531
Joined: 14 Jun 2009 22:58

Re: აფხაზეთის ომი

Postby Hannibal » 27 Apr 2010 21:57

BEGI_GIORGI
მარტო აფხაზი 25 000 მოკვდა
არა რა 25 000
Avaza
სადღაც 2.000 დაიღუპა აფსუა
თვითონ აფხაზების მონაცემებით 2800 ეთნიკურად აფხაზი მეომარი დაიღუპა.....
BEGI_GIORGI
800-1000 ყველა დანარჩენი ერთად აღებული
დაახლოებით მაგდენი....
აფხაზების მერე ყველაზე მეტი რუსი(დნესტრისპირელები და კაზაკები, სხვა სლავები) და სომეხი გავუშვით მარილზე.....
ჩრდილოკავკასიელებიდან ყველაზე მეტი ყაბარდოელი დაიღუპა >>>115 კაცი, ჩეჩენი>>>>84 ადიღეელი>>>>? ჩერქეზი>>>>? აბაზა>>>>? ყარაჩაელი>>>>17 ოსი>>>? ზოგის მსხვერპლი არ მახსოვს და არ დავწერე..... ძირითადად ეს "ტომები" იყვნენ....

მთლიანობაში 4000 კაცამდე დაკარგს სეპარატისტებმა. ადრე ვნახე ცნობა სადაც 3200 აფხაზზე და 1 700 სხვა დაღუპულ ბოევიკზე იყო ლაპარაკი. ცნობას თვითონ აფხაზები ავრცელებდნენ მედიით.....

MONTY wrote:ჩემის აზრით არ უნდა დამორჩილებოდა შეიარაღებული შევარდნაძის ბრძანებას როდესაც იარაღისა და უკან დახევის ბრძანება გასცა!
სწორედ მაგ ბრძანების დროს უნდა დამდგარიყო ყველა მებრძოლი ერთად და უარი უნდა ეთქვათ ბრძანების შესრულების!
სოხუმის დაკარგვის მერე(27-ში) პარტიზანული მოზრაობის დაწყებას აპირებდნენ სოხუმის ბრიგადის წევრები. მაგრამ ბრიგადის მეთაურის მოულოდნელმა მკვლელობამ არია რაღაცეები.... და აღარ გამოვიდა ეგ საქმე.
მართლა ჯობდა რომ ბრძოლა გაეგრძელებინათ......
შვეიცარიას კანონში უწერია რომ კაპიტულაციის გამოცხადების შემთხვევაშიც კი მებრძოლს უფლება აქვს ქვეყნისთვის ბრძოლა გააგრძელოს.....

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 27 Apr 2010 22:19

ლურჯფორმიანები 1991 წელია თბილისისი ზღვა.
მაგის დაბლა რომ გვამებია სამეგრელოა, ზვიადისტებია დახოცილი. სენაკია.
ამ სურათს მოყვება სამტრედიის ცნობილი აქცია, სსრკ-ს ეკონომიკას რომ ვანგრევდით ... :)
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

Hannibal
ფორუმელი
Posts: 531
Joined: 14 Jun 2009 22:58

Re: აფხაზეთის ომი

Postby Hannibal » 27 Apr 2010 22:21

როგორ??? იარაღი არ ქონდათ და არც ტყვიაწამალი. და როგოორ გაეგრძელებინათ?
მსუბუქი იარაღი ყველას ქონდა...... მთავარი პრობლემა ორგანიზება იყო.

ეს საქართველოა და არა შვეიცარია
მერე ეგ რა შუაშია? :D შვეიცარია მაგალითისთვის დავწერე....

Hannibal
ფორუმელი
Posts: 531
Joined: 14 Jun 2009 22:58

Re: აფხაზეთის ომი

Postby Hannibal » 27 Apr 2010 22:28

BEGI_GIORGI wrote:კი ქონდათ მაგრამ ტყვია წამალს არავინ მიაწოდებდა გაიგე??? ავიაცია,ზგვა და ხმელეთი აფხაზების იყო რას იზამდი??? არტილერია რომ დაგამუშავებდა მერე ავიაცია მერე კიდე პეხოტა "ჩისტკაზე" რომ წამოვიდოდა??? თან გახსოვდეს შენ არც ტექნიკა გაქვს და არც ავიაცია, გემებზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია.
მოდი ახლა პარტიზანობის სწავლას ნუ დამიწყებ კარგი? :D
პარტიზანი იბრძვის მსუბუქი იარაღით და მოწინააღმდეგის დაკავებულ ტერიტორიაზე. როცა ყველაფერს მტერი აკონტროლებს. ნუ თითქმის ყველაფერს ;) კარგი ახლა აღარ გავაოფოთ......
თემას დაუბრუნდი. :)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 28 Apr 2010 14:01

BEGI_GIORGI wrote:მოვიგებდით კიდეც

გამორიცხული იყო. ეგ ომი რუსეთმა იმიტომ დაიწყო, რომ წაგვეგო და წავაგეთ მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვალეს.

სამეგრელოც რუსების დავალებით დააწიოკეს თავის დროზე ... მაგრამ მეგრელები არ წამოეგნენ მიუხედავად მსხვერპლისა და დამცირებისა ... ზექართული აზროვნება აღმოაჩნდათ რუსების გულის გასახეთქად ...

Egrisec wrote:ესწინა გვერდზე რომ არის???

ჰო

ლამის ყველა ფოტოს ისტორია ვიცი ... :)
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)