აფხაზეთის ომი

არმიები, ტაქტიკა, შეიარაღება, კონფლიქტები, რეზერვი, სამოქალაქო თავდაცვა.
User avatar
tetri arwivi
ფორუმელი
Posts: 20
Joined: 18 May 2013 12:35

Re: აფხაზეთის ომი

Postby tetri arwivi » 05 Jun 2013 08:06

Image
ბაგრამიანის ბატალიონი

"მე, ტოპოლიანი ალბერტ გასპარის ძე, აფხაზეთის რეპუბლიკის მოქალაქე, შევდივარ რა აფხაზეთის შეიარაღებული ძალების რიგებში, საზეიმო ფიცს ვდებ:

ვიყო დისციპლინირებული, მამაცი, კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს სამშობლოს აფსნის, უსიტყვოდ შევასრულო მეთაურის ყველა ბრძანება, მკაცრად შევინახო სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლო, გავუფრთხილდე სამხედრო და სახალხო ქონებას, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, საკუთარი სიცოცხლის ფასად დავიცვა სამშობლო. ფიცის დარღვევის შემთხვევაში დაე დავისაჯო ომის მკაცრი კანონის შესაბამისად" - ასეთი ფიცი დადო აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ალბერტ ტოპოლიანმა 1993 წლის 9 თებერვალს. ამ დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა ქართველების წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი ბატალიონი მიიღეს. ეს ბატალიონი აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური სომხებისგან შედგებოდა და მას მარშალ ბაგრამიანის სახელი ეწოდებოდა. ამ ბატალიონმა ქართველების აფხაზეთიდან მასობრივ განდევნაში და მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდში უდიდესი როლი ითამაშა.

პირველი სომხური დასახლებები აფხაზეთში XIX საუკუნეში გაჩნდა. ამ პერიოდში მეფის რუსეთის მიერ აფხაზთა მიმართ აგრესიული პოლიტიკა ტარდებოდა. ამის შედეგად XIX საუკუნის 1960-70-იან წლებში აფხაზებმა სამშობლოს მასობრივი დატოვება დაიწყეს (მუჰაჯირობა). მათ ნაცვლად აფხაზეთში მეფის რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ერების ჩასახლება დაიწყო. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი სომხებს ეკავათ. სომეხთა გადმოსახლება XX საუკუნის შუა წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა. თუ 1926 წლის აღწერით აფხაზეთში სულ 25 ათასი სომეხი ცხოვრობდა, 1959 წელს, მათმა რიცხვმა 64 ათასს გადააჭარბა. 1989 წელს კი, სომეხთა რიცხვი ამ რეგიონში 76 ათასს აღწევდა. ქართველებისა (239 ათასი) და აფხაზების (93 ათასი) შემდეგ, სომხური დიასპორა ავტონომიურ რესპუბლიკაში ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო.

XX საუკუნეში რუსეთის სტრატეგია კავკასიის მიმართ კლასიკურ იმპერიულ პოლიტიკას წარმოადგენდა, რომელიც "დაყავი და იბატონეს" პრინციპს ეფუძნებოდა. საქართველოს წინააღმდეგ კრემლი, რესპუბლიკის იმ ავტონომიურ წარმონაქმნებს იყენებდა, რომელიც გასაბჭოების პერიოდში თავადვე შექმნა. მოსკოვის ყველაზე ქმედითი იარაღი აფხაზეთი იყო. წლების მანძილზე აფხაზებს უნერგავდნენ, რომ ქართველი მისი მტერია, რომელიც აფხაზებს სამშობლოს ართმევს. ქართველების წინააღმდეგ აფხაზების მეკავშირეობა კრემლის გეგმით რეგიონში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ ჯგუფებსაც უნდა გაეწიათ. ამ მხრივ კი რეგიონში ყველაზე დიდ დიასპორას სომხები წარმოადგენდნენ.
Last edited by tetri arwivi on 05 Jun 2013 08:15, edited 1 time in total.
დაბრკოლებები ვის არ ქონია,
გაუმკლავდებით იცოდეთ ამას,
მიდით რუსებო თუ შეგვაჩერებთ,
ყველა ქართველი ვიყვირებთ ამას...
ჩვენ გაგვამწარეთ, ჩვენი დრო დადგა,
თქვენი ძალღონე წარსულს ჩაბარდა,
თქვენი სიმტკიცე შორს გადაგვარდა,
თქვენს წინააღმდეგ ქართველნი აღსდგა!!!

User avatar
tetri arwivi
ფორუმელი
Posts: 20
Joined: 18 May 2013 12:35

Re: აფხაზეთის ომი

Postby tetri arwivi » 05 Jun 2013 08:12

ბაგრამიანის ბატალიონი
Image
Image
Image
Image
სომხური ორგანიზაციების სტრუქტურა აფხაზეთში
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს აფხაზეთში ორი მსხვილი სომხური საზოგადოებრივი გაერთიანება არსებობდა: სოხუმში მოქმედებდა ორგანიზაცია "კრუნკი", ხოლო გაგრაში "მაშტოცი". ორივე ეს გაერთიანება შექმნილი იყო როგორც სომხური სათვისტომოები, რომლებსაც აფხაზეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ. მაგრამ, ამ ორ ორგანიზაციას შორის განსხვავება მაინც არსებობდა.

"კრუნკი," რომელსაც ალბერტ ტოპოლიანი ხელმძღვანელობდა, აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ორგანიზაციას აფხაზეთის უზენაეს საბჭოში დეპუტატებიც ჰყავდა. "კრუნკის" და მისი ხელმძღვანელის ტოპოლიანის პოზიცია მკვერთად პროაფხაზური იყო და არძინბას სეპარატისტული პოლიტიკის მხარდამჭერ ძალას წარმოადგენდა. სომხური ფრაქცია უზენაეს საბჭოში ქართველების მიმართ ყოველთვის რადიკალური იყო.

"სლავურ სახლთან" ერთად "კრუნკი" მოსკოვის მიერ ქართველების წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო. სწორედ "კრუნკი" უნდა გამხდარიყო ის ძალა, რომლის მეშვეობითაც ქართველების წინააღმდეგ რეგიონში მცხოვრები სომხები ამხედრდებოდნენ. ამისთვის ტოპოლიანის ორგანიზაცია ძალისხმევას არ იშურებდა. აფხაზეთში მცხოვრებ სომხურ მოსახლეობაში ანტიქართული იდეების დანერგვა, ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე მრავალი წლით ადრე დაიწყო.

კარგად გათვლილი და გამიზნული პროპაგანდის საშუალებით, სომხებში ქართველების მიმართ სიძულვილს ნერგავდნენ. ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ბაგრამიანის ბატალიონის მეთაურს ვაგარშაკ კოსიანს ამასთან დაკავშირებით შემდეგი პოზიცია აქვს: "სომხებმა აფხაზების პოზიცია იმიტომ დაიკავეს, რომ ჩვენ მათთან თავიდანვე ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. თურქეთიდან ჩვენი წინაპრები სიკვდილს ცარიელ-ტარიელები გამოექცნენ. ასეთ მდგომარეობაში აფხაზებმა შეგვიფარეს. ამიტომ მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ხალხის შთამომავლებს, რომლებმაც ასე მიგვიღეს და გვიპატრონეს. ქართველები კი აფხაზეთიდან სომხების ნებისმიერი საშუალებით განედევნას ცდილობდნენ. იყო შემთხვევები, რომ სომხებს კლავდნენ და ზღვაში ყრიდნენ კიდეც. ომამდე ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგი პროპაგანდისტული პროგრამა ჩაატარა ჩვენმა სათვისტომომ, სადაც ყველაფერი ახსნილი იყო. ამიტომ სხვა პოზიციის დაჭერა სომხებს აფხაზეთში არ შეეძლოთ. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, მორალური თვალსაზრისით, სომხებს მხარი აფხაზებისთვის უნდა დაეჭირათ და ოკუპანტების წინააღმდეგ მათთან ერთად ებრძოლათ. სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ სომხებს ერთი და იგივე პოზიცია გააჩნიათ: თუ შენ ამ მიწაზე ცხოვრობ, მაშინ ვალდებული ხარ იგი დაიცვა და ყველა უბედურება გადაიტანო მის ხალხთან ერთად. როდესაც აფხაზეთს გაუჭირდა ჩვენ მის გვერდით დავდექით".

სერგეი შამბა აფხაზთა საგარეო საქმეთა მინისტრი: "საბჭოთა დროს აფხაზეთში კოლონიისთვის დამახასიათებელი პოლიტიკა ტარდებოდა, რომელიც თბილისიდან იმართებოდა. ჩვენ ფაქტობრივად კოლონიაში ვცხოვრობდით. ასეთ ვითარებაში სომხური მოსახლეობა აფხაზეთში თავს უცხოდ გრძნობდა. თბილისიდან ინერგებოდა აზრი, რომ სომხები, ისევე როგორც სხვათაშორის აფხაზები თავის მიწაზე არ ცხოვრობენ. ამ მიწის ერთადერთ მფლობელებდად ქართველები ითვლებოდნენ. ამ ვითარებაში გამოჩნდა ორგანიზაცია "კრუნკი", რომელსაც ხელმძღვანელობდა ალბერტ ტოპოლიანი. ამ ორგანიზაციამ აიღო თავის თავზე ქართველთა საწინააღმდეგო პროპაგანდა და სომხებს უხსნიდა, რომ აფხაზეთი აფხაზების მსგავსად მათი სამშობლოც არის. როდესაც ომი დაიწყო ბევრმა სომეხმა აიღო იარაღი ხელში სამშობლოს დასაცავად."

ორგანიზაციის ლიდერებს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ მსგავს სომხურ ორგანიზაციებთან და დიასპორებთან. მაგალითად ანალოგიური სათვისტომო მოქმედებდა მთიან ყარაბაღშიც. ყარაბაღის "კრუნკს" წესდებაში ეწერა, რომ ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს მთიანი ყარაბაღის ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების ანალიზი შეადგენდა. აგრეთვე "კრუნკი" ამყარებდა კავშირებს სომხეთის იმ ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან, რომლებიც მუშაობდნენ ენის, კულტურის, ეკოლოგიის და ისტორიოგრაფიის საკითხებზე. აზერბაიჯანული წყაროების მტკიცებით, ეს ორგანიზაცია სინამდვილეში იარაღის შესყიდვაზე და ყარაბაღში ვითარების დესტაბილიზაციის კუთხით მუშაობდა. ყარაბაღის ორგანიზაციის მსგავსად სომხეთთან კავშირი ჰქონდა აფხაზეთის "კრუნკსაც". თუმცა, იმის გამო, რომ სომხეთი ომს აწარმოებდა და ბლოკადაში იმყოფებოდა, ერევანი ანტიქართული პოზიციის მქონე სომხურ სათვისტომოსთან აშკარა კონტაქტზე არ მიდიოდა. ოფიციალური სომხეთის ადგილი, ნაციონალურად განწყობილმა სომხურმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაიკავეს, რომლებიც "კრუნკის" საქმიანობას ყველანაირად ხელს უწყობდნენ.

"კრუნკისგან" განსხვავებით, გაგრის სომხური ორგანიზაცია "მაშტოცი", რომელსაც არსენ ჩაკრიანი ხელმძღვანელობდა, აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ნაკლებად ერეოდა. 10 ათას კაციანი გაგრის სათვისტომო, გარეგნულად კულტურულ-საქველმოქმედო საზოგადოების შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა სომხეთის კულტურის სამინისტროსთან სხვადასხვა პროგრამების კუთხით.

1980-იანი წლების მიწურულს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. აფხაზეთის სომხური დიასპორა ყარაბაღელი სომხების მხარდასაჭერად დახმარების შეგროვებას შეუდგა. მათთვის შეიძინეს იარაღი, აფხაზეთის სომხურმა დიასპორამ აზერბაიჯანთან საბრძოლველად მოხალისეებიც გააგზავრა.

ყარაბაღის პარალელურად, უკიდურესად დაიძაბა პოლიტიკური ვითარება აფხაზეთშიც. აფხაზთა სეპარატისტულმა მოთხოვნებმა ავტონომიურ რესპუბლიკაში პირველი სისხლისღვრა გამოიწვია. 1989 წლის ივლისში ქართველებსა და აფხაზებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა. აფხაზეთში მცხოვრები სომხები ამ დაპირისპირებაში არ ჩარეულან. მათ უფრო მომლოდინე პოზიცია ეკავათ. სომხებისთვის აშკარა გახდა, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირება შესაძლოა სულ მალე ომში გადაზრდილიყო. "კრუნკი" ამისთვის მზად იყო. ტოპოლიანის ორგანიზაცია აფხაზთა სეპარატისტულ პოლიტიკას სრულ მხარდაჭერას უცხადებდა. გარკვეული ცვლილებები მოხდა "მაშტოცშიც". კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია საიდუმლოდ სამხედრო ყაიდაზე გადაკეთდა. გაგრის რაიონის ყველა დასახლებულ პუნქტში, ქალაქ გაგრის იმ ქუჩებზეც, სადაც კომპაქტურად ცხოვრობდნენ სომხები, პასუხისმგებელი პირი დაინიშნა. ამ პირს უნდა დამორჩილებოდა რაიონში მაცხოვრებელი ყველა ბრძოლისუნარიანი მამაკაცი. საჭიროების შემთხვევაში ცხადდებოდა განგაში და ყველა წინასწარ დათქმულ ადგილზე იკრიბებოდა. ასეთი სტრუქტურა ხელს უწყობდა ექსტრემალურ ვითარებაში ორგანიზაციის წევრთა სწრაფ მობილიზაციას.

ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების წინ, გაგრაში ორი სომხური ორგანიზაციის ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა. რეგიონში ომის დაწყების შემთხვევაში, "კრუნკს" და "მაშტოცს" საერთო პოზიცია უნდა გამოემუშვებინათ. ალბერტ ტოპოლიანმა "კრუნკის" სახელით, სომხური მოსახლეობის მიერ აფხაზთა მხარდაჭერა მოითხოვა, მაგრამ "მაშტოციმ" ასეთ ღია დაპირისპირებაზე უარი განაცხადა. გაგრის სათვისტომოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ საომარ კონფლიქტში არ ჩაერთვებოდა და თუ ჩაერთვებოდა იგი არც ერთი მხარეს არ დაიჭერდა და მხოლოდ სომხური დიასპორის ინტერესებს დაიცავდა.

შეიარაღებული დიასპორა
1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს სხდომამ არძინბას ხელმძღვანელობით, აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუცია აღადგინა და აფხაზეთი ფაქტობრივად, დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა. ამ სეპარატისტულ გადაწყვეტილებას ტოპოლიანის მეთაურობით მხარი სომხურმა ფრაქციამაც დაუჭირა. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეჩერდა.

ცენტრსა და რეგიონს შორის დაწყებული იურიდიული ომი 22 დღეში გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ, ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. შინაგანი ჯარების გადაადგილების მიზეზად სარკინიგზო მაგისტრალის დაცვა დასახელდა. თუმცა, აშკარა იყო, რომ ამ აქციით, სახელმწიფო საბჭო, ავტონომიურ რესპუბლიკაში სეპარატიზმის განეიტრალებას ცდილობდა.

როდესაც ქართული ფორმირებები სოხუმში შევიდნენ, არძინბას მთავრობა გუდაუთაში გადაბარგდა. გუდაუთაშივე გადავიდა "კრუნკი" და მისი ხელმძღვანელობა. ტოპოლიანმა აფხაზეთში მცხოვრებ სომხებს ქართული ჯარის წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდა. ამ მოწოდების მიუხედავად, სოხუმის და მის რაიონში მცხოვრებმა სომხებმა ქართულ სამხედრო ფორმირებებს ომის პირველ დღეებში აქტიური წინააღმდეგობა არ გაუწიეს. წინააღმდეგობისთვის მათ არც შესაბამისი იარაღი ჰქონდათ და ორგანიზაციულადაც არ იყვნენ მომზადებულნი.

მიუხედავად იმისა, რომ სომეხთა ნაწილი კონფლიქტის დაწყებისას საომარი მოქმედებებში არ მონაწილეობდა, საქართველოში ისინი მაინც პროაფხაზურ ძალად აღიქმებოდნენ. ამ მოსაზრების ჩამოყალიბებას უპირველეს ყოვლისა "კრუნკის" მოღვაწეობა და ამ ორგანიზაციის ლიდერის ალბერტ ტოპოლიანის საქმიანობა უწყობდა ხელს. ეს მოსაზრება სულ მალე დადასტურდა.

1992 წლის 15 აგვისტოს დაბა განთიადის სიახლოვეს ქართულმა ნაწილებმა სადესანტო ოპერაცია ჩაატარეს. სეპარატისტთა 100 კაციანმა ფორმირებამ, გემებს ცეცხლი სანაპირო ზოლთან მიახლოებისთანავე გაუხსნა. ამ ჯგუფში აფხაზებთან ერთად სომეხი მოხალისეებიც იმყოფებოდნენ. ოპერაციის პირველივე წუთებში, დაიღუპა ერთი ქართველი მებრძოლი, ხოლო ბატალიონის რამდენიმე ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა. ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით, დესანტმა დაბა განთიადი და ლესელიძე შტურმით აიღო. რამდენიმე დღეში კი ქართულმა ნაწილებმა გაგრა და კოლხიდა დაიკავეს. სწორედ გაგრის რაიონში მოხდა სომხების პირველი შეჯახება ქართულ არმიასთან.

ბაგრამიანის ბატალიონის ზურგის სამსახურის უფროსი სერგეი ზაბელიანი: "შეიარაღებული ჯგუფები ომის დაწყებისთანავე ჩამოვაყალიბეთ. დაბა განთიადში დესანტის გადმოსხმისას, მე უკვე ორასი ადამიანი მყავდა, მაგრამ საკმარისი იარაღი არ გვქონდა. ამიტომ გავეცი ბრძანება, რომ დაშლილიყვნენ. დარჩა მხოლოდ ოც კაციანი ჯგუფი, რომელიც სამონადირეო თოფებით იყო აღჭურვილი. ამ ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა ქართული დესანტის შეკავების ოპერაციაში. პირველი ბრძოლის კვალობაზე კარგად იბრძოდნენ. საერთოდ უნდა ითქვას, რომ განთიადში მცხოვრები სომხებისგან ომის დაწყებისას ძალიან ცოტა ომობდა, რადგან იარაღი არ ჰქონდათ".

ბაგრამიანის ბატალიონის მეთაური ვაგარშაკ კოსიანი: "როგორც კი ქართულმა არმიამ გაგრა აიღო, მე ფაქტობრივად არალეგალურ მდგომარეობაზე გადავედი. პირველი ოპერაცია ჩემს ჯგუფთან ერთად ღამე ჩავატარეთ. წინასწარ დავუდარაჯდით ქართველ სამხედროებს, რომლებიც ერთ სახლში იყვნენ გაჩერებულები. ორი მხედრიონელი და ექვსი გვარდიელი იყო. ისინი ჯერ დავათვრეთ და მერე მოვკალით. ამის შემდეგ ჩვენ იარაღი გაგვიჩნდა."

აღსანიშნავია ისიც, რომ სომხურ მოსახლეობაში ანტიქართულ განწყობას ქალაქში დისლოცირებული ქართული სამხედრო ნაწილების მიერ მოსახლეობის ძარცვის ფაქტებმაც შეუწყეს ხელი. თუმცა ამ შემთხვევაში გამიზნულად სომხური მოსახლეობა არ იძრცვებოდა. სამხედრო ნაწილებს მიტმასნილი კრიმინალები ეროვნების განურჩევლად ყველას და მათ შორის, სომხებსაც ძარცვავდნენ.

გაგრის აღება აფხაზური მხარისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენდა. ზამთრის დადგომასთან ერთად, იკეტებოდა მთებზე გადასასვლელი ბილიკები. რუსეთთან ბლოკირებულ საზღვრის გაუხსნელად აფხაზები ზამთარს ვერ გადაიტანდნენ. ამიტომ სეპარატისტებმა რუსი ინსტრუქტორების მეშვეობით გაგრის რაიონზე შეტევა დაგეგმეს. 1 ოქტომბერს აფხაზურმა მხარემ შეტევა დაიწყო. აფხაზთა მძიმე ტექნიკამ ის ადგილები გაიარა, რომელიც წინასწარ დანაღმული უნდა ყოფილიყო. სეპარატისტები ქალაქში სომხებით კომპაქტურად დასახლებული რაიონებიდან შევიდნენ (ალპიისკაია და სოსნოვსკაია როშა). მათ მეგზურობას გაგრის რაიონის სომხური მოსახლეობა უწევდა. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. 5 ოქტომბერს აფხაზებმა განთიადი-ლესელიძის მონაკვეთიც აიღეს. ქალაქის აღების შემდეგ, სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ.

სომხური და აფხაზური წყაროების მტკიცებით, აფხაზთა შეიარაღებულ ძალებში სომხური ქვედანაყოფის შექმნა მას შემდეგ მოხდა, როდესაც ოჩამჩირე-გულრიფშის რაიონში და კერძოდ კი დაბა ლაბრასა და ატარა არმიანსკოიეში, ქართულმა ფორმირებებმა ადგილობრივი სომხური მოსახლეობა ააწიოკეს. თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა ოჩამჩირე-გულრიფშის რაიონში თავად აფხაზთა ინფორმაციით 1993 წლის მარტში დაიწყო, ანუ მაშინ როდესაც აფხაზებმა სოხუმის პირველი წარუმატებელი შტურმი განახორციელეს. ამ შტურმში კი მონაწილეობას ახლადჩამოყალიბებული სომხური ბატალიონიც იღებდა. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკ დარბევას არავითარი გამართლება არა აქვს. ეს არც კი განიხილება. ასეთმა რეიდებმა და სადამსჯელო აქციებმა უდიდესი ზიანი მოუტანა საქართველოს. სავარაუდოა, რომ ეს სადამსჯელო აქცია სომხების მიერ აფხაზთა მხარეს ბრძოლის საპასუხოდ ჩატარდა.

სომხური იარაღი
პირველი სომხური ფორმირებები კი აფხაზთა შეიარაღებული ძალების რიგებში გაგრის აღებისთანავე გაჩნდა.

ბაგრამიანის ბატალიონის მეთაური ვაგარშაკ კოსიანი: "პირველად შეიქმნა გაგრის სომხური ასეული კოლმეურნეობა "სიხარულიდან". ეს მოხდა სადღაც 1992 წლის ნოემბერში. ანუ აფხაზების მიერ გაგრის რაიონის გათავისუფლების შემდეგ. სამხედრო ფიცი ერთგულებაზე სოფელ შიცკხვარაში დადეს. სომხური ასეული გაგრის პირველი ბატალიონის შემადგენლობაში შედიოდა, რომელსაც გენადი ჩანბა მეთაურობდა."

ახლადჩამოყალიბებულმა ასეულმა აფხაზურ ძალებთან ერთად სოხუმზე 5 იანვარს განხორციელებულ შეტევაში მიიღო მონაწილეობა. გაგრელი სომხების გარდა ამ ბრძოლაში ჩაებნენ ბიჭვინთის ბატალიონში ჩარიცხული ადგილობრივი სომხებიც. ამის პარალელურად გააქტიურდნენ ოჩამჩირის დაჯგუფებაში შემავალი სომეხი მებრძოლებიც.

1993 წელს სომეხ მებრძოლებს საფრთხე დაემუქრათ, თავად სეპარატისტთა ფორმირებების მხრიდან. აფხაზეთში საბრძოლველად ჩამოვიდა ჩეჩენთა ნაწილი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანელთა მხარეს იბრძოდა. 1993 წლის ზამთარში სომხებსა და ჩეჩნებს შორის ორი შეიარაღებული შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. თუმცა აფხაზებმა ამ შემთხვევაში დაპირისპირებული მხარეების შერიგება შეძლეს.

მოგვიანებით კონფლიქტი მოხდა აფხაზებსა და სომხებს შორისაც. გუდაუთაში აფხაზებმა ალბერტ ტოპოლიანის დაცვის წევრი მოკლეს, რომელიც ორგანიზაცია "მაშტოცის" წევრი იყო. საქმის გასარჩევად სომხები გუდაუთაში ჩავიდნენ. დელეგაცია არძინბამ მიიღო. სეპარატისტთა ლიდერის მკაცრი ტონით საუბარმა, სომხებზე იმოქმედა და კონფლიქტი ამოწურულად ჩაითვალა.

1993 წლის იანვრის ბოლოს აფხაზთა ფორმირებებში იმდენი სომეხი ირიცხებოდა, რომ სეპარატისტებმა გადაწყვიტეს ცალკეული სომხური ბატალიონი შეექმნათ. სომხური ბატალიონის ჩამოყალიბებისთვის დიასპორაში ფულის შეგროვება დაიწყო. დიასპორის წარმომადგენლები რუსეთში აგროვებდნენ სახსრებს და საზღვარგარეთ იარაღის შესყიდვის გზებს ეძებდნენ. ამის შედეგად, სომხურმა ბატალიონმა ეკიპირება და უახლესი იარაღი მიიღო. ადგილობრივი სომხების ინიციატივით, "მაშტროცის" ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა ეჩმიაძინს, რათა ბატალიონისთვის მღვდელი (ტერტერა) გამოეგზავნა. ეჩმიაძინმა ეს თხოვნა დააკმაყოფილა და ქართველების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალი სომეხი მებრძოლების დასალოცად აფხაზეთში ვინმე ტერ-გრიკორი მიავლინა.

1993 წლის 9 თებერვალს აფხაზთა მთავარსარდლის ვლადისლავ არძინბას N55 ბრძანებით, სომხური მოტომსროლელი ბატალიონი შეიქმნა, რომელსაც საბჭოთა კავშირის მარშლის ივან ბაგრამიანის "საპატიო" სახელი მიენიჭა. ბატალიონში 300-მდე მებრძოლი ირიცხებოდა. მის ხელმძღვანელად უფროსი ლეიტენანტი ვაგარშაკ კოსიანი დაინიშნა.

ბაგრამიანის ბატალიონის მეთაური ვაგარშაკ კოსიანი: "ამ ბატალიონში ხალხის მოსვლას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა - მოსახლეობა აგრესორს ებრძოდა. ვინც გასაქცევი იყო გაიქცა, ვინც დარჩა მიხვდა, რომ ბრძოლა იყო საჭირო. ჩვენთან მხოლოდ გაგრის ზონის სომხები კი არ იბრძოდნენ, არამედ იყვნენ სოხუმიდან და ოჩამჩირე-გულრიფშის რაიონიდანაც, აფხაზეთის თითქმის ყველა რაიონიდან. სომხების გარდა ჩვენთან აფხაზებიც იბრძოდნენ, რუსებიც, ერთი აზერბაიჯანელიც კი იყო. ბატალიონში, დისციპლინის საკითხი მაღალ დონეზე იდგა, ამას განსაკუთრებული განყოფილება კურირებდა, რომელიც სპეციალურად შევქმენით, იგი ყველა ადისციპლინარულ საკითხს მკაცრად აკონტროლებდა. ყველა საბრძოლო შეცდომა ოფიცერთა კრებაზე ირჩეოდა, რომ შემდეგ მსგავსი აღარ გამეორებულიყო. გვქონდა ჰაუპტვახტაც, სადაც დამნაშავეები სასჯელს იხდიდნენ."

ბაგრამიანის ბატალიონმა პირველი სამხედრო "ნათლობა" 1993 წლის 15-16 მარტს სოხუმის შეტევისას მიიღო. აფხაზებმა შეტევაში იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს. შტურმში მონაწილეობას იღებდა რუსი ოფიცრებისაგან დაკომპლექტებული ქვედანაყოფი, ბაგრამიანის ბატალიონი, ადიღეელთა ბატალიონი, კონფედერატთა რაზმები და დნესტრისპირეთიდან გადმოსროლილი კაზაკების ბატალიონი. ბაგრამიანის ბატალიონის შემტევ ნაწილს გალუსტ ტრაპიზონიანი ხელმძღვანელობდა. სომხები ქართულ პოზიციებს ზემო ეშერის მხრიდან უტევდნენ. 500 კაციანმა რაზმმა გუმისთის ფრონტზე ერთ ადგილას ქართული დაცვის გარღვევა შეძლო, მაგრამ რეზერვიდან გადასროლილმა შავნაბადას ბატალიონმა და სოხუმის სამხედრო პოლიციამ გარეუბანში შემოსული მოწინააღმდეგე ალყაში მოაქცია და მთლიანად გაანადგურა.

სოხუმზე შეტევა სეპარატისტებისთვის კატასტროფით დასრულდა. მარტო დაღუპულების სახით, აფხაზურმა მხარემ 1000-მდე კაცი დაკარგა. ყველაზე დიდი ზარალი ბაგრამიანის სომხურმა ბატალიონმა და კონფედერატთა შენაერთებმა მიიღეს. ტრაპიზონიანის ჯგუფიდან ცოცხალი მხოლოდ 15 ადამიანი დაბრუნდა.

ბაგრამიანის ბატალიონის მეთაური ვაგარშაკ კოსიანი: "მარტის შეტევის დროს წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ჩვენი არმია ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ფორმირებული, არ არსებობდა ერთმანეთთან ურთიერთკავშირი. ეს პორობლემები რომ მოგვარებული ყოფილიყო, ჩვენ სოხუმს მარტშივე ავიღებდით. ქართველები ლაპარაკობენ, რომ მარტის შეტევის მოგერიების შემდეგ კონტრშეტევაზე რომ გადავსულიყავით ფსოუმდე წინააღმდეგობის გარეშე მივიდოდითო. ტყუილია. ჩვენი შეტევა კიდევ ორი საათი რომ გაგრძელებულიყო, სოხუმს ავიღებდით. ახლა როდესაც ომი დამთავრებულია ქართველები ბაქი-ბუქობენ. ეტყობა ის შიში დაავიწყდათ ომის დროს რომ ჰქონდათ და ახლა რასაც უნდა იმას ლაპარაკობენ. დანაკარგი კი მართლაც დიდი იყო. მთელი ბრიგადის მასშტაბით ჩვენ 300 კაცამდე დავკარგეთ, მაგრამ საბრძოლო სული გატეხილი არ იყო, პირიქით ბიჭები კიდევ ითხოვდნენ ბრძოლას."

კოსიანის ამ განცხადების მიუხედავად, რეალურად სომხურ ნაწილში ისეთი მდგომარეობა იყო, რომ მისი ახალი ძალებით შევსება გახდა საჭირო. "კრუნკისა" და "მაშტოცის" მიერ განხორციელებული მობილიზაციის შემდეგ სომხური ბატალიონი კვლავ აღდგა. შევსება მიიღეს ყარაბაღიდანაც. ბაგრამიანის ბატალიონის წვრთნას რუსი ინსტრუქტორები და ყარაბაღელი სპეციალისტები ახორციელებდნენ. ამავე პერიოდში გაგრაში მეორე სომხური ბატალიონიც ჩამოყალიბდა.

დამრტყმელი ძალა
1993 წლის 16 სექტემბერს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და იერიშზე გადავიდნენ. სოხუმის შტურმის დროს, სომხური ბატალიონი სეპარატისტთა რიგებში ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან ნაწილს წარმოადგენდა. შეტევის წინ სომხურმა ბატალიონმა საზღვარგარეთ მცხოვრები სომხებისაგან დიდი დახმარება მიიღო. სომხურმა დიასპორამ ბაგრამიანის ბატალიონი უახლესი იარაღით აღჭურვა. სოხუმის შეტევაში ორივე სომხური ბატალიონი მონაწილეობდა. 27 სექტემბერს სწორედ ბაგრამიანის ბატალიონი ახორციელებდა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობის აღების ოპერაციას.

სოხუმის დაკავების შემდეგ, სომხურმა ბატალიონმა სეპარატისტებთან ერთად, ქართული მოსახლეობის სასტიკი აწიოკება დაიწყო. ქართველების შეურაცხყოფამ, ძარცვამ, გაუპატიურებამ, დახვრეტამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ბაგრამიანის ბატალიონს შემთხვევით ხელში ჩაუვარდა იმ სოხუმელი სომხების სია, რომლებიც ქართველებთან ერთად ქალაქის ქუჩებში წესრიგს იცავდნენ. ამ სიის მიხედვით, სომხებმა ქართველებისადმი ლოიალურად განწყობილი თანამემამულეების ლინჩის წესით გასამართლება დაიწყეს.

სომხურ ბატალიონს იყენებდნენ გალის რაიონში ქართველთა მასობრივი დეპორტაციის ოპერაციებში, რომელიც ომის შემდგომ პერიოდში პერიოდულად მიმდინარეობდა. ზოგიერთი მონაცემებით, სომხური ბატალიონის მეშვეობით გალიდან განიდევნა 30 ათასზე მეტი ქართველი, მოკლეს 50 მშვიდობიანი მოსახლე და დაახლოებით, 2 ათასამდე სახლი გადაწვეს.

სოხუმის შემდეგ ბაგრამიანის ბატალიონი კოდორის ხეობაში გადაისროლეს, სადაც მათ სვანური ფორმირებების წინააღმდეგობას სძლიეს და დაბა ლათა და კოდორის გვირაბი აიღეს.

ომის დროს აფხაზთა არმიის რიგებში ორი ათასზე მეტი სომეხი იბრძოდა. სეპარატისტთა მონაცემებით, ბრძოლების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის აფხაზეთის გმირის წოდება თერთმეტ სომეხს მიენიჭა, ხუთმა "ლეონის" ორდენი მიიღო, ხოლო ათმა მედალი გმირობისათვის.
დაბრკოლებები ვის არ ქონია,
გაუმკლავდებით იცოდეთ ამას,
მიდით რუსებო თუ შეგვაჩერებთ,
ყველა ქართველი ვიყვირებთ ამას...
ჩვენ გაგვამწარეთ, ჩვენი დრო დადგა,
თქვენი ძალღონე წარსულს ჩაბარდა,
თქვენი სიმტკიცე შორს გადაგვარდა,
თქვენს წინააღმდეგ ქართველნი აღსდგა!!!

User avatar
tetri arwivi
ფორუმელი
Posts: 20
Joined: 18 May 2013 12:35

Re:

Postby tetri arwivi » 05 Jun 2013 08:52

Avaza wrote:მურზაყან
თორემ ერთი-ერთზე შანსი არ ჰქონდათ არც მაშინ და არც ეხლა, ანუ მართლა რომ გვეომა აფხაზეთში.
+1
დაბრკოლებები ვის არ ქონია,
გაუმკლავდებით იცოდეთ ამას,
მიდით რუსებო თუ შეგვაჩერებთ,
ყველა ქართველი ვიყვირებთ ამას...
ჩვენ გაგვამწარეთ, ჩვენი დრო დადგა,
თქვენი ძალღონე წარსულს ჩაბარდა,
თქვენი სიმტკიცე შორს გადაგვარდა,
თქვენს წინააღმდეგ ქართველნი აღსდგა!!!

User avatar
tetri arwivi
ფორუმელი
Posts: 20
Joined: 18 May 2013 12:35

Re: აფხაზეთის ომი

Postby tetri arwivi » 05 Jun 2013 09:39

სექტემბერში მომხდარი მოვლენები
1-15 სექტემბერი

– აფხაზეთში და განსაკუთრებით სოხუმში მასიურად ბრუნდება დევნილი მოსახლეობა. იწყება სასწავლო წელი. ქალაქში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

7 სექტემბერი

- ლ. ქობალია შეეცადა თავის კონტროლისთვის დაექვემდებარებინა გალის რაიონი.

10 სექტემბერი

- საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა გამოსცა განკარგულება „აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“, რომლის მიხედვით „სამშვიდობო პროცესის შეუქცევადობის მიღწევის, ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების მიზნით“ აღმასრულებელ სტრუქტურებს დაევალათ რიგი ღონისძიებებისა.

14 სექტემბერი

- პარლამენტთან უთანხმოების გამო ე. შევარდნაძემ გააკეთა განცხადება მისი შესაძლო გადადგომის შესახებ, რასაც მოჰყვა მისი მომხრეების მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი სახელმწიფოს მეთაურის მხარდამჭერი მიტინგი.

15 სექტემბერი

- ლ. ქობალია აწყობს „ლაშქრობას“ გურიის მხარეში.

16 სექტემბერი

- სეპარატისტებმა დაიწყეს შტურმი ე. წ. აღმოსავლეთის (ტყვარჩელ-ოჩამჩირის მიმართულება) ფრონტზე.

17 სექტემბერი

- გუმისთა გადმოლახეს რუსეთის სპეცდანიშნულებისა და კონფედერატთა რაზმებმა. აიღეს ორივე ხიდი, სოფ. აჩადარის ნაწილი. ძალები უთანასწოროა. ქართულ მხარეს არ გააჩნია მძიმე ტექნიკა, არტილერია, ყუმბართმტყორცნები. განიცდის ტყვია-წამლის ძლიერ ნაკლებობას.

- მოწინააღმდეგე არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით ახორციელებს შეტევას სოხუმის რაიონის სოფლებზე: თავისუფლება, ბირცხა, ოდიში.

- მთიელ ხალხთა კონფედერაციამ გამოსცა ბრძანება აფხაზეთში დასაბრუნებლად ყველა სამხედრო ფორმირების სრული საბრძოლო მზადყოფნის შესახებ.

- ე. შევარდნაძე ადლერში შეხვდა პ. გრაჩოვს. საუბარი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

18 სექტემბერი

- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის ე. შევარდნაძის მიმართვა („მიმართვა ჩემი სამშობლოს ყველა მეგობარს!“): „მოგმართავთ თქვენ ალყაში მოქცეული სოხუმიდან. ბრძოლები ახალა ყველგან მიმდინარეობს. რაც უნდა მოხდეს, (…) არ მივატოვებ სოხუმელებს... ეს ძალა პირდაპირ საცხოვრებელ უბნებს ბომბავს. (…) გუდაუთის ლიდერები ამბობენ, რომ იბრძვიან თავისუფლებისათვის, მშობლიურ მიწაზე ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად. მაგრამ ასეთივე თავისუფლება სწყურია და ასეთივე უფლების მოპოვებას ცდილობს 240 ათასი ქართველი, რომელთაც საუკუნეთა მანძილზე გაუდგამთ ფესვები აქაურ მიწაზე. ჩვენ აქედან არავის გაძევებას არ ვაპირებთ მაშინ, როცა გუდაუთის დაჯგუფების მფარველთა დანაშაულებრივმა ნებამ განდევნა და გააძევა 150 ათასი ქართველი, რომლებიც ახლა ავადმყოფობითა და შიმშილით იხოცებიან რუსეთისა და საქართველოს ქალაქებში. მათთან ერთად ათასობით აფხაზი, რუსი, სომეხი აღმოჩნდა აყრილი საკუთარი კერიდან. ჩვენ არც არავის დაპყრობა განგვიზრახავს - განა შეიძლება საკუთარ მოქალაქეთა დაპყრობა და ოკუპირება საკუთარი მიწისა, რომელიც ჩვენი უძველესი კულტურისა და სახელმწიფოებრიობის კერაა? ჩვენ მხოლოდ რესპუბლიკის სუვერენიტეტის და მისთვის სასიცოცხლო არტერიების დაცვას ვცდილობდით, გვსურდა ბოლო მოღებოდა დივერსიასა და ტერორს. აფხაზთა ბანდების ბელადებმა კარგად უწყოდნენ ყოველივე, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიას ბანდიტები, მოძალადეები, ტერორისტები იყენებდნენ საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ მოქმედებათა ჩასადენად. მაგრამ ითმენდნენ ყოველივეს და განზრახული ჰქონდათ ეს კოზირი თავისი ინტერესებისათვის გაეთამაშებინათ. ეს მათ შეძლეს კიდეც და მოახერხეს რუსეთისა და ჩვენი ქვეყნის იმ ძალების უშუალო მხარდაჭერითა და თანამონაწილეობით, რომლებსაც საქართველოს დანაწევრება ჰქონდათ განზრახული. ახლა, როცა ანტიხალხური ძალების მოქმედება თვით საქართველოშიც ერთ ნაკადად შეიკრა, სოჭის ხელშეკრულების, როგორც გუდაუთაში ამბობენ, „სპონტანური“ ძირის გამოთხრა, რუსეთის ზოგიერთი უმაღლესი ჩინის სამხედროთა მოქმედება და რუსეთის პარლამენტის პოლიტიკა ჩვენ გვაძლევს უფლებას ვამტკიცოთ, რომ კარგად კოორდინირებულ და სინქრონიზებულ ერთობლივ შემოტევასთან გვაქვს საქმე. მე მინდა მსოფლიომ შეიგნოს: აფხაზეთი იმპერიის სისხლიანი რევანშის საბრძოლო ველია, „მეორე აგვისტოა“, იმ დენთის კასრია, რომლის მეშვეობითაც არა მარტო შევარდნაძის საქართველო სურთ ააფეთქონ, არამედ ელცინის რუსეთიც. 1992 წლის 3 სექტემბერს ჩვენ მოსკოვში ხელი მოვაწერეთ შემაჯამებელ დოკუმენტს. ჯერ ქაღალდს მელანი არ შეშრობოდა, რომ ეს დოკუმენტი დაქირავებულთა ჩექმებით გათელეს, რომლებმაც უიარაღო გაგრა შტურმით აიღეს. 1993 წლის 14 მაისს დავთქვით: შეგვეწყვიტა ცეცხლი, მაგრამ სოხუმი კვლავ შეტევის ობიექტი გახდა, როგორც ხმელეთიდან, ისე ზღვიდან და ჰაერიდან, ოჩამჩირის რაიონში კი თავით ფეხებამდე შეიარაღებული დესანტი გადმოსხეს და ქალაქი ბლოკადაში მოექცა. დაბოლოს, უკვე მერამდენედ, ვენდეთ რა რუსეთის სამშვიდობო მისიას, მის, როგორც გარანტისა და შუამავლის როლს, დავდეთ 1993 წლის 27 ივლისს შეთანხმება და პასუხად კვლავ ღალატი მივიღეთ. …კვლავ აქუხდნენ ქვემეხები და შეტევაზე გადმოვიდნენ ბოევიკები, რომლებიც თითქოს განიარაღებული ჰყავდათ, და ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვთქვათ, რომ ხელშეკრულების შესრულების გარანტმა მხარემ ან არ ისურვა, ან ვერ შეძლო ყოფილიყო გარანტი. თავისთავად კონსტრუქციული მოლაპარაკება, დეზავუირებული იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის ზოგიერთი ხელქვეითის განცხადებებითა და რუსეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით. არავითარი დადებითი შედეგი არ მოუტანია, ჯერჯერობით, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. და მაინც, მე კვლავ მივმართავ ბორის ნიკოლოზის ძე ელცინს, გაეროს უშიშროების საბჭოსა და ბატონ ბუტროს გალის, მთელ პროგრესულ დემოკრატიულ რუსეთს, მთელ მსოფლიო გაერთიანებას მოწოდებით: ნუ დაუშვებთ საზარელ დანაშაულს, შეაჩერეთ პატარა ქვეყნის დასჯა, იხსენით ჩემი ხალხი იმპერიული რეაქციის კოცონზე დაწვისაგან. მსოფლიოს უფლება არა აქვს, შეურიგდეს ერთ-ერთი უძველესი ხალხის, დიდი კულტურის შემოქმედისა და მაღალი სულიერი ტრადიციების ქვეყნის მოსპობას. პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ, თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ საქართველოსთვის, მისთვის უმძიმესი განსაცდელის ჟამს. (...) იმედს ვამყარებ მეგობარი უკრაინელი ხალხის დახმარებაზე... ასევე იმედს ვამყარებ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებისა და რესპუბლიკების, ჩვენი ისტორიული მეზობლების - სომხეთისა და აზერბაიჯანის, აგრეთვე თურქეთისა და ირანის სოლიდარობაზე... იქნებ, ვინმემ თქვას, რომ ეს სასოწარკვეთის ამოძახილია. არა! თუ ეს მაინც ამოძახილია, ეს არის სულის, ჩემი და ჩემი ხალხის ამოძახილი. და მინდა, რომ ეს ყველამ გაიგოს, რადგან კაცობრიობა ბედნიერი ვერ იქნება, მშვიდად ვერ ისარგებლებს მშვიდობის სიკეთით, სანამ დაღუპვის საფრთხე ელის თუნდაც ერთს, დაე, ყველაზე მცირერიცხოვან ხალხს... სროლა გრძელდება. არ გემშვიდობებით. გამომშვიდობება არ მინდა. დაე, ღმერთმა არ მოგაკლოთ მშვიდობა და ბედნიერება“.[24]

18 სექტემბერი

- რუსეთის თავდაცვის მინისტრი პ. გრაჩოვი პრესკონფერენციაზე მოსკოვში აკეთებს პროვოკაციულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია: „არც ქართველთა, არც აფხაზთა მხარეებს არ სურთ მშვიდობა. ერთი ღრმად ჩაეფლო სისხლში, მეორეს კი ვერ გაუკონტროლებია სიტუაცია. საქართველოში მიმდინარეობს ნამდვილი სამოქალაქო ომი და არა მარტო აფხაზეთში“.

19 სექტემბერი

- ადლერში გაიმართა აფხაზეთში ვითარების მოწესრიგების გაერთიანებული კომისიის პირველი სხდომა. შეხვედრამ აფხაზური მხარის დესტრუქციული პოზიციის გამო უშედეგოდ ჩაიარა (ძირითადად აქტიურობდა ნ. ხაშბა - სეპარატისტთა მთავრობის მეთაურის პირველი მოადგილე).

-ტამიშისა და ძველი კინდღის საავტომობილო ტრასას სეპარატისტთა რაზმები აკონტროლებენ.

- რუსეთის მთავრობამ (ვ. ჩერნომირდინის ხელმოწერით) გამოსცა განკარგულება „აფხაზთა მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სოჭის 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“, რომელშიც ნათქვამია: „თუ აფხაზეთის მხარე კვლავაც არ დაიცავს სოჭის შეთანხმებას, განხორციელდეს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ღონისძიებები, კერძოდ, შეუწყდეს ენერგომომარაგება აფხაზეთს რუსეთის ტერიტორიიდან“.[25]

21 სექტემბერი

- ე. შევარდნაძე ეწვია სოხუმის შემოგარენში განლაგებული საბრძოლო პოზიციებს.

[[21]-23 სექტემბერი

- რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმები, აფხაზი სეპარატისტები და დაქირავებული „ბოევიკები“ შემოვიდნენ სოხუმის შემოგარენში.

- სოხუმის “შუქურას” რაიონში მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო უპირატესობის მიღწევა, მაგრამ სამაგიეროდ წინ წაიწია შრომის მხრიდან და სოხუმის ფუნიკულიორს მიადგა. შემდგომ მთლიანად აიღო აჩადარა და ლეჩქოფის სასაფლაოდან გავიდა ცენტრალურ სადგურთან, გადაკვეთა რკინიგზა, გავიდა ზღვის სანაპირომდე და ალყაში მოაქცია შუქურას მიდამოებში მებრძოლი ბატალიონები; მეორე ნაწილი გაუყვა ჭოჭუას ქუჩას და ე.წ. ტრაპეციის მთასთან (ფუნიკულიორის მოპირდაპირე) შეუერთდა შრომის მხრიდან შემტევ შენაერთს.

23 სექტემბერი

- ე. შევარდნაძემ სოხუმში გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც შეაფასა შექმნილი მძიმე ვითარება.

24 სექტემბერი

- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურმა ე. შევარდნაძემ რადიოთი მიმართა სოხუმის მოსახლეობას და ქალაქის დამცველებს: „...სოხუმელებო, საქართველოს მოქალაქენო!.. მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი გმირობით, ვაჟკაცობითა და თავდადებით… სეპარატისტებს და ავანტიურისტებს, რომლებსაც ისტორია გაასამართლებთ, უნდათ, რომ ქართველმა კაცმა ამ ქართულ ქალაქში აღარ იცხოვროს. ბევრს უნდა, რომ გაგრის ტრაგედია სოხუმშიც გაიმეოროს… ვიცი, რომ თქვენ ძალიან გიჭირთ. ბევრმა გასაგები მიზეზების გამო დატოვა სოხუმი, მაგრამ თქვენ აქ დარჩით იმისთვის, რომ იბრძოლოთ სოხუმისა და საქართველოსთვის… მოგმართავთ თქვენ, სოხუმის მოქალაქენო, მოგმართავთ ჯარისკაცებს, ოფიცრებსა და გენერლებს: (...) ჩვენ არ გვაქვს უფლება შევდრკეთ, ჩვენ ყველანი ჩვენს ადგილზე უნდა ვიდგეთ. უნდა გავამაგროთ ქალაქი, გადავარჩინოთ სოხუმი… მე მინდა გითხრათ ისიც, რომ (...) ბატონი ჟიული შარტავა, მისი კოლეგები, ქალაქის ხელმძღვანელობა, ქალაქი და მთელი რაიონები, რომლებიც სოხუმს გარს არტყია - ყველანი საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ამას კარგად ხედავს ჩვენი მოწინააღმდეგე და ამიტომაც ასეთი სიძულვილით და ასეთი გამძაფრებით ებრძვის, ანგრევს ჩვენს საყვარელ სოხუმს… მე მინდა ყველას გთხოვოთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, შეინარჩუნოთ თქვენთვის ჩვეული გამძლეობა, ვაჟკაცობა და თუ რომელიმე ქუჩაზე, რომელიმე უბანში გამოჩნდება მტერი, მას ისე უნდა დავხვდეთ, როგორც ეს მტერს ეკადრება“...[26]

18-27 სექტემბერი

- სენაკში ჩეჩნეთიდან ჩამოფრინდა ზ. გამსახურდია. აწყობს მიტინგებს სენაკში, ჩხოროწყუში, ზუგდიდსა და გალში, ჩადის ოჩამჩირეში და შეხვდას აწყობს სამთავრობო ჯარების რიგ ხელმძღვანელებთან.

16-27 სექტემბერი

- თვენახევარმა ცეცხლის შეწყვეტამ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა გახიზნული მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა და უკან, აფხაზეთში, სოხუმში მოაბრუნა. სკოლები სავსეა ბავშვებით. ტრის შეტევის შემდეგ ადგილობრივი მებრძოლები ძლიერ განიცდიან ოჯახების ბედს. სამგზავრო ავიაცია ვერ უმკლავდება ბავშვთა და ქალთა, მოხუცთა გადაყვანას უსაფრთხო ადგილას. მოსახლეობა იმდენადაა მიჩვეული მტრის შემოტევებს, დაბომბვებს და სხვა უბედურებას, რომ მშვიდად ტოვებს ქალაქს. არავის არ სჯერა, რომ სოხუმი დაეცემა: არც იმ საშინელებას გრძნობენ, ქალაქის აღების შემდეგ რომ ელოდებათ ქართველებს, რომელსაც მსოფლიო გენოციდად შეაფასებს შემდგომ...

- მთელი საქართველოდან დამატებით იგზავნება სოხუმში მოხალისეთა ძალები. ქვეყანაში მოიხსნა თითქმის ყველა ავია რეისი და სახელდახელოდ შეკრებილი მეომრები მიემართებიან ფრონტზე. გუმისთასთან და ქ. სოხუმში იმართება მრავალი უთანასწორო ბრძოლა. მტერმა ააფეთქა სოხუმის (ბაბუშერის) აეროპორტიდან აფრენილი დევნილებით სავსე თვითმფრინავი, რომელშიც ყველა ჩაიწვა.

- სეპარატისტთა მიერ ჩამოგდებულ იქნა და ზღვაში ჩავარდა სოჭიდან მომავალი თვითმფრინავი, რომელშიც მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები ისხდნენ.

- სოხუმის აეროპორტში ჭურვების ზუსტი დარტყმით განადგურებულ იქნა მგზავრებით სავსე თვითმფრინავი. აქვე დაიღუპა სახელოვანი ქართველი სპორტსმენის ლევან თედიაშვილის ვაჟი ვახტანგ თედიაშვილი, რომელიც დამწვარი თვითმფრინავის მშველელთა რიცხვში იყო.

- მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები იმართება ყოფილი ხელისუფლების მომხრეებთან, რომელთა შეიარაღებული ფორმირებები სამეგრელოში იყვნენ დისლოცირებულნი. მათი მეთაურები (ლოთი ქობალია, აკაკი ელიავა) უარს აცხადებენ „ხუნტის“ ჯარებთან ერთად ომში ჩაბმაზე და ალყაშემორტყმულ სოხუმს არ ეხმარებიან.

- სოხუმი–ოჩამჩირის საავტომობილო ტრასაზე მდ. კოდორის სიახლოვეს თავმოყრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი შენაერთი (დაახლოებით 3 ათასი მებრძოლი და 60-მდე ჯავშანტექნიკა), ასევე ექსპრეზიდენტის მომხრეთა შეიარაღებული ფორმირებები, რომელებიც სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებს მდინარის ფორსირებას და სოხუმელთა დახმარებას.

27 სექტემბერი

- მოწინააღმდეგემ სოხუმი აიღო. ე. შევარდნაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბთან ერთად გადადის დაბა აგუძერაში.

- საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება, სადაც მოუწოდა ე. შევარდნაძეს დაბრუნებულიყო თბილისში თავისი მოვალეობის შესასრულებლად, რაც თავიდან ააცილებდა საქართველოს უფრო დიდ სისხლისღვრასა და სამოქალაქო ომს.

25-28 სექტემბერიდან

– მოსახლეობა და ჯარის ნაწილები ორი მიმართულებით იხევდნენ უკან. დევნილების ერთი ნაწილის ევაკუაცია ხდებოდა ზღვიდან (გულრიფშის რ-ნი), ხოლო მეორე, გაცილებით დიდი მასის, კოდორის (დალის) ხეობით, მერხეული-წებელდა-ლათა-აჟარა-გენწვიში-ჩხალთა-საკენის გზით. მთის გზას, რომელსაც “გოლგოთის გზა” შეარქვეს, მიუყვებოდა ასობით მსუბუქი და სატვირთო მანქანა, ათიათასობით ადამიანი. მათ პრაქტიკულად არ ჰქონდათ საკვები და ადამიანები შიმშილისაგან იღუპებოდნენ. ადგილობრივი სვანი მოსახლეობა, რითაც შეეძლო, ეხმარებოდა დევნილებს. ხალხი ჭუბერის უღელტეხილისკენ მიიწევდა. ამ პერიოდში მაღალთმიანეთში ღამით სუსხია. ბავშვები, მოხუცები, ქალები სიცივისგან ავადდებოდნენ. დაუზუსტებელი მონაცემებით, უღელტეხილის გადასვლისას დაიღუპა 400–ზე მეტი ადამიანი. მიცვალებულებს, ხშირ შემთხვევაში, იქვე ასაფლავებენ. საქართველოს ხელისუფლებამ დახმარებისთვის მიმართა მსოფლიოს თანამეგობრობას. ზოგიერთი ქვეყანა გამოეხმაურა, კერძოდ, უკრაინა და სომხეთი, რომლებმაც სატრანსპორტო ვერტმფრენები გამოგზავნეს. ხელისუფლება და ადგილობრივი მოსახლეობა ხალხს ეხმარებოდა პურით, ხორცით, კონსერვებით, თბილი ტანსაცმლით... ამასთან ერთად, კოდორის ხეობაში აღმოჩნდნენ ბანდიტური ჯგუფები და კრიმინალური ელემენტები, რომლებიც ადამიანებს ართმევდნენ ყველაფერს, შეურაცხყოფას აყენებდნენ უმწეოებს, ამცირებდნენ მათ ადამიანურ ღირსებას.

28 სექტემბერი

- გრძელდება გულრიფშის რაიონის (მაჭარა, აგუძერა) დაბომბვა. ზღვიდან და ხმელეთიდან დამიზნებით ბომბავენ დრანდის აეროპორტს.

- დრანდის აეროპორტიდან აფრენილ თვითმფრინავს, რომელშიც იმყოფებიან ე. შევარდნაძე და მთავრობის ზოგიერთი წევრი, აგრეთვე მრავალი დევნილი ბავშვი და ქალი, – ცეცხლს უშენენ ზღვიდან, მაგრამ ის მაინც ახერხებსბათუმის გავლით უვნებლად თბილისში ჩაფრენას.

- დრანდის აეროპორტიდან საღამოს 5 საათზე გამოფრინდა აეროპორტის უფროსის ზ. ხაინდრავას ინიციატივით ბოლო წუთებში სახელდახელოდ შეკეთებული თვითმფრინავი, რომლითაც აეროპორტში ჩარჩენილი 120-მდე მოხუცი, ბავშვი, ქალი ქუთაისის გავლით ჩამოყვანილ იქნა თბილისში.

29 სექტემბერი

- სეპარატისტთა და დაქირავებულთა რაზმები შედიან გულრიფშში.

– სოხუმის 23–ე ბრიგადის მებრძოლებმა დაიხიეს კოდორის ხეობის მიმართულებით. მათ პოზიციები გაამაგრეს და ხალხს საშუალება მისცეს სამშვიდობოს გასასვლელად.

30 სექტემბერი

– სოხუმში აფხაზებმა დახვრიტეს 62 ქართველი.[27]

- მოწინააღმდეგემ დაიკავა ოჩამჩირე და გალი. მდ. ენგურს მიადგა 2000 საათისთვის. გალის რ-ის მოსახლეობა გაიხიზნა ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში.

–დაიწყო ეთნიკური ქართველების მასობრივი განადგურება აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებში
[/color]
დაბრკოლებები ვის არ ქონია,
გაუმკლავდებით იცოდეთ ამას,
მიდით რუსებო თუ შეგვაჩერებთ,
ყველა ქართველი ვიყვირებთ ამას...
ჩვენ გაგვამწარეთ, ჩვენი დრო დადგა,
თქვენი ძალღონე წარსულს ჩაბარდა,
თქვენი სიმტკიცე შორს გადაგვარდა,
თქვენს წინააღმდეგ ქართველნი აღსდგა!!!

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 14 Jun 2013 10:13

მოკლული ქართველი მთავრობის სახლის მიდამოებში.

Image

ეს ფოტო ვინც გადაიღო (ჟურნალისტი სოლოვიოვი), შემთხვევით მოკლა აფხაზმა ბაევიკმა მთავრობის შენობის შტურმის დროს.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 14 Jun 2013 11:53

ქვეყნები რომლებმაც გაეროში მხარი არ დაუჭირეს აფხაზეთში და ცხინვალში ქართველი ლტოლვილების დაბრუნებას.

Image
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Shaman
ფორუმელი
Posts: 843
Joined: 29 Jun 2009 20:16
Location: თბილისი

Re: აფხაზეთის ომი

Postby Shaman » 14 Jun 2013 12:08

სასომხეთი არის N2 მტერი რუსეთის მერე საქართვეოს სახელმწიფოსი.თავის ინტერესებს ყველაზე მეტად ეს ქვეყანა ანხორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე,ვიდრე რუსეთი,ვიდრე თურქეთი და ვიდრე ირანი
.

User avatar
tetri arwivi
ფორუმელი
Posts: 20
Joined: 18 May 2013 12:35

Re: აფხაზეთის ომი

Postby tetri arwivi » 14 Jun 2013 20:24

Shaman wrote:სასომხეთი არის N2 მტერი რუსეთის მერე საქართვეოს სახელმწიფოსი.თავის ინტერესებს ყველაზე მეტად ეს ქვეყანა ანხორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე,ვიდრე რუსეთი,ვიდრე თურქეთი და ვიდრე ირანი
+100000000000000000000000
დაბრკოლებები ვის არ ქონია,
გაუმკლავდებით იცოდეთ ამას,
მიდით რუსებო თუ შეგვაჩერებთ,
ყველა ქართველი ვიყვირებთ ამას...
ჩვენ გაგვამწარეთ, ჩვენი დრო დადგა,
თქვენი ძალღონე წარსულს ჩაბარდა,
თქვენი სიმტკიცე შორს გადაგვარდა,
თქვენს წინააღმდეგ ქართველნი აღსდგა!!!

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: აფხაზეთის ომი

Postby NAZGHA » 14 Jun 2013 20:44

Shaman
რანაირად დაუჭერდა მხარს, მაგან რომ დევნილების აფხაზეთში დაბრუნებას დაუჭიროს მხარი მთიან ყარაბაღში რა ქნას მერე.
ან დიდ რუსეთს როგორ აწყენინებს, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
Shaman
ფორუმელი
Posts: 843
Joined: 29 Jun 2009 20:16
Location: თბილისი

Re: აფხაზეთის ომი

Postby Shaman » 14 Jun 2013 23:29

NAZGHA wrote:Shaman
რანაირად დაუჭერდა მხარს, მაგან რომ დევნილების აფხაზეთში დაბრუნებას დაუჭიროს მხარი მთიან ყარაბაღში რა ქნას მერე.
ან დიდ რუსეთს როგორ აწყენინებს, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო.

ეგ ყველაფერი თავისთავად,დიდი რუსეთი და ყარაბაღის პრობლემატიკა.
მაგრამ საქმე უფრო სიღრმისეულ განხილვას საჭიროებს,აფხაზეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი სომხებით არის დასახლებული,გაგრაში და მაგეთ მხარეს ხომ საერთოდ.აშკარა ინტერესები აქვს სასომხეთს აფხაზეთის ტერიტორიაზე.დარწმუნებული ვარ რომ,არც ყარაბაღის და არც რუსეთის წინაშე "ვალდებულებების" პრობლემა რომ არ ქონდეს,მაინც არ დაუჭერდა მხარს დევნილთა დაბრუნებას აფხაზეთში.
.

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 15 Jun 2013 09:57

ჩვენ რომ სომხეთის ადგილზე ვიყოთ ტერიტორიულად, იცით რა დღეში ჩაგვაგდებდნენ? ბლოკადა იქნებოდა 100% - იანი ... + მკაცრი სავიზო რეჟიმი გვექნებოდა მაგათთან ...

ძალიან უსუსრები ვართ, თორემ ეგრევე სავიზო რეჟიმი უნდა აჯახო მაგ თავხედობის გამო + წინასწარ უნდა ყოფილიყვნენ გაფრთხილებულები ამის შესახებ.

ისე რუსეთი რა კომპანიაშია ... :lol:
მაგათ ადგილზე შემრცხვებოდა ... ზა დერჟავუ აბოდნო სლუში ... :)
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
tetri arwivi
ფორუმელი
Posts: 20
Joined: 18 May 2013 12:35

Re:

Postby tetri arwivi » 15 Jun 2013 15:59

Avaza wrote:ჩვენ რომ სომხეთის ადგილზე ვიყოთ ტერიტორიულად, იცით რა დღეში ჩაგვაგდებდნენ? ბლოკადა იქნებოდა 100% - იანი ... + მკაცრი სავიზო რეჟიმი გვექნებოდა მაგათთან ...

ძალიან უსუსრები ვართ, თორემ ეგრევე სავიზო რეჟიმი უნდა აჯახო მაგ თავხედობის გამო + წინასწარ უნდა ყოფილიყვნენ გაფრთხილებულები ამის შესახებ.

ისე რუსეთი რა კომპანიაშია ... :lol:
მაგათ ადგილზე შემრცხვებოდა ... ზა დერჟავუ აბოდნო სლუში ... :)
+1 დაა მგონი ჩგვენმა მთავრობამ უნდა აგრძნობინოს მაგათ, რომ არასპრავედლივად მოიქცნენ, მაგრამ ასიანი ვიცი რომ ასე არ / ვერ მოხდება!!! :evil:
დაბრკოლებები ვის არ ქონია,
გაუმკლავდებით იცოდეთ ამას,
მიდით რუსებო თუ შეგვაჩერებთ,
ყველა ქართველი ვიყვირებთ ამას...
ჩვენ გაგვამწარეთ, ჩვენი დრო დადგა,
თქვენი ძალღონე წარსულს ჩაბარდა,
თქვენი სიმტკიცე შორს გადაგვარდა,
თქვენს წინააღმდეგ ქართველნი აღსდგა!!!

User avatar
tetri arwivi
ფორუმელი
Posts: 20
Joined: 18 May 2013 12:35

Re: აფხაზეთის ომი

Postby tetri arwivi » 15 Jun 2013 16:01

საინტერესო ვიდეო მასალებია აფხაზეთის ომთან დაკავშირებით... ნახეთ!
http://www.youtube.com/watch?v=6JmNkIRCwLA

http://www.youtube.com/watch?v=c0H8l_n7I6c
დაბრკოლებები ვის არ ქონია,
გაუმკლავდებით იცოდეთ ამას,
მიდით რუსებო თუ შეგვაჩერებთ,
ყველა ქართველი ვიყვირებთ ამას...
ჩვენ გაგვამწარეთ, ჩვენი დრო დადგა,
თქვენი ძალღონე წარსულს ჩაბარდა,
თქვენი სიმტკიცე შორს გადაგვარდა,
თქვენს წინააღმდეგ ქართველნი აღსდგა!!!

User avatar
1992WAR
ფორუმელი
Posts: 21
Joined: 05 Feb 2017 14:36

Re: აფხაზეთის ომი

Postby 1992WAR » 05 Feb 2017 15:01

ვინმემ რამე იცით ამ აფხაზი ტყვე ბიჭის შესახებ? მკითხველის კომენტარებს ჩავუჯექი და ზოგი ამბობს ცოცხალიაო, ზოგიც კიდე - სვანემბა მოკლეს ჰოსპიტალშიო. ვეღარაფერი გავიგე((

Last edited by 1992WAR on 05 Feb 2017 15:31, edited 1 time in total.

User avatar
1992WAR
ფორუმელი
Posts: 21
Joined: 05 Feb 2017 14:36

Re: აფხაზეთის ომი

Postby 1992WAR » 05 Feb 2017 15:29

anti-apsua 14:34:33
ეს პიროვნება მოკლული იყო სოხუმის საავადმყოფოში მხედრიონელების მიერ. მასთან ერთად მოკლეს მეორე ტყვე (იმ დღეს ერთად აიყვანეს), თუ არ მეშლება რომა ერქვა. მაშინ სოხუმში ლაპარაკობდნენ, რომ სვანებმა გააკეთეს - მეტყვიამფრქვევი იმ დღეს დაიღუპა და შევარდნენ პალატაში...



cyxymu 14:25:04
am afxazs erkva temur jenia. cyxymu.livejournal.com/354529.html ak devs mtliani versia am videosi


გოგა 14:23:11
ორივე დახვრიტეს სავანდკოპოსში


დათო 14:12:17
ტყუილია, ვინც ამბობს რომ უეჭველი კლავდნენ. ნასილკით გადაყავთ ერთმა კაცმა გამოიცია მარტო და ისიც ან ესროდა ან არა. ყველაფერ ჭორიკნების დონეზე ნუ განიხილავთ მას მაინც არ დახვრიტავდნენ



maximus 0 dislike 0 2012-04-10 13:26:33
cyxymu
rogorc vici eg gadarcha, meore tyvis kadrebic gaqvs shen nanaxi, cverebiani roa oficeri, egec gadarcha, mere gacvales chvenebma, magis kadrebic maqvs ukve gamojanmrtelebuli ro laparakobs.