აფხაზეთის ომი

არმიები, ტაქტიკა, შეიარაღება, კონფლიქტები, რეზერვი, სამოქალაქო თავდაცვა.
User avatar
PATRIOGE
ფორუმელი
Posts: 33
Joined: 27 Apr 2013 19:00

Re: აფხაზეთის ომი

Postby PATRIOGE » 04 May 2013 19:45

1992 wlis seqtembris bolostvis, gagrashi tavmoyrili iyo ~3 000 kaciani shenaerti...
Gagris dajgufebis xelmdzgvaneltan m. Marinashviltan ki mxolod avazas 109 kaci iyo... 2 oqtombers abxazurma 2000 kacianma shenaertma gagraze sheteva daiwyo! ! !

Ratom datoves marinashvili 109 kacis amara, mashin roca gagrashi sami atasi kaci iyo? ? ?
-pasuxi: mowinaagmdeges rom gaadvilebiyo gagris ageba! (es yvelaferi edarastebma dagegmes, mizezi yvelam vicit ratomac! Gagra da mteli abxazeti gayiduli iyo!)
უძაღლო ქვეყანაში, ისევ კატების კნავილი მირჩევნია ვირთხების სისინს!
- - - - - - - - - - - - - - - - - -
დრო მოვა და სოხუმში ხორუმს ვიცეკვებთ!
- - - - - - - - - - - - - - - - - -
მტერი ასჯერ რომ მოგატყუებს და მაინც მას მიენდობი, უნდა აღიარო, რომ ბეცი ხარ!

User avatar
Javelin
ფორუმელი
Posts: 2752
Joined: 05 Apr 2009 21:20

Re: აფხაზეთის ომი

Postby Javelin » 04 May 2013 21:58

PATRIOGE
რამდენიმე დღეში 2900 შეიარაღებული მებრძოლი როგორ გაქრა გაგრის შტაბის გვერდის ავლით დადგენილი არის?
თუ ბრძანება მოვიდა ამოდენა დაჯგუფების გაყვანაზე და გაგრის შტაბი დაემორჩილა?

მთელი ომის განმავლობაში ერთი შეხედვით ისეთი დომხალია რომ შტაბი და სარდლობა კიარა ელემენტარულ დონეზეც კი არ არის დისციპლინა-სუბორდინაცია, მაგრამ უკან დახევის ყველა ბრძანებები შესრულებულია ზედმიწევნით ზუსტად და უმოკლეს ვადებში.
who dares wins!

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 05 May 2013 08:24

Javelin wrote:უკან დახევის ყველა ბრძანებები შესრულებულია ზედმიწევნით ზუსტად და უმოკლეს ვადებში.


ეს ზუსტად შენიშნე ...

დაგსჯიდნენ ბრძანება რომ არ შეგესრულებინა ... :)

ფაქტი: სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს ჩვენების საკმაო ნაწილი თვითნებურად ტოვებდა პოზიციებს და ზურგში ჩამოდიოდა დასასვენებლად.

ძალიან უცნაური ომი იყო ...
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
PATRIOGE
ფორუმელი
Posts: 33
Joined: 27 Apr 2013 19:00

Re: აფხაზეთის ომი

Postby PATRIOGE » 05 May 2013 15:48

Ukan daxeva rom ar shegesrulebina Namdvilad dasjidnen, vetanxmebi avazas!
Visac ukandaxeva swyinda da xandaxan arc ki asrulebda am brdzanebas - mokles! Albat mixvdit visac vgulisxmob. Esaaa vajkaci mixeil Marinashvil...
უძაღლო ქვეყანაში, ისევ კატების კნავილი მირჩევნია ვირთხების სისინს!
- - - - - - - - - - - - - - - - - -
დრო მოვა და სოხუმში ხორუმს ვიცეკვებთ!
- - - - - - - - - - - - - - - - - -
მტერი ასჯერ რომ მოგატყუებს და მაინც მას მიენდობი, უნდა აღიარო, რომ ბეცი ხარ!

User avatar
PATRIOGE
ფორუმელი
Posts: 33
Joined: 27 Apr 2013 19:00

Re: აფხაზეთის ომი

Postby PATRIOGE » 05 May 2013 15:49

Igive beds gaiziarebda yvela!!..
უძაღლო ქვეყანაში, ისევ კატების კნავილი მირჩევნია ვირთხების სისინს!
- - - - - - - - - - - - - - - - - -
დრო მოვა და სოხუმში ხორუმს ვიცეკვებთ!
- - - - - - - - - - - - - - - - - -
მტერი ასჯერ რომ მოგატყუებს და მაინც მას მიენდობი, უნდა აღიარო, რომ ბეცი ხარ!

User avatar
PATRIOGE
ფორუმელი
Posts: 33
Joined: 27 Apr 2013 19:00

Re: აფხაზეთის ომი

Postby PATRIOGE » 05 May 2013 17:28

აგვისტო მძიმე პერიოდია
საქართველოს უახლეს
ისტორიაში: ზაფხულის ამ
უკანასკნელ თვეს ორი ჩვენს
ქვეყანაში ორი ომი დაიწყო,
თანაც, ისე მოვახერხეთ, რომ
ორივეს დამწყების სტატუსი
გვერგო; ორივეში დავმარცხდით
და, ამის შედეგად, ჩვენი ქვეყნის
ტერიტორიის, სულ რაღაც, 67
000 კვადრატული
კილომეტრიდან, 80-
პროცენტიღა დაგვრჩა.
მიუხედავად გულზე მჯიღების
ცემისა, ქვეყნის არც ერთი
პეროდის ხელისუფლებას არც
ერთი ომი არ გაუანალიზებია,
არათუ დამნაშავეები დაუსჯია.
მხოლოდ იმას არკვევენ, როდის
უფრო მწარედ დავმარცხდით და
ვინ იყო უფრო ფეხმარდი
მტრისგან გამოქცევისას.
შესაბამისად, სავსებით
ლოგიკურია, რომ 2008 წლის
აგვისტოს ომში 1992-1993
წლების აფხაზეთის ომის
შეცდომები გავიმეორეთ, რაც იმ
არაოპტიმისტური ვარაუდის
საფუძველს გვაძლევს, რომ
მსგავსი შეცდომებისგან არც
მომავალში ვართ დაზღვეული.
აფხაზეთის ომის შემდეგ
საქართველოს სამხედრო
პროკურატურა იძიებდა
აფხაზეთის ომში დამარცხების
მიზეზებს. დასკვნაც დადო,
თუმცა ის დახურულ თათბირზე
განიხილეს, რომელსაც
იმდროინდელი და ომის
მონაწილე სამხედრო პირებიც
ესწრებოდნენ. როგორც, თავის
დროზე, სამხედრო
პროკურორმა, გამოძიების
ავტორმა, პირად საუბარში
მითხრა - ჯემალ ჭუმბურიძეს
პრივატულ საუბარში უთქვამს,
იმავე თათბირზე უთქვამს,
ყველანი დასახვრეტები ვართო.
ჩვენი მიზანი არც დამნაშავეების
გამოაშკარავებაა და არც მათი
დასჯა, უბრალოდ შევეცდებით,
თვითმხილველთა და
მონაწილეთა ნაამბობებით,
აღვადგინოთ 1993 წლის
სექტემბრის ბოლოსა და
ოქტომბრის დასაწყისში
აფხაზეთში განვითარებული
მოვლენები, უფრო ზუსტად,
ტრაგედია; იმ იმედითაც, რომ
თითოეულის სიმართლის
გადაკვეთაზე, ადრე თუ გვიან,
ჭეშმარიტებას მივაგნებთ.
ინფორმაცია განსჯისთვის: 1993
წლის პირველ სექტემბერს
სოხუმში სწავლა დაიწყო
(საქართველოს დანარჩენ
ტერიტქრიაზე კი – 15
სექტემბერს!) სახელმწიფოს
მეთაური ედუარდ შევარდნაძე
დევნილებს აქტიურად
მოუწოდებდა დაბრუნებისკენ
და არწმუნებდა, რომ 1993 წლის
27 ივლისის ხელშეკრულების
თანახმად, მშვიდობა
გარინტირებული იყო. აქვე
შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს
გაფორმდა სამმხრივი
ხელშეკრულება გაფორმდა, რის
მიხედვითაც, მხარეებმა მძიმე
ტექნიკისა და შეიარაღებული
ძალების დაშორიშორებისა და
ცეცხლის განუახლებლობის
ვალდებულება აიღეს. იმ
მარტივი მიზეზით, რომ
მოწინაღმდეგე მხარე,
სეპარატისტები, აფხაზეთის
ტერიტორიის მიღმა თავიანთ
შეიარაღებას ვერ გაიტანდნენ,
აშკარა იყო, რომ ქართული
მხარე არათანაბარ პირობებში
აღმოჩნდებოდა. რადგან
აფხაზეთი-სამეგრელოს
ადმინისტრაციულ საზღვარზე
მძიმე ტექნიკის გატანა ვერ
მოხერხდებოდა, ქართული
მძიმე ტექნიკა ზღვით გაიტანეს
ფოთში, სხვათა შორის, რუსული
სამხედრო გემებით, რაშიც
თბილისმა ფულიც გადაიხადა.
აფხაზეთიდან გამოვიდნენ
ისედაც არაორგანიზებული
ქართული შეიარაღებული
ფორმირებები. მათ მხოლოდ
მხოლოდ მცირე ოდენობის
მძიმე ტექნიკის გადამალვა
მოახერხეს. ერთი სიტყვით, ის
მცირერიცხოვანი ქართული
შენაერთებიც კი, რომლებიც 27
ივლისის ხელშეკრულების
შემდეგ დარჩნენ აფხაზეთის
ტერიტორიაზე, მხოლოდ
მსუბუქი შეიარაღების ამარა
დარჩნენ.
საინტერესოა, რომ
საქართველოს პარლამენტის
1993 წლის 24 ივლისის
სხდომაზე, რომელიც 27
ივლისის ხელშეკრულების
საკითხს იხილავდა, ხმათა
უმრავლესობის მოგროვება ვერ
მოხერხდა, ამიტომ
სახელმწიფოს მეთაურმა
ედუარდ შევარდნაძემ საკუთარი
პასუხისმგებლობით გაიტანა ეს
საკითხი, თუმცა მას შემდეგ, რაც
1993 წლის 16 სექტემბერს
მოწინააღმდეგემ სოხუმის
მასირებული შეტევა დაიწყო,
სახელმწიფოს მეთაურს თავისი
პასუხისმგებლობა აღარ
გახსენებია, სხვათა შორის, არც
მის ამომრჩეველს – არც ერთ
შემდგომ არჩევნებზე.
უძაღლო ქვეყანაში, ისევ კატების კნავილი მირჩევნია ვირთხების სისინს!
- - - - - - - - - - - - - - - - - -
დრო მოვა და სოხუმში ხორუმს ვიცეკვებთ!
- - - - - - - - - - - - - - - - - -
მტერი ასჯერ რომ მოგატყუებს და მაინც მას მიენდობი, უნდა აღიარო, რომ ბეცი ხარ!

User avatar
Javelin
ფორუმელი
Posts: 2752
Joined: 05 Apr 2009 21:20

Re: აფხაზეთის ომი

Postby Javelin » 05 May 2013 19:55

PATRIOGE
Avaza
საეჭვოა ვინმეს დასჯის შესაძლებლობა ჰქონოდა მაშინდელ სტრუქტურას. უბრალოდ საკმარისი ძალა ვერ დაგროვდა შესაბამის რგოლში რომ გადაძალულიყო იდიოტური გადაწყვეტილებები.

რაც შეეხება აფხაზეთის ომის გამოძიებას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არ გასაჯაროებულა არანაირი დოკუმენტაცია, არც არავინ დასჯილა.
როგორც ჩანს 2008 წლის ომზეც სიჩუმეა, რამოდენა მასალაა დაგროვილი მილპოლის საგამოძიებოში და იმტვერება ვინ იცის....
თუმცა აგვისტოს ომის შემთხვევაში ნამდვილად დაისაჯნენ, თანაც კანონის სრული სიმკაცრით სამხედროები/რეზერვისტები ვინაც დაკარგეს 100$ ღირებულების აკსები, ბოლო დღეს ქაოსური უკანდახევისას ჯგუფს მოწყვეტილი "დეზერტირები"......

სანამ ჩვენ კიდევ ერთ წრეზე მივდივართ და ვიგონებთ ველოსიპედებს -
http://en.wikipedia.org/wiki/U.S._Army_ ... ns_Learned
who dares wins!

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 05 May 2013 20:44

Javelin

Javelin wrote:სიჩუმე


სანამ ეგ სიჩუმე იქნება, მანამდე წავაგებთ ყ ვ ე ლ ა ომს ... :(
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
PATRIOGE
ფორუმელი
Posts: 33
Joined: 27 Apr 2013 19:00

Re: აფხაზეთის ომი

Postby PATRIOGE » 05 May 2013 20:46

Javelin
+1
უძაღლო ქვეყანაში, ისევ კატების კნავილი მირჩევნია ვირთხების სისინს!
- - - - - - - - - - - - - - - - - -
დრო მოვა და სოხუმში ხორუმს ვიცეკვებთ!
- - - - - - - - - - - - - - - - - -
მტერი ასჯერ რომ მოგატყუებს და მაინც მას მიენდობი, უნდა აღიარო, რომ ბეცი ხარ!

User avatar
PATRIOGE
ფორუმელი
Posts: 33
Joined: 27 Apr 2013 19:00

Re: აფხაზეთის ომი

Postby PATRIOGE » 05 May 2013 20:58

1993 წელი, 9 -30 სექტემბერი, სოხუმი „ისეთი სიჩქარით მოდიოდა მძიმე ტექნიკა, რომ ფეხით მომავალ მოსახლეობას ასწრებდა“ *აკაკი გასვიანი: - „ჩვენ უფრო ვგრძნობდით, რომ რუსები დაარღვევდნენ ხელშეკრულებას, ვიდრე სადაზვერვო ინფორმაციას ვეყრდნობოდით. შინაგანად გვეშინოდა ამის... 9 სექტემბერს ბატონმა ჟიული შარტავამ მინისტრთა საბჭოს სხდომა ჩაატარა, დაბარებული ჰყავდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები... მე, ბუნებრივია, ვარ ჩემს კაბინეტში ვიყავი. ბატონმა ჟიულიმ დამირეკა და მითხრა: ჩამობრძანდით, სხდომას უნდა დაესწროთო. ჩავედი... ბატონი ჟიული ამბობს, მოსალოდნელია შეთანხმების დარღვევა, საბაბი არ მივცეთ მოწინააღმდეგეს, ტექნიკა გასაყვანია, მაგრამ სხვა მხრივ მოიქეცით საკუთარი შეხედულებებისამებრო. ანუ დიპლომატიურად ამბობს სათქმელს. შემდეგ იქვე აცხადებს, რომ დღეიდან ძალოვან სტრუქტურებს უხელმძღვანელებს ბატონი აკაკი გასვიანი. ჩემთვის ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო მისი განცხადებები. ავდექი თუ არა, ხელით მანიშნა, გაჩუმდიო და მითხრა — ყველაფერი განზე გადადე, დღეიდან თადარიგი უნდა დავიჭიროთ, რადგან, შესაძლოა, რომ სოჭის ხელშეკრულებამაც წინა ხელშეკრულებების ბედი გაიზიაროს, დანარჩენზე ცალკე მოვითათბიროთო. რადგან ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ მძიმე ტექნიკის გაყვანაზე იყო ლაპარაკი, ადგილზე რჩებოდნენ ადგილობრივი ბატალიონები, 23-ე ბრიგადა, აფხაზეთის ქართული მილიცია. არსებობდა თავდაცვის სამი ზღუდე. პირველი, ბუნებრივია, გადიოდა ფრონტის წინა ხაზზე. ხელშეკრულების თანახმად, პირველი ხაზები უნდა დაგვეშორიშორებინა, ამდენად, იქ, ბუნებრივია, თავდაცვის ზღუდეებს ვერ მოვაწყობდით, მაგრამ, სამაგიეროდ, გვრჩებოდა მეორე და მესამე ზღუდეები. ადგილობრივი ბატალიონები, მოსახლეობისგან და მილიციისგან შექმნილი ჯგუფები დღე და ღამ მორიგეობდნენ. მე და ბატონმა ჟიულიმ სოხუმი ორ ნაწილად გავყავით. აღმოსავლეთი ნაწილი შეგნებულად დავუთმე ბატონ ჟიულის, იმიტომ რომ შედარებით უსაფრთხო იყო: ომში პირველი პირის სიცოცხლის შენარჩუნება ყოველთვის მნიშვნელოვანია. არავისგან არ შეგვხვედრია წინააღმდეგობა. თითოეული დგებოდა იქ, სადაც ვანაწილებდით. ალბათ, შინაგანად ყველა გრძნობდა საფრთხის არსებობას. ორი საათი თუ გვეძინა დღე-ღამის განმავლობაში, რადგან არ ვიცოდით, როდის აფეთქდებოდა ჭურვი. მოგვდიოდა ინფორმაციები და ვიცოდით, რომ ისინი დაარღვევდნენ ამ ხელშეკრულებას, მაგრამ არ ვიცოდით, როდის. 14 სექტემბერს ღამით მოწინააღმდეგემ მოძრაობა დაიწყო გუმისთის მხრიდან. მალულად შემოჰყავდათ რაზმები. 15-ში უკვე დიდი ძალა შემოიყვანეს და 16 სექტემბერს გამთენიისას შემოგვიტიეს. ძირითადად, იყვნენ რუსეთის მოქალაქეები: რუსი სამხედროები, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნეს ქალაქში ბრძოლებისთვის, ეგრეთ წოდებული მცოცავი- მოიერიშე ბრძოლებისთვის: ისინი იყოფიან ჯგუფებად, ერთი ჯგუფი ხოხვით მოიწევს წინ, მეორე კი ცეცხლს ხსნის და ყურადღება თავისკენ გადააქვს. ამასობაში კი, პირველი ჯგუფი დგება და გიტევს. იმავდროულად, ასეთივე ჯგუფები მოდიან სხვადასხვა მიმართულებიდან. ასეთი გახლავთ ქალაქში ბრძოლის ტაქტიკა. სწორედ ასეთი ჯგუფები მოამზადეს ჩვენ წინააღმდეგ. ამ ფუნქციას ასრულებდნენ რუსეთის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონები, რომლებსაც ჩვენ ვიზუალურად ვხედავდით. მათ ახლდნენ ჩრდილოკავკასიელი კონფედერატები... 16 სექტემბერს ისინი ტანკებით მოადგნენ გუმისთას და მთელი გადამალული ტექნიკა ერთბაშად წამოვიდა სოხუმზე, ჩვენ კი მხოლოდ ერთი ძველი ტანკი გაგვაჩნდა. ცოცხალი ძალა კი, დაახლოებით, ხუთი ათას კაცამდე, მხოლოდ ავტომატებით და ნაღმმტყორცნებით შეიარაღებული. ტყვია-წამალი გვქონდა, მაგრამ არა ყველასთვის სამყოფი. არ გაგვაჩნდა ტანკსაწინააღმდეგო არანაირი შეიარაღება, მაგრამ მაინც უძლებდნენ ბიჭები. კოლესნიკოვმა, რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა, სადაც დამუშავდა სოხუმზე შეტევის გეგმა, განაცხადა კიდეც, რომ 16 სექტემბერს სოხუმი დაეცემოდა. ესე იგი, მათ ეგონათ, რომ 16-ში ერთბაშად შემოიჭრებოდნენ ქალაქში. მოგეხსენებათ, სწავლა დაწყებული იყო, მოსახლეობა ბრუნდებოდა და რომ არა ჩვენ მიერ გამაგრებული ზღუდეები, სოხუმის მთელი ქართული მოსახლეობა ერთ დღეში, 16 სექტემბერს, მთლიანად ამოწყდებოდა. 26 სექტემბერს, საღამოს სამთავრობო აგარაკზე შტაბის სხდომა გაიმართა. ბატონი ჟიული დაღვრემილი იყო, ხმას არ იღებდა, იგრძნობოდა, რომ მძიმე განწყობა ჰქონდა. ყველა სამხედრო ხელმძღვანელი იქ იყო. ვერ მოვითმინე: მთავრობის სახლს რა ვუყოთ, დავრჩეთ, თუ გამოვიდეთ-მეთქი. არაფერი მიპასუხა. სხდომას ესწრებოდნენ: გია ყარყარაშვილი, ჯაბა იოსელიანი, ზაურ უჩაძე, პაატა დათუაშვილი. გაანაწილეს პოზიციები. გენო ადამია (23-ე ბრიგადის მეთაცრი) წინააღმდეგი იყო, ქალაქს ვერ დავიცავთ და მე არ დავიკავებ პოზიციასო. ჯაბა იოსელიანი და გენო ადამია იმ სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ამის გამო. გენო წავიდა, მაგრამ ამის შემდეგ გამოვიდა ბატონი ედუარდი და თქვა: გენო დაიკავებს ამ ადგილს და მის ნაცვლად მე მოვაწერ ხელსო. ყველა მეთაურმა მოაწერა ხელი ობიექტების დაცვის გადაწყვეტილებას. ამასობაში შემოგვათენდა; დილის ექვსი საათისთვის, კანცელარიის უფროსი ჯუმბერ ბეთაშვილი მეუბნება: ბიჭებმა დამირეკეს, მინისტრთა საბჭოს შენობა დაიცალა, დაცვა წავიდაო. მართლაც, დაცლილი იყო. დილის ცხრა საათზე ბატონი ედუარდი მოდის, გარეთ ვხვდები მას. მეუბნება: მთავრობამ უნდა იმუშავოს, ხალხი რეკავს, მას ხელმძღვანელობა სჭირდებ
უძაღლო ქვეყანაში, ისევ კატების კნავილი მირჩევნია ვირთხების სისინს!
- - - - - - - - - - - - - - - - - -
დრო მოვა და სოხუმში ხორუმს ვიცეკვებთ!
- - - - - - - - - - - - - - - - - -
მტერი ასჯერ რომ მოგატყუებს და მაინც მას მიენდობი, უნდა აღიარო, რომ ბეცი ხარ!

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 05 May 2013 21:45

PATRIOGE wrote:რუსი სამხედროები, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნეს ქალაქში ბრძოლებისთვის, ეგრეთ წოდებული მცოცავი- მოიერიშე ბრძოლებისთვის: ისინი იყოფიან ჯგუფებად, ერთი ჯგუფი ხოხვით მოიწევს წინ, მეორე კი ცეცხლს ხსნის და ყურადღება თავისკენ გადააქვს. ამასობაში კი, პირველი ჯგუფი დგება და გიტევს


ეს რომ რუსეთის სპეცრზმების საოცარ ტაქტიკად მიაჩნდათ 1993 წელს იმიტომაც წავაგეთ ...

PATRIOGE wrote:გენო ადამია (23-ე ბრიგადის მეთაცრი)


დაიღუპა 28 სექტემბერს სოხუმის დაცემის დროს 11 ჯარისკაცთან ერთად კელასურის ხიდთან.

02:50-დან არის ეგ ხიდი (თუ არ ვცდები)



---------

რუსლან ტრუნოვი (ყაბარდოელი) - მეთაურობდა 33 კაციან დივერსიულ ჯგუფს ოჩამჩირის რაიონში. დაიღუპა 1992 წლის ოქტომბერში თავის რაზმთან ერთად, ჩასაფრებაში მოყვა (19 მოკლეს ჩვენებმა, 9 დაბრუნდა უკან).

Image

ქართული 152 მმ-იანი აკაცია ... პირველად ვხედავ ... :)

Image
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 05 May 2013 21:55

აფხაზური ბმპ "ნომერი 10". ერთი დღის შემდეგ ააფეთქეს ჩვენებმა სოფელ შრომასთან.

Image

ტამიშის დესანტი!

Image

აფხაზეთის არმიის ოჩამჩირის დაჯგუფების ერთერთი მეთაური ზაზა ზანთარია სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე.

Image
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 05 May 2013 22:29

გაგრა დაცემის შემდეგ. დახვრეტილი ქართველები პლაჟზე ... :(

Image
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
PATRIOGE
ფორუმელი
Posts: 33
Joined: 27 Apr 2013 19:00

Re: აფხაზეთის ომი

Postby PATRIOGE » 06 May 2013 08:18

ფელიქს ტყებუჩავა (ზვიად
გამსახურდიას ხელისუფლების
კავშირგაბმულობის მინისტრი,
აფხაზეთის ომის დროს –
სოხუმის უნივერსიტეტის
რექტორი): „ სინდისი სუფთა
მაქვს, იმიტომ რომ ყველას
ვაფრთხილებდი, სოხუმში არ
დაბრუნებულიყვნენ 1993 წლის
სექტემბერში, რადგან ხალხი,
ფაქტობრივად, ხაფანგში
მიდიოდა. ვამბობდი, რომ
მოსახლეობის ევაკუაცია უნდა
მომხდარიყო, ხოლო ისინი,
ვისაც სოხუმის დაცვა შეეძლო,
იქ უნდა დარჩენილიყვნენ.
ის ათი დღე, რომლის
განმავლობაშიც სოხუმი
ვითომდაც თავს იცავდა,
სინამდვილეში იყო
გათამაშებული. ის ნაწილები,
რომლებიც იმ დროს სოხუმში
იმყოფებოდნენ, ათი დღის
განმავლობაში ქალაქს ვერ
დაიცავდნენ. ეს იყო
გაკეთებული იმისათვის, რათა
შექმნილიყო შთაბეჭდილება,
რომ მტერი შეესია სოხუმს და
მოწინააღმდეგემ ომით აიღო
ქალაქი. ამიტომაც დაარქვეს
ამას სოხუმის დაცემა, რათა არ
გამოჩენილიყო ის გაუგონარი
ვერაგობა, რომ განიარაღებულ
ქალაქს დაეცა მოწინააღმდეგე
და გაჟლიტა მოსახლეობა. ასეთი
გახლდათ მხარეებს შორის
შეთანხმება, რაოდენ
საშინლადაც უნდა ჟღერდეს ეს
სიტყვები. ეს ისტორიის ერთ-
ერთი ფურცელია. სწორედ ამან
მისცა შევარდნაძეს საშუალება,
გაფრენილიყო სოხუმში და თავი
გმირად გამოეცხადებინა — რომ
ათი დღის განმავლობაში,
თურმე, ის სხვებთან ერთად
სოხუმს იცავდა, მაგრამ თავს
ზემოთ ძალა არ იყო...
16 სექტემბერს ჩვენი მთავრობა
ზუგდიდში იმყოფებოდა. რა
თქმა უნდა, ჩვენ იმწამსვე
გავიგეთ, რომ სოხუმზე შეტევა
დაიწყო და ჩვენი ნაწილები
მაშინვე დაიძვრნენ სოხუმის
დასახმარებლად, მაგრამ
სწორედ მაშინ შეასრულა
ტყვარჩელმა ფატალური როლი.
იქ ხომ მოწინააღმდეგის ბაზა
იყო?! სწორედ ტყვარჩელიდან
ჩამოსულმა შეიარაღებულმა
რაზმებმა გადაკეტეს სოხუმი-
ოჩამჩირის გზა. მართალია,
ჩვენმა რაზმებმა მაინც შესძლეს
ტამიშამდე მისვლა, იქ ერთი
პერიოდი თითქოს დაიწყო
კიდეც ერთგვარი
თანამშრომლობაც, ყველამ
დაინახა, რომ საერთო
უბედურება იყო კარს მომდგარი
და გამომდინარე აქედან, ეგრეთ
წოდებულმა სამთავრობო ჯარმა
და ჩვენმა ნაწილებმა
ოჩამჩირეში ერთობლივი გეგმა
შეიმუშავეს; ქობალიამ
შეასრულა კიდეც მასზე
დაკისრებული ამოცანა და,
სხვათა შორის, ყარყარაშვილმა,
მართლაც, შეიყვანა ორასი კაცი
სოხუმში, მაგრამ მან ეს გააკეთა
ქობალიას დახმარებით,
ვინაიდან ქობალიამ შეასრულა
თავისი ამოცანა. მაგრამ ამას
უკვე არავითარი აზრი არ
ჰქონდა, რადგან წაგებულის
მოგება უკვე შეუძლებელი იყო.
ქობალია, სხვათა შორის, ეგრეთ
წოდებული სამთავრობო ჯარის
ნაწილებმა მიატოვეს მარჯვენა
ფლანგიდან და დღეს ამის არც
რცხვენიათ, პირიქით, აცხადებენ
— ჩვენ, ქართველები მშიშრები
ვართო.
იმ დროს ჩვენი შეიარაღებული
შენაერთები და ასევე
სამთავრობო ნაწილებიც
ოჩამჩირეში იმყოფებოდნენ.
ვითარებას კრიტიკულს ხდიდა
ის, რომ, ერთი მხრივ, ეს
გახლდათ ტრაგედია, რადგანაც
მტერი უკვე სოხუმში იყო და
მეორე, იქმნებოდა
შთაბეჭდილება, რომ ჯერ კიდევ
შეიძლებოდა მდგომარეობის
გამოსწორება.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ
შენაერთები ოჩამჩირეში
ერთმანეთს შეხვდნენ, არ
არსებობდა ერთიანი გეგმა და
ყველა ბატივით იყო დაბნეული.
ხოლო ჯარი, რომელსაც არ ჰყავს
ხელმძღვანელობა, არის ბრბო,
როგორებიც არ უნდა იყვნენ
ჯარისკაცები. სამთავრობო
ჯარს, მართლაც, არ ჰყავდა
ხელმძღვანელობა. ამდენად,
საჭირო იყო ერთიანი
ხელმძღვანელობა, რათა ჯარს
სცოდნოდა, რომ ემორჩილება
ერთ სარდალს. ამიტომაც ჩავიდა
ბატონი ზვიადი ოჩამჩირეში. მას
არ აუღია თავის ხელში
სამხედრო სარდლობა, მაგრამ
ჯარს უნდა სცოდნოდა, რომ
ეყოლებოდა ხელმძღვანელი და
სწორედ ზვიად გამსახურდიას
მიერ დანიშნული
ხელმძღვანელობა უნდა
ყოფილიყო გაერთიანებული
ჯარების მეთაური. ყოველ
შემთხვევაში, მთავარი იყო,
ყველას კოორდინირებულად
ემოქმედა. და უნდა ითქვას, რომ
ის ხალხი, შევარდნაძის ჯარის
ნაწილებს ვგულისხმობ, ვინც
გაიგო ვითარების
ტრაგიკულობა, რომ განგებ
მიჰყავთ ომი წაგებისკენ,
დათანხმდა ერთიან
სარდლობაზე და იმაზეც, რომ
ეცნოთ ზვიად გამსახურდია
უმაღლეს მთავარსარდლად.
მაგრამ, სამწუხაროდ, აქედან
არაფერი გამოვიდა, იმდენად
კარგად იყო ომის წაგება
დაგეგმილი, რომ მდგომარეობის
გამოსწორება შეუძლებელი იყო
ჯარების იმ ნაწილით,
რომლებიც ჩვენს
ხელისუფლებას
ემორჩილებოდნენ. როდესაც
ჩვენი სამხედრო შენაერთები
მზად იყვნენ ნებისმიერი
სამხედრო ამოცანის
შესასრულებლად და შეასრულეს
კიდეც, სამთავრობო ჯარმა არ
შეასრულა მასზე დაკისრებული
ამოცანა.
ჩვენი შენაერთები უნდა
წასულიყვნენ მარცხენა
ფლანგზე, ზღვის
მიმართულებით და
შესულიყვნენ ტამიშ-კინდღამდე,
სხვები კი მარჯვენა ფლანგით
უნდა წამოსულიყვნენ,
შეერთებოდნენ ქობალიას
ხალხს კინდღთან და
ერთობლივად შეეტიათ
სოხუმისთვის. მაგრამ
რეალურად, ეგრეთ წოდებული
სამთავრობო ჯარების
შენაერთები არ მივიდნენ
კინდღამდე. ახლა ისინი
ერთმანეთს აბრალებენ და
აცხადებენ, რომ თითქოს
მოულოდნელად ლოთი
ქობალიას მხრიდან მათი
პოზიციები დაიბომბა, რამაც
გამოიწვია არეულობა და ასე
შემდეგ. რაც არ შეესაბამება
სიმართლეს. ისინი ბატებივით
იყვნენ დაბნეული, დატოვეს
თავიანთი პოზიციები, ამასთან,
მიატოვეს ლოთი ქობალიას
ნაწილებიც, რის შედეგადაც
მოწინააღმდეგეს თავისუფლად
შეეძლო მათი ალყაში მოქცევა.
მართლაც, შეთანხმებულად რომ
ემოქმედათ, შესაძლებელი იყო
ოჩამჩირე-სოხუმის გზის გახსნა
და კიდევ ვიმეორებ, ეს
პრობლემაც იმიტომ შეიქმნა,
რომ ტყვარჩელის პლაცდარმი
თავის დროზე არ იყო
განადგურებული.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ
სოხუმის ბედი, ფაქტობრივად,
გადაწყვეტილი იყო, ბოლო
მომენტშიც კი შეიძლებოდა
სიტუაციის ნაწილობრივ
გამოსწორება მაინც. მაგრამ
ისინი დღეს აღიარებენ, რომ
კურდღლებივით გამოიქცნენ.
უძაღლო ქვეყანაში, ისევ კატების კნავილი მირჩევნია ვირთხების სისინს!
- - - - - - - - - - - - - - - - - -
დრო მოვა და სოხუმში ხორუმს ვიცეკვებთ!
- - - - - - - - - - - - - - - - - -
მტერი ასჯერ რომ მოგატყუებს და მაინც მას მიენდობი, უნდა აღიარო, რომ ბეცი ხარ!

User avatar
Javelin
ფორუმელი
Posts: 2752
Joined: 05 Apr 2009 21:20

Re: აფხაზეთის ომი

Postby Javelin » 06 May 2013 10:17

PATRIOGE
არ დაგიწერიათ როგორ აორთქლდა გაგრის დაჯგუფების 2900 კაცი რამდენიმე დღეში, არსებობს რაიმე ინფორმაცია მაგის შესახებ?

***

PATRIOGE
გამოჩნდა უკვე თქვენს პოსტებში ჩემი აზრით რეალური მიზეზი აფხაზეთის ომის ასეთი დასასრულის, ჯარების დაყოფა სამთავრობო და ქობალიას ნაწილებად, შევარდნაძის და ზვიადის მომხრეებად.
თუმცა ამის აღიარება კაციშვილს არ უნდა და "გაყიდულს", "ჩაბარებულს" და ეგეთ სახელებს არქმევენ, აბა თავის თავს 1%შიც ხომ არ მოიაზრებენ დამნაშავედ? ის სხვა იყო ვინც "გაყიდა" თორე თვითონ ყველა პატრიოტი იყო.
who dares wins!